Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 181 (The Greatest and the Least)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

11. ვინ არის მცირე და ვინ? (მათეიესო 20:24-28)


მათეიესო 20:24-28
24 ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.25 იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ. 26 თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს. 27 და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. 28 ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
(მარკოზი 10:44-45; ლუკა 22:24-27; 1 კორინთელთა 9:19; ფილიპელთა 2:7; 1 პეტრე 1:18:19)

დანარჩენი ათი არაფრით უკეთესი არ იყო ვიდრე ეს ორი, რადგან ამ ორი ძმის და დედის თხოვნამ მათში შური გამოიწვია. მათ არც ქრისტესი ესმოდათ და არც მისთვის მოახლოებული სიკვდილის მნიშვნელოვნება, რაც გადარჩენის გეგმის მთლიანი ნაწილი იყო.

თუმცა ქრისტე დაჯდა ზეციერი მამის მარჯვნივ, მაგრამ მის ცანაფიქრებსი არ შედის ჩვენთვის ადგილების დაკავება მის მარხვნივ ან მარცხნივ. მისი ცანაფიქრია, რომ ცვენ ყველა ერთად ვიქცეთ მის სულიერ სხეულად. არ ვართ ამორჩეულნი და მოწოდებულნი იმისთვის, რომ იესოს გვერდით ვისხდეთ, არამედ რომ ვიყოთ მასში და მარადის ვიცხოვროთ სულიერ ერთობაში, როგორც ძეა მამაში და მამა ძეში.

ეს სულიერი ერთობა მხოლოდ ზეცაში კი არ გამოჩნდება, არამედ ახლაც ვლინდება და ჩანს. უნდა გვაყვეთ ქრისტეს, უარვყოთ საკუთარი თავი და ავიღოთ ჯვარი, მოვაკვდინებთ რა ჩვენ ცოდვებს და სიამაყეს. ღმერთის შვილებს შორის არ უნდა იყოს ზემოდან ყურება, ვინმეზე უფლობა ან პატივის მოთხოვნა, არამედ მხოლოდ კეთილი ნებით მორჩილება და გამუდმებული მომსახურება ერთმანეთისა. ყველაზე პატივდებულებიც სწორედ ისინი არიან ჩვენს ეკლესიებში და საზოგადოებაში, რომლებიც მეტად მორჩილნი არიან და მსახურობენ ყველაზე მეტს. ვინც ლოვულობს, მსახურობს და მადლიერებით უძღნის სხვას თავს - ჭეშმარიტად ყველაზე დიდია.

იცოდი თუ არა, რომ ქრისტე საკუთარ თავს მსახურს ეძახდა და არა ბატონს? მან ბოლომდე ამოატრიალა პრინციპები და საფუძვლები, რომელიც საზოგადოებაში მეფობდა, სადაც ყველას სურვილი ამაღლება იყო და იმის მიღწევა, რომ სხვები მომსახურებოდნენ. ქრისტემ თავი დაიმდაბლა უმაღლეს ხარისხში, ემსახურებოდა რა კარგ და ცუდ ადამიანებს. ის ჩვენთვის მაგალითად იქცა. ვინც ქრისტეს მიყვება, მას არ უნდა სხვების დამცირება და მათზე უფლობა, არამედ მსახური ხდება, ქრისტეს მსგავსად. ხოლო ვინც მსგავსი ცვლილებები არ განციადა გონებაში, ვერ გახდება ქრისტეს მონა.

ქრისტეს სიკვდილი - ეს გამოსყიდვაა, ვინაიდან ის - დიდებული გამომსყიდველია. ის დაიბადა, რათა ხალხის ნაცვლად გადაეხადა ფასი, რომლებიც ცოდვის მონობაში იყვნენ, რათა განთავისუფლებულიყვნენ და შესძლებოდათ ქრისტეს სამეფოს მონებად ქცეულიყვნენ. ქვეყნიერებისთვის ვერ იქნებოდა სხვა იმედი, გარდა ქრისტეს მსხვერპლისა. და ჩვენ გვიყვარს ის, მან კი პირველმა შეგვიყვარა. „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ (იოანე 3:16)

ლოცვა: ერთგულო გამომსყიდველო, განგადიდებთ შენ, რადგან ყველასთვის მსახურად იქეცი. შენ მოკვდი და გამომსყიდველი გახდი მათთვის, ვინც მიიღო შენი გამოსყიდვა და ყველა განგადიდებს შენ, რადგან შენ ხატებად იქცევიან და სწავლობენ შენ მსახურებას. დაგვეხმარე, რომ მივილტვოდეთ არა უფროსობისკენ, არამედ იმისკენ რომ ვიქცეთ მსახურებათ და შენ გამოსყიდვაზე ვუყვებოდეთ ყველას, ვისთანაც შენი სული მიგვიყვანს!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს სიტყვები „კაცის ძე იმისთვის არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ მოემსახუროს“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 04, 2023, at 05:11 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)