Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 107 (Division)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

d) განხეთქილება სახარების ქადაგების გამო (მათეიესო 10:34-39)


მათეიესო 10:34
34 ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
(მიქა 7:6; ლუკა 12:51-53)

იესო არის ქვეყნიერების მეფე, მისი მიმდევრები კი მშვიდობის მყოფელნი. სახარებაში სიტყვა ,,მშვიდობა“ დაახლოებით 100-ჯერ გვხვდება. რატომ წერია აქ, რომ მახვილის მოსატანად მოვიდა და არა მშვიდობის, აი რატომაც:

პირველი, ყველა ვინც ბრძოლაშია ცოდვასთან კვდება საკუთარი თავისთვის, რადგან უარყოფს მას. ვერ ემსახურები ერთდროულად სხვებს და საკუთარ თავს ან შეიძულებ ღმერთს და საკუთარ თავს მიეცემი ან შეიყვარებ ღმერთს და საკუთარ თავს უარყოფ. იესოს სურს შენი ნების მობილიზირება, რათა მიიღო გადაწყვეტილება ცოდვების დატოვებისა, უფლის ძალით.

მეორე, იესოს მიერ ხმლის ტარება არ ნიშნავს მტრებთან ბრძოლას, რადგანაც თავად ქრისტეს არც ერთხელ არ აუღია მახვილი და არ დაუღვრია სხვისი სისხლი. მოციქულთა საქმეების წიგნში, ღვთის სამეფოს ჯარისკაცების ბრძოლაზე იუდევლებთან ან წარმართებთან, არაფერი წერია, რადგანაც ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ეს ისტორიული წიგნი გვეუბნება, რომ ქვეყნიერების ძლიერნი იყენებდნენ მახვილს, ეკლესიის წევრების წინააღმდეგ, რათა რელიგიური ადამიანები დაეკმაყოფილებინათ.

ქრისტე არ აძლევდა ვინმეს მოკვლის ნებას. ჩვენი რელიგია ხმლის ძალაზე კი არ დგას, არამედ პატიებასა და სიყვარულზე. ყველა ქრისტიანი ვინც ამ პრინციპს დაარღვევს, განიკითხება. იესო არ გაურბოდა ბრძოლას, არამედ ამზადებდა მოწაფეებს, ბოროტ სულებთან შეჯახებისთვის. მოციქული პავლე წერდა, რომ შევხედოთ არა ბოროტების კარიბჭეებს, არამედ სიყვარულს (ეფესელთა 6:16; რომაელთა 12:21). ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, რომ საბოლოოდ დაამსხვრიოს ეს სიმაგრეები, რადგან ისინი დიდ ბოროტებას და ტანჯვას აყენებენ ადამიანებს.

ერთხელაც ერთმა არტისტმა, დაცინვის მიზნით მოიწვია უდიდესი მქადაგებელი ჩარლზ სპერჯენი, ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერაზე, რომელიც გარყვნილებაზე იყო. მსახური დათანხმდა და მწყემსის კოსტუმით წარსდგა თეატრში. როდესაც გახსნის ცერემონიალი დაიწყო, მწყემსი ადგა და მიმართა ხალხს: ,,ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ დამპატიჟეთ მიმეღო მონაწილეობა ამ გახსნის ცერემონიალში და მე მივიღე ის და მომეცით იმის უფლება, რომ ეს კრება ლოცვით დავიწყო“. ყველა გაოცდა, თუმცა მწყემსა მათ ყურადღება არ მიაქცია და დაიწყო ლოცვა: “უფალო შენ ყველგან ხარ და შენ ხედავ ამ ადამიანებს და იცი, რისი გაკეთება სურთ, გთხოვ მოდი შენი ძალით და შეაჩერე ეს სიგიჟე, რათა არ განავრცონ ეს ცოდვა და გარყვნილება ჩვენს ახალგაზრდებში“. დაასრულა რა ლოცვა, დიდი ხმით თქვა ,,ამინ, უფალო“. სპერჯინი დაემშვიდობა ყველას და წავიდა.

ერთ წელში ამ თეატრის ხელმძღვანელებს შორის დავა მოხდა, რის შედეგადაც თეატრი დაიხურა და მსგავს სპექტაკლებს აღარ თამაშობდნენ.

როგორ შორს არიან დღევანდელი მქადაგებლები სპერჯინისგან. თუთსაც არ გაანძრევენ, რომ შეეწინააღმდეგონ, რაიმე გარყვნილურ პროგრამებს ტელევიზიში და თუნდაც პორნოგრაფიულ ფილმებს. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი მონაწილეობს ამ ცერემონიებში და თავს მოდერნიზირებით იმართლებენ. თითქოსდა ავიწყდებათ თავიანთი როლი, რომელიც უფალმა მათ დააკისრა და თქვა: ,, თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.“ (მათე 5:13).

