Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 182 (Two Blind Men Receive Their Sight)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

12. ორი ბრმის განკურნება იერიხონში (მათეიესო 20:29-34)


მათეიესო 20:29-34
29 იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას. 30 და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!” 31 უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!” 32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?” 33 უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”. 34 შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
(მარკოზი 10:46-52; ლუკა 18:35-43)

ქრისტე დაეშვა გალილეის მთებიდან იორდანეში, განაგრძო თავისი გზა, გაიარა იერიხონი - პალმების ქალაქი და კვლავ მთებზე ავიდა იერუსალიმში. ეს მისი გზა იყო სიკვდილისკენ. იესოს არ გადაუხვევია მისგან და გამოსყიდვის ჟამიც სულ უფრო ახლოვდებოდა.

მრავალი მიჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ მისთვის და ენახათ მის მიერ ჩადენილი სასწაულები. და აი ორმა ბრმამ, ბრბოში გაიგონეს ხმაური, როდესაც გაიგეს, რომ ეს იესოა, ღვთაებრივი მკურნალი და მათთან ჩავლას აპირებ, ერთხმად აყვირდნენ და დახმარებას ეხვეწებოდნენ. ისინი მას ძალიან ცნობილ სახელს ეძახდნენ: „დავითის ძეო! შეგვიწყალე!“

ეს სახელი დაპირებული დავითის ძეს ეკუთვნოდა, რომელიც ღვთისგან იშვა და დაჯდა დავითის ტახტზე საუკუნო მეფობაში (მეორე მეფეთა 7:12-14). მათი ყვირილი იესოსთვის პოლიტიკურ ჭრილში დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ბრმები იესოს ფიზიკური თვალებით ვერ ხედავდნენ, მაგრამ გულის თვალებით უყურებდნენ და როგორც ბერძნულ ტექსტში წერია, უწოდებდნენ მას „უფალს“. მათ სჯეროდათ მისი სასწაულებრივი თანდასწრების, აბსოლუტური ძალაუფლების და ნაზი სიყვარულის, და ენდობოდნენ არა მხოლოდ დაფარულში, არამედ ყველა ადამიანის წინაშე.

ბრბოს არ უნდოდათ მათი საფრთხის შემცველი ყვირილის მოსმენა და შეეცადნენ გაეჩუმებათ. ბრბო ვერ ხვდებოდა, რომ ეს ორი ბრმა, თავისი სიბრმავის მიუხედავად, გულით ხვდებოდნენ ვინ იყო იესო, ისინი კი ხედვადნენ რა, ვერ ხვდებოდნენ, ვინ იყო მათ შორის - კონკრეტულად კი, ვინ იდგა იქ. და დღეს მრავალი ადამიანი უარყოფს ქრისტეს მოწმობას, ფიქრობენ რა, რომ მართალნი არიან და ჰგონიათ, რომ გამომსყიდველი მათ კი არა სხვებს სჭირდებათ.

იესომ გაიგონა მათი ყვირილი და ყური დაუგდო მათი რწმენის აღიარებას. ის გაჩერდა, და ეს გაჩერება ქვეყნიერების ხსნის გზაზე მოხდა. დატოვა რა თვითკმაყოფილი ბრბო, მიუახლოვდა ბრმებს და ჰკითხა: „რა გინდათ ჩემგან?“

ამ კითხვას იესო დღესაც გისვამს შენ. რა გინდა მისგან? ეძებ დიდებას? ფულს? სიამოვნებას? თუ გსურს, რომ თვალები აგიხილოს და დაინახო შენი უფალი და მიიღო მისი სიყვარული და ძალა? დღეს იესო მრავალი ადამიანის თვალებს აძლევს ხილვადობას, მრავალ ქვეყანაში. იქნებ გსურს სთხოვო, რომ შენ ახლობელს აუხილოს თვალები, რომ მრავალი შენ გვერდით მყოფი განმტკიცდეს შენი დამოწმების და სხვა მორწმუნეების დამოწმებების ხარჯზე?

