Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 144 (Great Faith Shown by Humility)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

g) თავმდაბალი ქანაანელის დიდებული რწმენა (მათეიესო 15:21-28)


მათეიესო 15:21-28
21 გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22 და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: "შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”. 23 მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: "გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”. 24 მან კი უთხრა პასუხად: "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”. 25 მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!” 26 ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. 27 უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”. 28 მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
(მათე 8:10, 13; 10:5-6; მარკოზი 7:24-30; რომაელთა 15:8)

იუდეველი მთავრები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნენ, როდესაც ქრისტემ უსაყვედურა მათ, რომ მცნებებს აუკუღმართებენ და საკუთარ თავებს იტყუებენ. მათ იესოს წინააღდეგ აამხედრეს სინაგოგის მთავრები და უბრალო ერი. იესო უკუაგდეს და დაიწყეს მისი დევნა. თუკი აქამდე ხალხი აღშფოთებული იყო მისი სასწაულებით და პურის გამრავლებით მისი მადლით, ახლა თავიანთი მთავრების შიშით თანდათან ქრებოდნენ მისი გარემოცვიდან და იზიზღებდნენ მას.

ჩვენ ვკითხულობთ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ განდევნა იესომ გოგონასგან ეშმაკი. საკვირველია როგორ ექცეოდა ქრისტე უწმინდურ წარმართებს. მათთვის მას მოწყალების ნიჭი ჰქონდა. ქრისტე იყო წარმართებისთვის გამოცხადების შუქი (ლუკა 2:32). ის მოვიდა თავის ხალხთან, მაგრამ მათ არ მიიღეს (იოანე 1:11).

ვინც წინასწარ უარს ამბობს ქრისტეზე, მას არ აქვს წილი მასთან. იესომ თავისი ხალხი დატოვა რათა ემსახურონ კერპებს და წავიდა ლიბანში ცოდვილებთან. ფინიკიელებმა ირწმუნეს მისი, მაშინ როდესაც მისმა ხალხმა უარყო. გაუნათლებელმა ქალმა ირწმუნა მისი და მის ფერხთით დაეცა, სთხოვდა, რომ განეკურნა მისი შეპყრობილი ქალიშვილი. მას არაფერი უთქვამს. გადაწყვიტეს რა მოწაფეებმა, რომ ეს ქალბატონი თავისი ყვირილით აწუხებდა ქრისტეს, მისი გაგდება მოისურვეს.

შვილების პრობლემები მშობლებს ტანჯავს და ყველაზე მეტად მაშინ, როდესაც ისინი შეპყრობილები არიან. მშობლები რომლებიც შემწყნარებლები არიან გრძნობენ მათ სისხლსა და ხორცს ამ ტანჯვების დროს: ,,მას ეშმაკი აწვალებს, მაგრამ ის მაინც ჩემი ქალიშვილია“. როდესაც ჩვენი ნათესავები იტანჯებიან, ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ არ გვეხება ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მათდამი სიყვარული. ასეთმა უბედურებამ მიიყვანა ის ქალი ქრისტესთან.

ქრისტემ მას ზეციერი მამის მცნება აუხსნა. მამამ ის უპირველესად დაღუპულ ერთან გამოგზავნა - იუდევლებთან, რათა ეხსნა ისინი ცოდვისგან და სიცრუისგან.

თუმცა ქალი არ წყვეტდა ტირილს და არ შორდებოდა, რადგან სხვა იმედები ჰქონდა. დაეცა მის წინ, გზა გადაუღობა და აიძულა მოესმინა მისი ქალიშვილის განკურნების თხოვნის შესახებ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ქრისტეს ზებუნებრივი ძალის სჯეროდა. მისმა რწმენამ წარმოშვა მოქმედება - ქრისტეს კი შეეცოდა ის. მან გაწმინდა მისი რწმენა და მისცა შეეცნო მისი თავი ამ გამოცდაში. ღმერთის ნიჭები პირველ რიგში ღვთის ერისთვის იყო, ვინც მოსეს სწავლებას მიჰყვებოდა. ის რაც განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, არ უნდა ჰქონოდა ძაღლებს, მაგრამ მან თქვა, რომ ძაღლებიც კი აგროვებენ ნამცეცებს, რომელიც მაგიდიდან მიწაზე იყრება და მიიღო ის რაზეც ლოცულობდა!