იესოს სწავლებები ძირითადად მიმართული იყო თავისი მოწაფეების განსწავლისკენ, რათა პასუხებით მოეგერიებინათ მტრების თავდასხმა. ქრისტესთვის ხმალი, მხოლოდ ბოროტ ძალებთან ბრძოლა იყო.

იუდეველები ფიქრობდნენ, რომ ქრისტე მოვიდა, რათა ყველას მისცეს სიმდიდრე, დიდება და ძალაუფლება, მაგრამ ქრისტე პასუხობდა მათ ,,მე მოვედი არა იმისთვის, რომ მოგცეთ მიწიური მშვიდობა, არამედ ზეციური“. ქრისტე მოვიდა, რათა მოგვცეს მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა საკუთარ სინდისთან, და-ძმებთან, მაგრამ თქვა: ,,გექნებათ გლოვა და ჭირი“.

მათეიესო 10:35-37
35 რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან. 36 კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან. 37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
(მეორე რჯული 13:7-12; 33:9; ლუკა 14:26-27)

იესო იცნობს მათ, ვინც მას ღებულობს და ეწებება და ცდილობს გაანთავისუფლოს ისინი თვისებებისგან, როგორიც არის სიამაყე და დააშოროს თავის ბუდეს ან იმ ცივილიზაციისაგან, რომელიც მეფობს მათ ერში. მან იცის, რომ სისხლით კავშირი ადამიანებისთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა დანარჩენი. ტრადიციები, რელიგია და ნათესავები არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას, რომ გაყვნენ ქრისტეს, ვინაიდან ადამიანები არჩევენ იცცხოვრონ უწმინდურებასა და სიცრუეში და არ შურთ აღორძინება ქრისტეში.

სუსტი სქესი მიიღებს მონაწილეობას დევნებში. დედები აღდგებიან მორწმუნე ქალიშვილების წინააღდეგ, თუმცა ჩანს თიტქოს ბუნებრივმა სიყვარულმა და ოჯახის პასუხისმგებლობამ, მალე უნდა მოაგვაროს უთანხმოება და არ დაუშვას საქმე მივიდეს სასამართლომდე, ოჯახის გაყოფვისთვის. გასაკვირი არ არის, რომ რძალი დედამთილის წინააღმდეგ გამოვა, რადგან მათში ეს ურთიერთობები ისედაც ხშირად დაძაბულია და ნებისმიერმა მცირე მიზეზმა, შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების მტრები მათი ოჯახის წევრებიც არიან. ყველაზე ახლო მეგობრები გამოდიან მათ წინააღმდეგ, ვინც მიიღო ქრისტიანობა, მითუმეტეს თუ ეს დევნის დროს განახორციელა - ამ დროს შენი ოჯახი შეიძლება დადგეს მდევნელების მხარეს.

იესო ცათა-სამეფოს გავრცელების ქადაგებაში ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი ტანჯვა, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ოჯახთან განშორება ქრისტეს სახელის გამო. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ვიყოთ ღმერთის ოჯახის წევრები, ვიდრე დავრჩეთ ჩვენს მიწიურ ოჯახში. როდესაც მშობლები და მეზობლები ხელს გვიშლიან იესოს გაყოლაში, უნდა მოუსმინო ღმერთს და არა ადამიანებს, ვინაიდან ვერ მოუსმენ მათ ვინც ეწინააღმდეგება შემომქმედს. ზოგჯერ მშობლები იტანჯებიან, თავიანთი შვილების გამო და მათი მტრების მხარეს დგებიან, თუმცა ღვთის სიყვარული ყველა ჩვენს გრძნობას ფარავს.

ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის, ვინც ასეთ განსაცდელებს გადის, მხარი დავუჭიროთ მათ და ვიყოთ მათ გვერდით ყველა ცხოვრებისეულ მომენტში, რადგან ჩვენ მათთვის ოჯახად ვიქეცით, როდესაც ნათესავებმა ისინი გამოაგდეს.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით, რომ გიყვარს ყველა ადამიანი, განსაკუთრებულად დევნილნი და შენი რწმენისთვის განაწყენებულნი. შენ მათი სულიერი მამა ხარ. მიეცი მათ სიბრძნე ნათესავებთან ურთიერთობაში, რათა გამოიჩინონ თავმდაბლობა, მოემსახურონ მათ და სულიწმიდის მმართველობის ქვეშ იცხოვრონ მათთან ერთად. გაუხსენი შენს დევნილ შვილებს კარები, რათა ქონდეს შენს სულიერ ოჯახთან ურთიერთობა, იყოთ სიყვარულსა და წმინდანებთან დაცულ ურთიერთობაში.

კითხვა:

  1. როგორ უნდა მოექცეს ოჯახს ახალმოქცეული, თუკი ოჯახი მას დევნის ქრისტეს გამო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:37 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)