Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 122 (Blasphemy Against the Holy Spirit)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

g) სულიწმინდის გმობა (მათეიესო 12:22-37)


მათეიესო 12:25-30
25 იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს. 26 თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27 თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი. 28 მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო. 29 ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს. 30 ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
(ესაია 49:24; მარკოზი 9:40; 1იოანე 3:8)

ქრისტემ იცის ყველაფერი, რაზეც ოდესმე გვიფიქრია. ის ცდილობდა თავისი მტრებისთვის აეხსნა, რომ ბრალდება ეშმაკეულების მთავართან მოლაპარაკებაზე - უსაფუძვლო ტყუილია. მან ოთხი არგუმენტი მოიყვანა, რათა ისინი ლოგიკურად დაერწმუნებინა ამაში. ქრისტე არ უკუაგდებდა, არ წყევლიდა მათ და არ სძულდა ისინი. ის მათთან შესახვედრად მიდიოდა, რათა თვალეიბი აეხილა მათთვის.

ქრისტემ ნათელი და მკაფიო პასუხი გასცა ფარისევლებს ამ ბრალდებაზე, არგუმენტებით აიძულა მის მიმართ ყველა ბრალდება მოეხსნათ, სანამ ცეცხლით გააკეთებდა ამას. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ამხელს ქრისტე მათი აზრების აბსურდულობას. ძალიან გასაკვირი იქნებოდა, ეშმაკი რომ მსგავსი გზით იდევნებოდეს ადამიანისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ „თავის თავში მოხდა გაყოფა“. ეს კი სრულიად წარმოუდგენელია ეშაკის სიამაყის ფონზე.

აქ ქრისტე გვეუბნება, რომ ყველა საზოგადოებაში ნგრევა დაყოფების შედეგად მოდის. „ყოველი სამეფო, რომელიც თავის თავში გაიყოფა, ნგრევისთვისაა განწირული“. უმეტესად სწორედ ასეთ დაყოფებს მოაქვთ ნგრევა. როდესაც ვიყოფით, მტრისთვის მსუბუქი ლუკმა ვართ. როგორც წერია: „მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ“ (გალატელთა 5:15).

ქრისტე ამბობდა, რომ გაყოფილი სახლი - დაინგრევა და რომ ეშმაკი - ეშმაკს არ დევნის. ის ახსენებდა მათ, რომ როდესაც სხვები ეშმაკეულებს უფლის სულით დევნიდნენ, ეშმაკი ამაში მათ არ ეხმარებოდა.

ქრისტემ ამითი გვაჩვენა, რომ აქვს ძალაუფლება უწმინდურ სულებზე და მათ მთავრებზე ძლიერია. თქვა, რომ თავად ეს ეშაკების განდევნის ფაქტი უფლის სულით მეტყველებს ცათა სამეფოს მოახლოებაზე. ვისაც გონება აქვს, ის მიხვდება და ვინც უკვე ხვდება, მას შეუძლია დარწმუნებულიც იყოს. თუმცა ფარისევლები ბოროტი სულით შეპყრობილები იყვნენ და გული ჰქონდათ გაქვავებული მხსნელის მიმართ. ამიტომაც ვერ გაიგეს ქრისტეს სიტყვები და ვერ მიიღეს ვერც მისი გადარჩენა და ვერც მისი წყალობა.

ჯოჯოხეთის ყველა სული ერთნაირია იმისდამიუხედავად, რომ თავიდან შეიძლება ევროპის, აზიის ან აფრიკის სული მოგვეჩვენოს სხვადასხვაგვარი. ცხადია მათ სხვადასხვაგვარად შეუძლიათ ერის გარყვნა ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში. ზოგიერთი ეშმაკური სწავლება და სექტა უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ ერთობლივად მაინც ახერხებენ მილიონობით ადამიანის ცხოვრების დანგრევას და მათი ყურადღების გადატანას ვერცხლმოყვარეობაზე.ყველა ეს სისაძაგლე ერთ მიზანს ემსახურება - ხალხის გულების გაქვავებას უფლის სულის მიმართ და მათი სინდისის დაღუპვას.

მახარობელმა იოანემ ნახა ხილვაში ეშმაკი დრაკონის სხეულში, რომელსაც შვიდი თავი ჰქონდა და ყოველი მათგანი წარმოთქვამდა სხვადასხვა სახის ტყუილს. ამასთანავე ეს შვიდი თავი ერტმანეთთან თანხმობაში იყვნენ და ერთობლივად მიდიოდნენ იესოს წინააღმდეგ (გამოცხადება 12:3; 13:4). სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ეძებს განკურნებას ბოროტ ძალებთან კავშირით. ეს არანაირ სარგებელს არ მოუტანს მათ და არც მათ ახლობლებს. სულებთან კონტაქტი ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ართმევს. პირიქით, ვინც მიმართავს ჯადოქრებს, შეპყრობილებს და მისნებს, ის მეტად იღუპავს თავის თავს და ამ ყველაფრის მონა ხდება.