ქრისტე ამდაბლებს მას, ვისაც სურს, რომ პატივი მიაგოს. უპირველესად უნდა მივხვდეთ, რომ არარაობანი ვართ და არ ვიმსახურებთ ღმერთის წყალობას. ქრისტე გვატარებს გამოცდებში, რათა გამოსცადოს ჩვენი რწმენა და შეგვეძლოს, როგორც ძველი აღთქმის იობს, განსაცდელიდან სუფთად გამოსვლა ოქროს მსგავსად.

ქალმა ძაღლთან დამამცირებელი შედარება მიიღო, რადგან სიყვარულით იყო ნათქვამი და აშკარად გამოხატავდა ყველა ადამიანის მდგომარეობას. ამ მორწმუნე ქალმა ქრისტეს გარეგანი სურვილის არ ქონა მისი შვილი განკურნებისა, გადალახა. იყავი ისეთივე თავმდაბალი, როგორც ეს ქალი ფინიკიდან, ჩათვალე უფლის წინაშე შენი თავი ცოდვილად და მაშინ შენ მიხვალ ჭეშმარიტების შემეცნებამდე და განიწმინდები.

ამ ქალმა როდესაც გაიარა ღმერთის შემოწმება თავმდაბლობაში და მტკიცედ დარჩა რწმენაში, იესომ უაღრესად დიდი პატივი მიაგო და ეს ქალბატონი იყო წარმართებში პირველი ნაყოფი. ქრისტემ ამას დიდებული რწმენა უწოდა. სწორედ ასეთ რწმენას შეუძლია მთების გადადგმა და განკურნების მიღება.

ამ ფინიკიელი ქალისგან ჩვენ ვსწავლობთ შეპყრობილებზე დაჟინებულ ლოცვას. დედას ისე უყვარდა თავისი შვილი, რომ გასწირა საკუთარი პატივისცემა და სიამაყე და ქრისტესგან პასუხი თავისი დაჟნებულობით მიიღო. ის ჩაეჭიდა ქრისტეს და არ უშვებდა მას, სანამ მისი ქალიშვილი არ განიკურნა. მისი რწმენა, სიყვარული და იმედი გასაოცარი იყო ქრისტესთვის და ისიც გამოეხმაურა მის საჭიროებას. ეს ნათლად მოწმობს იმის შესახებ, რომ ჩვენი ლოცვები მეგობრებსა და ნათესავებზე უსათუოდ მოსმენილი იქნება, თუკი ვილოცებთ დაჟინებით.

ზოგიერთი ურთიერთ წინააღმდეგობას ხედავს მათე და მარკოზის მონათხრობში. მათე უწოდებს ამ ქალს ქანაანელს, ხოლო მარკოზი ამბობს, რომ წარმართი იყო ფინიკიიდან.

საქმე იმაშია, რომ ტვიროსის და სიდონის მიწები ქანაანის მფლობელობაში იყო და ეწოდებოდა ქანაანი. ფინიკიელები კი იყვნენ ქანაანელების შთამომავლები. მთელი ქვეყანა ტვიროსთან ერთად სახელდებოდა, როგორც ფინიკი. ის ბერძნების მიერ დაპყრობილ იქნა ალექსანდრე მაკედონელის მმართველობისას. ქრისტეს დროს ის ბერძნული ქალაქები იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალიც წარმართი იყო. მის ერს მართავდა ბერძენი და შესაბამისად ხალხიც ბერძნულად საუბრობდა. წარმოშობით ფინიკიელი იყო, დაიბადა ამ ქალაქში, მაგრამ მისი შტო ქანაანიდან იყო.

ლოცვა: მართალო და მოწყალე ღმერთო, ვაღიარებ შენს წინაშე ჩემს სიამაყეს, რომელიც ხელს უშლის, შენი გადარჩენის სრულყოფილად განხორციელებას ჩემს ხალხში. გამანთავისუფლე ეგოიზმისგან, რათა გავაცნობიერო ჩემი უწმინდურობა. არასრულყოფილი ვარ. გამანთავისუფლე ბოროტებისგან, რათა გემსახურო მტკიცე რწმენით და ჩემი მეგობრებიც გადარჩნენ. მომეცი რწმენა ვილოცო იქამდე, სანამ ისინი არ გადარჩებიან.

კითხვა:

  1. რატომ ადარებდა იესო წარმართებს ძაღლებთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)