ქრისტემ განკურნა ის ბრმები, შეეხო რა მათ თვალებს. ის იყო პირველი, ვინც ფიზიკური ხილვადობის შემდეგ დაინახეს. მაშინვე დაადასტურეს თავიანთი რწმენა მის მიმართ და გაყვნენ მას. არ მიუქცევიათ ყურადღება ბრბოსთვის, მხოლოდ იესოს უყურებდნენ და რჩებოდნენ მასთან, რათა მადლიერება გამოეხატათ იმისთვის, რომ მან განკურნა ისინი.

ქრისტე მოკვდა ჯვარზე და გამოხატა უდიდესი სიყვარული ჩვენი, ცოდვილების მიმართ. შენ ხედავ როგორ ჰკიდია ის იმ სირცხვილის ძელზე და როგორ მოსდის მას სისხლი ცოდვილების გამო? რას ფიქრობ მასზე? მოხვედი თუ არა მასთან იმისთვის, რომ შეიყვარო ის? სთხოვე მას, რომ გაგიხსნას შენც და გაუხსნას სხვასაც სულიერი თვალები.

მრავალი ამბობს, რომ მათეს სახარებაში მოხსენიებული ორი ბრმა, მარკოზის სახარებაში გადმოცემულია, რომც ერთი.

ამაზე საპასუხოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მარკოზი ახსენებს ბარტიმეოსს იმიტომ, რომ ის ძალიან ცნობადი ადამიანი იყო. მარკოზის ტექსტში გადმოცემულია, რომ როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად წამოვიდა იერიხონიდან, იქ ბარტიმეოსი, ტიმეს ძე იჯდა კარებთან და მოწყალებას ითხოვდა. ის ახსნეებს მას, რადგან ცნობილი ადამიანის შვილი იყო. ცხადია ცნობილი ადამიანი ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია, სწორედ ამიტომ ახსენა მარკოზმა მისი სახელი. მაგრამ ვისაც შეუძლია ერთი ბრმისთვის თვალის ახელა, მას მრავალისთვისაც შეუძლია იგივეს გაკეთება. ერთ, რომ ერთქვა მას არ აუხელი თვალები ბარტიმეოსისთვისო, მეორეს კი ეთქვა კიო, ეს იქნებოდა საპირისპირო ფაქტები. მაგრამ სახარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ურთიერთ საწინააღმდეგო აზრებს, უბრალოდ ერთმა მახარობელმა ერთი ცნობილი ადამიანის სახელი ახსენა. და ეს აბსოლუტურად არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქრისტეს მას თვალები აუხილა და არა მხოლოდ მას, არამედ ბევრ სხვასაც.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით, რომ სახარების შუქით გაგვანათე და სინათლე შემოიტანე ჩვენს ცხოვრებასი. გთხოვთ საკუთარ თავებზე და მათზე ვინც ჩვენს გარშემოა, რომ აგვიხილო თვალები და მოგვცე სუფთა გული, რომელიც დაინახავს შენ სიყვარულ, გამოსყიდვას და გადარჩენის ძალას. განვადიდებთ და წმინდასვყოფთ შენ სახელს და გთხოვთ შენი სამეფოს დაბრუნებაზე. დაე აღსრულდეს შენი ნება ჩვენში და დედამიწაზე, უკუნითი უკუნისამე!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ტიტული „დავითის ძე“?

მათეს სახარების კითხვათა მესამე სერია

ძვირფასო მკითხველო,
თუ ამ წიგნის განმარტებას წაიკითხავ, მარტივად შეზძლებ პასუხი გასცე ყველა კითხვას. თუკი სწორად უპასუხებ კითხვათა 90%, გამოგიგზავნით შემდეგი განმარტების ნაწილს, შენი სულიერი ზრდისთვის. თუკი პასუხებს გამოგვიგზავნი ფოსტით, არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო შენი სახელი, გვარი და ელ.ფოსტა არა მხოლოდ კონვერტზე, არამედ ფურცლებზეც.