ქრისტე უფლის სულით კრავს ყველა ჯოჯოხეთის სულს შეპყრობილში და დევნი მათ. დიდება ღმერთს, რომ არსებობს ძალა, რომელიც სხვა ძალებს და ცრუსწავლებას აღემატება. ეს დიდებული ძალაა - მამაღმერთის და სულიწმინდის ძალა და ის ადიდებს ქრისტეს და მის სისხლს. ეს წმინდა სული გვიდასტურებს, რომ მხსნელმა იესომ ჯვარზე გაიმარჯვა ყველა ეშმაკზე და მის მიმდევრებზე. ქრისტე - ერთადერთი გამარჯვებულია და ვინც მას ეკუთვნის, ის საუკუნოდ განთავისუფლებულია ცოდვისა და ჯოჯოხეთის ბრალდებებისგან. შეპყრობილის განკურნება - ცატა სამეფოს მოახლოებას ნიშნავდა,

ქრისტეს ძალაუფლება აღემატება ჩვენ გაგებას. ის დღეს მეფობს ზეცაში და მიწაზე, აძლევს გადარჩენას ცალკეულ ადამიანებს დედამიწის ყველა კუნჭულში. ირწმუნე, რომ ქრისტემ გაიმარჯვა ყველა ბოროტ სულზე შენს ერში, რომ ის ანთავისუფლებს მონობიდან მრავალ ადამიანს, იცავს მათ ეგოიზმისგან, მრუშობისგან, ფანატიზმისა და სიმაყაისგან, რათ ისინი დაემორჩილონ მას სიხარულითა და მშვიდობით.

ქრისტეს სახარებამ უნდა დაანგრიოს ეშმაკის სახლი. ქრისტე მოვიდა, როგორც მხსნელი, რათა ადამიანები „წყვდიადიდან სინათლისკენ წამოიყვანოს“, ცოდვისგან სიწმინდეში, ამ ქვეყნიერებიდან კი ცათა სამეფოში, „ეშმაკის ძალაუფლებიდან ღმერთში“ (საქმეები 26:18).

ამ ჩანაფიქრთან შესაბამისად, ქრისტე ბოჭავდა ეშმაკს ყოველ ჯერზე, როდესაც ეშაკეულებს კურნავდა თავისი სიტყვით. მან ეშმაკს ხელიდან გამოსტაცა ხმალი, რათ დააკრგინოს მას ძალაუფლება. ის გვასწავლის თუ როგორ უნდა გვესმოდეს მისი სასწაულები. გვიჩენებდა როგორ მარტივად დევნიდა ეშმაკებს ადამიანებისგან, ქრისტე მოუწოდებდა ყველა მორწმუნეს დაიმედებულიყვნენ მის სიძლიერეზე და სიყვარულის ძალაუფლებაზე, რომელსაც შეეძლო ამ ყველაფრის მოხდენა. როდესაც ადამიანები კერპების თაყვანისცემიდან გადავიდნენ ცოცხალ ღმერთთან მობრუნებაზე და ცოდვილებიდან გარდაიქმნებოდნენ წმინდანებად, ამ დროს ქრისტე ეშმაკის სახლს ქურდავდა. ამას ახლაც აკეთებს და გააგრძელებს კიდეც მომავალში, რათა ეშმაკის სახლი საბოლოოდ დაიცალოს ადამიანებისგან.

ამ „წმინდა ომში“ კარგად ჩანს, რომ ეშმაკის სამეფოს წინაშე ვერავინ გამოავლენს ნეიტრალურ პოზიციას. „ვინც თქვენს წინააღმდეგ არაა, ის თქვენიანია“. როდესაც მოდის გაურკვევლობები მორწმუნეებს შორის, ქრისტე გვასწავლის, რომ ამის გამო არ ვეომოთ ერთმანეთს, არამედ ვესწრაფოთ მშვიდობას მათთან, ვინც „თქვენ წინააღმდეგ არაა“, რათა ერთ სულში ვიყოთ მათთან (ლუკა 9:50). ვინც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს ქრისტესა და ეშმაკის წინაშე, მას გამართლება არ აქვს. ვინც მთელი გულით არ დადგება ქრისტეს მხარეს, ის უნებლიედ მისი მოწინააღმდეგე აღმოჩნდება. ქრისტეს საქმეებისადმი გულგრილად მყოფი ადამიანი - მისი მტერია.

იღებ თუ არა მონაწილეობას ამ ბრძოლაში შენი რწმენით, ლოცვით, ფულით, ძალებითა და ნებით? დგახარ თუ არა ქრისტეს მხარეზე თუ მის წინააღმდეგ ხარ? ვინც არ იღებს მონაწილეობას მასთან ამ კეთილ ბრძოლაში, ის მისი მტერი აღმოჩნდება და დაღუპვის გზა დაადგება. ხოლო ვინც იბრძვის ამ სულიერ ბრძოლაში, მან უპირველესად უნდა აღიაროს თავისი ცოდვები უფლის წინაშე, იცხოვროს მისი სისხლის დაცვის ქვეშ და მოიქცეს თვინიერად. ამ შემთხვევაში ბოროტს არ ექნება მასზე ძალაუფლება.

ლოცვა: გადიდებთ წმინდაო ღმერთო, რადგან შენმა ძემ იეზეიმა ეშმაკზე. ახლა სულიწმინდა ანთავისუფლებს ადამიანებს ეშმაკისგან, ცოდვებისა და სიბრმავისგან. გვჯერა ქრისტეს გამარჯვების ჩვენ შორის, ვხარობთ მისი ტრიუმფით და მადლობას გიხდით, რომ უწინ სიცრუის მონები, ახლა თავისუფლებაში ცხოვრობენ. მათში ჩნდება რწმენა, რომელიც სიყვარულზე, ჯვარზე და მსხვერპლეა დაფუძნებული.

კითხვა:

  1. რა გაიგე ჯოჯოხეთსა და ქრისტეს გამარჯვებაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)