Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 174 (Christ Loves and Blesses Little Children)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 3 - მეოთხე თავი იესოს მსახურება გზად იერუსალიმისკენ, იორდანეში (მათეიესო 19:1 - 20:34)

4. ქრისტეს უყვარს ბავშვები და აკურთხებს მათ (მათეიესო 19:13-15)


მათეიესო 19:13-15
13 მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ. 14 იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
15 დაადო ხელები და წავიდა იქიდან. (მათე 18:2-3; მარკოზი 10:13-16; ლუკა 18:15-17)

მშობლებმა მიიყვანეს იესოსთან შვილები, რადგან მისგან კურთხევას ელოდნენ. ბავშვებს ღრმა საჭიროება ჰქონდათ მიახლოებოდნენ ქრისტეს და მისგან კურთხევა მიეღოთ, რადგან ყველა ახალშობილი ატარებს წინაპრებისგან მიღებულ ცოდვას. არცერთი ბავშვი არ იბადება მართალი. რა თქმა უნდა ბავშვების თვალებში უმანკოების და ბედნიერების დანახვა შეიძლება. მაგრამ როდესაც ბავშვებთან თამაშ იწყებენ, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მათ მიერ გამოვლენილ ეგოიზმს, რისხვას და სიამაყეს.

აი რატომ თქვა ქრისტემ: „მოუშვით ბავშვები ჩემთან და არ შეუშალოთ ხელი“. მათ სჭირდებათ გადარჩენა. იესოს ამ სიტყვების მესვეობით , ბავშვების სამყაროში ზღვა მადლი იღვრება. ზრდასრული მორწმუნეები ხსნიან საკვირაო სკოლებს, დედები ბავშვებთან ერთად ლოცულობენ, მიძღვნილ მასწავლებლებს კი ისინი მხსნელთან მიჰყავთ. ყველა ბავშვი საჭიროებს ქრისტეს პატიებას და გული განახლებას. ქრისტესმიერი პატიების გარეშე ვერცერთი ბავშვი ვერ იქნება წმინდა. მაგრამ მათ ერთი უპირატესოსბა აქვთ. ბავშვები დიდი იმედით და ნდობით უყურებენ მას, ვინც ქრისტეს სიტყვების სიყვარული დაანახა მათ.

ნეტა ყველა მშობელი ბავშვობიდანვე უნერგავდეს თავის შვილს ქრისტესადმი სიყვარულს! ის, რასაც ისინი ასწავლიან შვილებს წმიდნა წერილიდან, ასწავლიან ქრისტეზე, იქნება მათთვის ყველაზე დიდი საგანძური, ყველაზე დიპლომზე ძვირფასი. ვინც ქრისტესთან მოვიდა და განადიდებს მას, სხვაც უნდა მოიყვანოს. მაშ მიუძღვენი მას დიდება მისი უსაზღვრო მადლისთვის და სიუხვისთვის, რომელიც არასდროს მთავრდება!

აავსეთ თქვენი სახლი უფლის სიტყვით და ასწავლეთ შვილებს წერილები, რადგან ქრისტემ თავისი სისხლით მოიპოვა მათთვის უფლება ზეცაში. მას შემდეგ, რაც ქრიტემ მამას შეგვარიგა, ყველა მიიღო უფლება ზეცაში მოხვედრის და უფლება, რომ შემოქმედს - მამა უწოდოს, რადგან ჩვენ ყველანი მისი შვილები ვართ.შენც ნეტარი იქნები თუ გამოიყენებ ამ უფლებას. იგრძნობ, როგორ დაგასხამს იესო თავზე ხელებს და გაკურთხებს.

იესოს მოწაფეებმა დედებს არ მისცეს საშუალება, რომ მათი შვილები იესოსთან მიეყვანათ, რადგან ასეთი კურთხევა მიუღებლად ჩათვალეს.

რა კარგია, რომ ქრისტეს ბევრად მეტი სიყვარული და მოთმინება ჰქონდა, ვიდრე საუკეთესოს მოწაფეთაგან. მოდით ვისწავლოთ, რომ არ უკუვაგდოთ, რომელიმე ქრისტეს მაძიებელი სული, თუნდაც ძალიან სუსტი იყოს. თუ იესო არ ტეხთა მოსუსტებულ ღეროს, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ისინი, ვისაც ქრისტესთან მოსვლა უნდათ, მარტივად მიხვდებიან ჩვენს მასთან არ მიშვების სურვილს. მითუმეტეს თუ ასეთი დამოკიდებულება იქნება „კარგი“ ადამიანებისგან, ვისაც ჰგონია, რომ იცის ქრისტეს აზრები სხვებზე უკეთ.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენი შვილები გვიწოდე და შენმა ძემ სიკვდილით შეიძინა ეს უფლება ჩვენი შვილებისა. გვასწავლე, რომ ეს პრივილეგია ყველა ბავშვში ჩავნერგოთ, ვისაც ველაპარაკებით ან ვისთანაც საქმე გვაქვს, რათა ყოველი ჩვენგანი მათთვის დაბრკოლება კი არა, გზის მიმცემი იყოს! უფალო, გთხოვთ, რომ აღძრა დედები და მასწავლებლები, ასწავლონ შვილებს სიბრძნით და სიწრფელით შენი წმინდა სახელი.

კითხვა:

  1. რატომ უნდა მივიდნენ ბავშვები ქრისტესთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 03:19 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)