  1. რატომ არ გაანთავისუფლა იესომ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილედან?
  2. რატომ ითვლება ღმერთის სამეფოში ყველაზე მცირე, იოანე ნათლისმცემელზე მეტად, რომელიც ძველი აღთქმის ბოლო უდიდესი წინასწარმეტყველია?
  3. რატომ ადარებდა იესო თავის დროში მცხოვრებ ხალხს, ბავშვებს?
  4. რატომ თვლის ქრისტე ურწმუნოებას უფრო საშინელ ცოდვად, ვიდრე სოდომის და გომორის ცოდვას?
  5. როგორ იცის ქრისტემ ღმერთის არსი, ისევე როგორც ღმერთმა იცის ქრისტესი?
  6. რას წარმოადგენს თავად ქრისტეს ტვირთი, რომლის ჩვენთვის მოცემაც სურს?
  7. როგორ არის ქრისტე - შაბათის უფალი?
  8. რატომ გადაწყვიტეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ქრისტეს მოკვლა?
  9. როგორ წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი იესოზე, ესაიას 42:1-4 ში?
  10. რატომ ადამნაშაულებდნენ იუდეველთა მთავრები იესოს იმაში, რომ ის ეშმაკეულებს დევნის ბელზებელის ძალით?
  11. რა გაიგე ჯოჯოხეთსა და ქრისტეს გამარჯვებაზე?
  12. როგორ ვართ დაცულები სულიწმინდის გმობის ცოდვისგან?
  13. ვინ არიან იქედნეთა ნაშობნი? და ვინ კეთილი?
  14. ვინ მიეკუთვნება მრუშებისა და ბოროტების მოდგმას?
  15. რატომ შეუძლია ბოროტ სულ დაბრუნდეს სხვა 7 უფრო ბოროტ სულთან ერთად ადამიანთან, რომელმაც ის უკვე გამოაგდო?
  16. რა სხვაობაა ოჯახისგან განდგომილსა და ღმერთის ოჯახის წევრს შორის?
  17. დაწერე სულიერი ზრდისა და დაცემის წესი, შემდგომ განმარტე ის.
  18. რა დაბრკოლებებია სულიერი ზრდის გზაზე და როგორ იქვავებენ გულებს ურწმუნოები?
  19. როგორ ოთხ ტიპად შეგვიძლია დავყოთ სახარების მომსმენი ადამიანები?
  20. როგორი იქნება უფლისმიერი მკა?
  21. რას გვასწავლის იგავი მდგოვის მარცვალსა და საფუარზე?
  22. რატომ არის ქრისტე ზვირფასი საგანძური?
  23. როგორ ადამიანებთან მოგიწოდა იესომ, რომ მოიყვანო ისინი მის სამეფოში?
  24. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ იგავიდან, რომელიც ბადეზეა?
  25. მათეს სახარების ტექსტის მიხედვით, რა ერქვათ უესის დევს და ძმებს, და რამდენი და-ძმა ჰყავდა მას?
  26. რა მიზეზით მოკვდა იოანე ნათლისმცემელი?
  27. საიდან მოიტანა იესო პური, რომლითაც უნდა გამოეკვება ხუთი ათასი კაცი?
  28. რას ნიშნავს სიტყვები „მე ვარ“ ბიბლიაში?
  29. რატომ აღიარეს მოციქულებმა, რომ იესო ღმერთის ძეა?
  30. რატომ ღებულობდნენ მორწმუნეები განკურნებას, როდესაც ეხებოდნენ იესოს სამოსელის ნაწილს?
  31. რა ცოდვას ჩადიოდნენ იუდეველები ღმერთის თაყვანისცემის დროს?
  32. რა ბოროტი აზრები და ზრახვანი მოდის გულიდან და როგორია სულიწმიდის ნაყოფი?
  33. რატომ ადარებდა იესო წარმართებს ძაღლებთან?
  34. რატომ შეეძლო ქრისტეს ყველანაირი სახის ავადმყოფობის განკურნება?
  35. რატომ და როგორ ამრავლებდა ქრისტე თევზს და პურს, ოთხი ათასი კაცისა და მათი ოჯახებისთვის?
  36. რატომ არის ქრისტეს დიდებული ღდგომა მისი ღვთაებრიობის ნათელი მაგალითი?
