Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 208 (Jesus’ Prophesy about Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

11. იესოს წინასწარმეტყველება იერუსალიმზე (მათეიესო 23:34-36)


მათეიესო 23:34-36
34 ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში, 35 რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით. 36 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
(დაბადება 4:8; 2 ნეშტთა 24:20-21)

იესომ გააფრთხილა იუდეველი მთავრები: „თქვენ იქედნეთა ნაშობნო, ვერ გაექცევით უფლის სამსჯავროს გეენას!“ შეიძლებოდა გაგრძელება, რას იტყოდა შემდგომ: „ამიტომაც არასდროს იქნებიან წარმოგზავნილნი თქვენთან წინასწარმეტყველები!“ ჩვენ კი გვესმის აბსოლუტურად სხვა რამ: „ ამიტომ გამოვგზავნი თქვენთან წინასწარმეტყველებს, ისინი მოგიწოდებენ მონანიებისკენ და თუ არ მოინანიებთ, არავითარი გამართლება არ გექნებათ უფლის წინაშე!“ იესო ამ სიტყვებს გარკვევით ამბობდა, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ის წარგზავნის წინასწარმეტყველებს. ის თავს უფალდ აცხადებს, რომელსაც აქვს უფლება მოუხმოს წინასწარმეტყველებს და მისცეს მათ დავალებები. ქრისტე წარგზავნის მათ, როგოც საკუთარ წარგზავნილებს და ისინი ასწავლიან ხალხს მათ საცოდავ მდგომარეობაზე. იესომ ეს დანაპირები, თავისი აღდგომის შემდეგ აღასრულა: „მე გაგზავნით თქვენ“ (იოანე 20:21).

იესომ განაცხადა, რომ ჯვარზე სიკვდილის მერე ის თავისი ძალაუფლებით წარგზავნის იუდეველებთან წინასწარმეტყველებს, ბრძენებს და მწიგნობრებს. მან ნათლად უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მისი ამაყი მტრები, რომლებიც თავს მართლებად მიიჩნევდნენ, დაიწყებენ მის დევნას, ცემას, ქვებით ჩაქოლვას, ქალაქიდან განდევნას, ზოგს კი შეიძლება ფიზიკურადაც გაუსწორდებიან. ამ ყველაფრის დასანახად საკმარისი საქმეების წიგნის წაკითხვა. ეს ახალი აღთქმის წერილი, სხვა წერილებთან ერთად საუბრობს მოსეს რჯულის მიმდევრების სისასტიკეზე, რომელმაც ტანჯვით სცემეს ქრისტეს მიმდევრები ამ დროს კი ფიქრობდნენ, რომ უფალს ემსახურებიან (იოანე 16:1-3).

ქრისტემ უთხრა მათ არა მხოლოდ მათ ბოროტ საქმეებზე, არამედ უფლის სასამართლოზე, რომელიც მათზე გაიმართებოდა იმის გამო რამდენი სისხლიც დაღვარეს. უფლის მონების დაღვრილი სისხლი შეჰღაღადებს ღმერთს (დაბადება 4:10; ებრაელები 12:24).

დღეს ბევრი ხელმძღვანელი და რელიგიური ადამიანი არ ცხოვრობს მონანიებული და სულის განახლებით, არამედ თავის სტანდარტებს მიყვებიან. ისინი სასტიკად უარყოფენ ქრისტეს წარგზავნილებს, რომლებიც მოოუწოდებენ განწმენდისკენ. მათ სჭირდებათ მონანიება და თვინიერი ქრისტეს თავმდაბლობის მაგალითის გაყოლა.

ლოცვა: უფალო წმინდაო, მადლობას გიხდით, რომ შენმა ძემ წრფელად უთხრა რელიგიურ მსახურებს ყველაფერი და რვაჯერ გამოუცხადა „ვაი“ მათ, რათა მონანიება მიეღოთ. გვაპატიე ჩვენი თავლთმაქცობა და სიცრუე, თუკი ვიქცეოდით როგორც ისინი, თუკი არ ვინანიებდით სინამდვილეში და არ გარდავისახეთ შენ სიწმინდეში. დაიცავი ნებისმიერი, ვინც მოგიხმობს რწმენით. არ მისცე მათ ნება უკუაგდონ შენი სამართლიანობა, ჯვარი და ხსნის მადლი! მადლობას გიხდით, რომ გვაძლევ სიმტკიცეს და დამაჯერებლობას იესოს გადარჩენაში, მაშინ როდესაც შენი სასამართლო ხორციელდება მათზე ვინც გეწინააღმდეგება და ზედაპირულად გექცევა!

კითხვა:

  1. რატომ წარგზავნა ქრისტემ თავისი მოწაფეები, საკუთარი ერის მწიგნობრებთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)