Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 128 (Parable of the Sower)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

a) იგავი მთესველზე (მათეიესო 13:1-23)


მათეიესო 13:1-9
1 იმავე დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და ზღვის პირას დაჯდა. 2 და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. 3 მრავლად ელაპარაკა მათ იგავებით და ეუბნებოდა: "აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4 თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. 5 ზოგი ქვიან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალევე აღმოცენდა, ვინაიდან სიღრმე არ ჰქონდა ნიადაგს. 6 ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო ისინი. 8 სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9 ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!”
(მარკოზი 4:1-9; ლუკა 8:4-8)

მახარობელმა მათემ თავის სახარებაში ქრისტეს ქადაგების მშვენიერი სტილი გადმოგვცა ამ კონკრეტული მაგალითის განხილვით. 5-7 თავებში მან სულიერი სამეფოს კონსტიტუცია ახსნა, მე-10-ე თავში ჩვენ დაგვავალა ამ სულიერი სამეფოს გავრცელება. ახლა კი მე13-ე თავში ის ამ სამეფოს ზრდის საიდუმლო სიღრმეებს გვიყვება. ეს მიზეზები ქრისტეს პასუხი იყო ვისაც გული ჰქონდა გაქვავებული მისი და ზეციერი მამის მიმართ.

იესომ თავისი სწავლება განსაკუთრებული გახადა საოცარი იგავების მეშვეობით. იგავების განხილვა ღრმა უნდა ყოფილიყო. მტრებისთვის იგავების აზრი ხშირად დაფარული რჩებოდა, თავისებს კი ქრისტე უხსნიდა თუ რას ისწავლიდა ისინი. იგავებს ქრისტე უცაბედ განმარტებას არ აძლევდა. თავდაპირველად საერთო პრინციპებს უსვამდა ხაზს და მხოლოდ რამდენიმე დროის შემდეგ ნმარტავდა ყველა დეტალს.

სიტყვა იგავი არის ალეგორიული გამონათქვამი, რომელშიც სწავლება დევს. სახარების იგავები კი არის შედარება, რომელშიც სულიერი და ზეციური საიდუმლოებებია აღწერილი უბრალო ენაზე. ასეთი სწავლების ფორმა არა მხოლოდ იუდეველ რაბინებში იყო გავრცელებული, არამედ არაბებსა და აღმოსავლეთის ბრძენებშიც. მასში ერთდროულად იყო სასიამოვნო და სასარგებლო. იგავების დახმარებით ჩვენი მხსნელი თავისი მსმენელის დონეზე დადიოდა და მიმართავდა მათ, მათთვის გასაგებ ენაზე.

კაპერნაუმში დიდძალი ხალხი მოგროვდა და ქრისტეს ნავით ზღვაში შეცურვა მოუწია, რათა ყველას შესძლებოდა მისი დანახვა და მოსმენა. მოწაფეები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ - მათ შეეძლოთ იგავების კომენტარების მოსმენა. ამ გზით უფალი ამზადებდა თვის მოწაფეებს სამოციქულო მსახურებისთვის, სამომავლო მახარებლობისთვის.

ვინც ისმენს მის სიტყვებს და არ ასრულებს, მოწოდებისა და სულიწმინდის სურვილის მიუხედავად - მას აღარ მიეცემა მეტჯერ მოსმენის შანსი. ასეთი ადამიანი თანდათანობით დაკარგავს სულიერ სმენას, მოშორდება წმინდანების კრებულს და მრავალ ცოდვაში ჩავარდება, რადგან განზრახ ამოირჩია ურჩობა. წყვდიადი სულ უფრო დაამახინჯებს მას და საბოლოოდ ის უარყოფს მხსნელს და შეიძულებს კიდეც მას. ვისაც არ უნდა გაუხსნას თავისი გული ღმერთის სულს და მიყვეს მის მოწოდებას, ის თანდათანობით ბოროტი სულით აღივსება, მასში ბოლო იმედიც ჩაქრება, რომ ეკუთვნოდეს ქრისტეს. ვისაც ყურები სასმენად აქვს, ისმინოს!

შენ სულიერი განვითარების რომელ სტადიაზე ხარ? შენი გზებით ზეცაში ადიხარ თუ ქვესკნელისკენ ადგავ ნაბიჯებს? ქრისტეს უყვარხარ, ცოდვების მიუხედავად. ის მოგიწოდებს პირადად მიიღო მისი მსხვერპლი. ჩვენ გთხოვთ იესოს სახელით: „მიდი მასთან, მას ხომ უყვარხარ, გეძახის, უნდა განგკურნოს და აქვს ძალაუფლება სამუდამოდ დაგიხსნას!“

ლოცვა: მამაო, შენ იცი ჩემი გული. მაპატიე გულის გაქვავება შენი სიყვარულის მიმართ. მომეცი სიყვარული შენი სიტყივისადმი, რათა შემეძლოს მოვისმინო სახარება და გავიზარდო სულიერად, რათა ყოველთვის შენ ძეს გავყვე პირობების გარშე, არასდროს ვაქციო მას ზურგი, არამედ მივეწებო. მინდა მისი ძალით შევიმოსო და განვიწმინდო მის დიდებაში, როგორც ყველა, ვისაც სურს გამუდმებით ესმოდეს შენი საუბრები!

კითხვა:

  1. დაწერე სულიერი ზრდისა და დაცემის წესი, შემდგომ განმარტე ის.

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)