  37. რატომ უნდა მოვერიდოთ ფარისევლებისა და სადუკევლების საფუარს?
  38. რას ნიშნავს პეტრეს მოწმობა ,,შენ - ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე ხარ“?
  39. რა არის ეკლესიის საფუძველი და ზეცის გასაღები?
  40. რას ნიშნავს ქრისტეს მიმართვა პეტრესადმი სიტყვით ,,სატანა“?
  41. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა და ჯვრის აღება?
  42. როგორ უნდა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სიცოცხლე?
  43. რატომ ვერაფერს შემატებს ჩვენს გადარჩენას, ჩვენი კეთილი საქმეები?
  44. როგორ დავაღწიოთ თავის კაცის ძის მომავალ სასამართლოს?
  45. რატომ აფრთხილებდა იესო თავის მიმდევრებს მეორედ მოსვლაზე, როდესაც გაასამართლებს ის ქვეყნიერებას?
  46. რატომ წაიყვანა ქრისტემ თავისი გარდაქმნის სანახავად, მხოლოდ სამი მოწაფე?
  47. როგორ არის დაკავშირებული იაონე ნათლისმცემელი, ელია წინასწარმეტყველთან?
  48. როგორ ამხილა იესომ თავისი მოწაფეები, როდესაც ვერ შეძლებს ბიჭისგან ეშმაკეულის განდევნა?
  49. რაში მდგომარეობს ქრისტეს მორწმუნეების საიდუმლო, ღმერთის ძალის მოპოვებისას?
  50. რატომ დანაღვლიანდნენ მოწაფეები და არ ემადლიერებოდნენ იესოს, როდესაც ის თავის სიკვდილზე ლაპარაკობდა?
  51. როგორ აცხადებს ქრისტე, რომ ის არის კაცის და ღმერთის ძე?
  52. რატომ ითვლება სიამაყე, ეკელსიის ყველაზე დიდ საშიშროებად?
  53. რას გვასწავლის იესოს დარიგება, როდესაც მატ შორის ბავშვები ჩააყენა?
  54. როგორი ჩვენი ზეციერი მამის ნება მის მცირედ შვილებზე?
  55. რომელი სამი ნაბიჯი უნდა გადადგა, ეკლესიაში მორწმუნის მხილებისას?
  56. როდის არის ქრისტე ჩვენ შორის?
  57. დღეში რამდენჯერ უნდა ვაპატიობ მეგობრებსა თუ ნათესავებს?
  58. რატომ და როგორ აპატია მეფემ მონას?
  59. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
  60. ქრისტიანული ქორწინების, რომელი მნიშვნელოვანი პრინციპები იცი?
  61. რას ამბობს იესო გაყრაზე?
  62. ცათა სამეფოს მსახურებისთვის, რა აზრი აქვს დაუქორწინებლად ყოფნას?
  63. რატომ უნდა მივიდნენ ბავშვები ქრისტესთან ?
  64. როგორ უნდოდა იესოს, რომ კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ეხსნა?
  65. რატომ არის რთული მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა?
  66. რას დაპირდა იესო თავის მოწაფეებს?
  67. რაში მდგომარეობს ქრისტეს ჯილდოს საიდუმლო?
  68. რატომ არ გაიქცა ქრისტე იერუსალიმში იმისდამიუხედავად, რომ იცოდა რა ელოდა მას?
  69. რატომ იქცეოდნენ იოანე და იაკობი ასე ამაყად?
  70. რას ნიშნავს იესოს სიტყვები „კაცის ძე იმისთვის არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ მოემსახუროს“?
  71. რას ნიშნავს ტიტული „დავითის ძე“?

ჩვენ მოგიწოდებთ, ჩვენთან ერთად დაასრულოთ ქრისტესა და მისი სახარების გამოკვლევა, რათა მიიღოთ მარადიული განძი. ჩვენ ველოდებით თქვენს პასუხებს და ვლოცულობთ თქვენთვის. ჩვენი მისამართია:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)