Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 127 (Jesus’ True Relatives)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

i) იესოს ნამდვილი მეგობრები (მათეიესო 12:46-50)


მათეიესო 12:46-50
46 როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 47 მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”. 48 მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?” 49 გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. 50 რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
(მათე 10:37; მარკოზი 3:31-35; ლუკა 2:49; 8:19-21; რომაელები 2:11; 8:29)

ქრისტემ ფარისევლებთან საუბარი შეწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ის უბრალო ადამიანებთან საუბრობდა, ვინც ფარისევლებისგან განსხვავებით, რომლებიც თავს მეცნიერებად თვლიდნენ, სწყუროდათ და მზად იყვნენ ესწავლათ.

იესოს დევნებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, იუდეველები აიძულებდნენ მის ნათესავებს, რომ ხელი შეეშალათ მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნიდან გაგდებით ემუქრებოდნენ. იესოს ძმები მოვიდნენ მასთან სალაპარაკოდ. სავარაუდოდ დედა მათთან ერთად მოვიდა, რათა კონფილქტი შეემსუბუქებინა. თუმცა ქრისტე თავის გადაწყვეტილებაში მყარი იყო. ის სახალხოდ განუდგა ოჯახს, თუმცა მათი სიყვარული არ შეუწყვეტია. აქ იესოს შორსმჭვრეტელობა შეგვიძლია დავინახოთ. მან თქვა, რომ აღარაა დაკავშირებული მის ფიზიკურ ოჯახთნ, ვინაიდან მისი კავშირი სულიწმინდასთან აღემატებოდა ყველა სხვა კავშირს. ისს მოწაფეებს, როგოც ღვთიურ ოჯახს ისე ექცეოდა. თავის დიდებაში არ ერიდებოდა მათთვის ძმები წოდების. როგორი პატივია ჩვენთვის, როდესაც იესო ახლობლებს გვიწოდებს. ლოცვაში იესო მიმართავს მამას სიტყვებით: „მამაო ჩვენო“, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, ჩვენც ღთვის შვილებად ვიქეცით. გწამს თუ არა, რომ იესო - შენი ძმაა? როგორ უხდი მადლობას ასეთი პრივილეგიისთვის? ქრისტემ ისეტი სიტყვები თქვა, რის გამოც გული აღფრთოვანებაში მოდის. მან ყველას ძმა უწოდა, ვინც მისი მამის ნება-სურვილს აღასრულებდა. მაგრამ რაში მდგოამრეობს ღმერთის ნება? მახარობელი იოანე ამბობს: „ ჩემი წარმომგზავნელის ნებაა, რომ ყოველმა ვინც იხილა ძე და ირწმუნა ის, ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე6:40).მოციქული პავლე ამას კიდევ ერთ განმარტებას ამატებს: „რადგან უფლის ნება თქვენი განწმენდაა“ (1თესალონიკეთა 4:3).

ქრისტეს არ უნდოდა საუბრის გაწყვეტა იმის გამო, რომ ოჯახი მოუვიდა. ის იმდენად იყო კონცეტრირებული თავის საქმეზე, არაფერს აძლევდა უფლებას მისთვის ხელი შეეშალა.“ვინ არის ჩემი დედა“ და ვინ არიან ჩემი ძმები?“ ის არ გვასწავლის აქ, რომ უსიყვარულოდ მოვეპყრათ ჩვენს ნათესავებს ან მშობლებს. ის ამბობს, რომ ყველაფერი მშვენიერია „თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:11) და ხდება ისეც, რომ მთავარი ვალის გამო, გვიწევს მსხვერპლად გავიღოდ მეორეხარისხოვანი. როდესაც ადამიანებთან ურთიერთობები დგება ჩვენსა და ღმერთს შორის, როდესაც ახლობლები ხელს გვიშლიან ვემსახუროთ ღმერთს, მაშინ ჩვენს მაამს უნდა ვუთხრათ, როგორც ლევიმ: „მე არ ვუყურებ მათ“ (მეორე რჯული 33:9). ხდება ისეც, რომ ქრისტეს სიყვარული გვაიძულებს უარი ვთქვათ ახლობლებთან ურთიერთობაზე. ჩვენი მოვალეობა უფლის წინაშე, ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.

ვერავინ აღასრულებს თავად უფლის ნებად, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი გაუტოლდება ღმერთს. ჩვენ მის ნებას ვასრულებთ, როდესაც მისი სისხლი გვწმენდს და გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ წმინდა ცხოვრებით, ქრისტეს და მისი ძეობის რწმენით.

მოწაფეები, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს და გაყვნენ მას სწავლებაში, უფრო ახლობლები გახდნენ მისთვის, ვიდრე მისი დედა და ძმები. და ქრისტეც უფრო მნიშვნელოვანი გახდა მათ ცხოვრებაში, ვიდრე სხვები. მათ მამები მიატოვეს. ამის ჯილდოდ კი ქრისტემ ისინი უხვად დააჯილდოვა თავისი სიყვარულით და საკუთარ ნათესავებზე მაღლა დააყენა. სინამდვილეში კი მისგნა ასგზის პატივი მიიღეს (მათე 19:29).

ყველა მორჩილი მორწმუნე - ქრისტეს ახლობელია. ისინი მის ხატებას ატარებენ, მისი ბუნების თანაზიარნი არიან და ცხადია მისი ოჯახის ნაწილებიც ხდებიან. მას უყვარს ისინი და თავისუფლად ურთიერთობს მათთან, როგორც ნათესავებთან. იწვევს მათ და მზრუნველობას იჩენს მათდამი, ყველაფერი აუცილებლით ეხმარება. როდესაც მოკვდა, დიდებული მემკვიდრეობა დაურობა. ახლა ზეცაშია და აქვს კავშირი მათთან და საბოლოოდ მათ წაიყვანს თავისთან. უეჭველად აღასრულებს თავის დაპირებულს და მიიღებს მათ, როგორც ერთგული მხსნელი (რუთი 3:13). მას არ შერცხვება თავისი ღარიბი ნათესავების, არამედ გახსნილად აღიარებს მათ ანგელოზთა და მამის წინაშე.

ლოცვა: მამაო, ჩვენ ვერ ვამბობთ შენ სახელს შიშისა და მადლიერების გარეშე. დაგვეხმარე შენი სულიერი ოჯახი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დაგვეხმარე რომ არ განვდგეთ, არ გავექცეთ შენს ღვთაებრიობას და აღვასრულოთ შენი ნება!

კითხვა:

  1. რა სხვაობაა ოჯახისგან განდგომილსა და ღმერთის ოჯახის წევრს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 11, 2023, at 03:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)