Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 083 (The Centurion’s Servant)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

2. რომის ასისთავის მონის განკურნება (მათეიესო 8:5-13)


მათეიესო 8:5-13
5 კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. 6 უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”. 7 იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”. 8 ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. 9 ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”. 10 ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. 11 ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. 12 ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”. 13 უთხრა იესომ ასისთავს: "წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
(მარკოზი 6:6; ლუკა 7:1-10; 13:28-29; იოანე 4:46-53)

იუდევლური წეს-ჩვეულებებით წარმართები ისეთივე უწმინდურები არიან, როგორც კეთროვნები. განკურნა რა ქრისტემ ასისთავის მონა, მოსეს რჯულის რთული განმარტებების წინააღმდეგ გამოვიდა. მან მთელი ერის წინაშე მიიღო რომაელი ჯარის წარმომადგენელი, რომელმაც მისი ქვეყანა დაიპყრო. ქრისტეს ამ საქციელმა გვაჩვენა, რომ სახარება არ არის შემოსაზღვრული იუდეველებით, არამედ ყველა წარმართს ეკუთვნის.

ეს ასისთავი კაპერნაუმში ოკუპანტი რომაელების ყველაზე დიდი წარმომადგენელი იყო. ის მივიდა იესოსთან - მკურნალთან და სთხოვა მას მისი მონის განკურნება. მან მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რომ უღირსია: ,,მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე“, ის შეეგუა იუდევლურ ტრადიციებს და აღიარა თავი უღირსად, რათა იესო მისულიყო მის სახლში, წარმართთან. მას არ სურდა იესოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იყო ბრძენი და ჰუმანური, პატივცემდა იუდეველთა წესებს, რასაც რომაელები უარყოფდნენ. ამასთანავე ის თავის მონას, როგორც შვილს ისე ექცეოდა, რაც მის თავმდაბლობაზე, სიყვარულსა და მონების მიმართ მზრუნველურ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.

თუმცა ის იყო რომაული ასისთავი და მისი იუდევლებს შორის ყოფნა დაკავშირებული იყო რომაულ უღელთან, ქრისტემ - ,,იუდეველთა მეფე“ - პატივი მიაგო მას. ამითი ის კიდევ ერთხელ გვასწავლის მოვექცეთ ყველა მტერს კეთილად და ნაციონალურ დაპირისპირებასა და მტრობას არ მივცეთ ადგილი. ეს ასისთავი წარმართი იყო, თუმცა ქრისტე მას ღიად ხვდება და აკმაყოფილებს მის სურვილს.

ამასთანავე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ასისთავს სწამდა ქრისტეს ძალაუფლების ავადმყოფობაზე. მას სწამდა, რომ ქრისტე უბრძანებს სულებს და ავადმყოფობას, როგორც მეთაური უბრძანებს თავის ჯარისკაცებს და ისინიც შეასრულებენ ყველა მის ბრანებას. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა ასისთავი იესოს და აგროვებდა მისი სწავლებების და საქმეების შესახებ ცნობას, მით მეტად სწამდა ნაზარეველის ძალაუფლების სულებზე, ეშმაკეულებსა და ავადმყოფობაზე. მან იცოდა, რომ იესოს სიტყვებს აქვს ძალა და აუცილებელი სულაც არ არის სახლში შესვლა ავადმყოფის განსაკურნებლად. მას შეეძლო შორიდან ეთქვა სიტყვა და ის ასრულდებოდა, ვინაიდან ყველა ზეციური ძალაუფლება მის ხელთ იყო.

ქრისტე კმაყოფილი იყო ასეთი დიდებული რწმენით, რომელიც მან ვერ მოძებნა ვერც მის მოწაფეებში და მთლიან ერშიც კი. მოდით ავიღოთ ამ მეთაურისგან მაგალითი, დავმდაბლდეთ, შევიყვაროთ ჩვენი მონები და თავები უღირსებად ჩავთვალოთ, რათა ქრისტე შემოვიდეს ჩვენს სახლში. ამავდროულად გვწამდეს, რომ იესოს ვუყვარვართ და მას სურს ჩვენი დახმარება. მიუძღვენი მას თავი და დავინახავთ მისი ზეციერი ძალების მოქმედებას ჩვენი მეგობრების და ჩვენს ცხოვრებაში. იესო ამოწმებდა ადამიანებთან სამუდამო გადარჩენაზე და მასთან მიმსვლელების განკურნებას. ის ამბობდა, რომ ზეცაში ღმერთის თანდასწრებაში აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად მამის მარჯვნივ დაჯდება, ხოლო ვისაც არ სწამს ქრისტეს ძალის ისინი გადაგდებულნი იქნებიან, სადაც არანაირი იმედი აღარ არის, რათა არ მიიღეს ქრისტეს სიყვარული.

მონა პარალიზებული იყო და ვერ მუშაობდა. ის თავისი ბატონისთვის ზედმეტ ტვირთად იქცა, მაგრამ ბატონმა არ უკუაგდო ის ავადმყოფობის ჟამს არ დატოვა ყურადღების გარეშე, არამედ ცდილობდა სხვადასხვა გზებით მის განკურნებას. ახლა კი როცა მონას აღარაფრის კეთება აღარ შეეძლო მისი ბატონისთვის, ბატონი ცდილობდა გაეკეთებინა მისთვის რაიმე. ასისთავის მონები მას გულმოდგინედ უსმენდნენ და ჩვენ ვხედავთ კიდეც ამ მორჩილების მიზეზს - მათი ბატონი ძალიან კარგად ექცეოდა მათ. ჩვენ არ უნდა შევლახოთ ჩვენი მონების უფლებები, როდესაც გვეკამათებიან და არც მაშინ, როდესაც ღმერთი ებრძვის მათ. ჩვენ ერთ ხატებად ვართ შექმნილნი, ღმერთის ერთი ხელით და ღმერთის წინაშე ყველა თანაბრად ვდგავართ.

ასისთავმა არ მიმართა დასახმარებლად ჯადქარს ან ასტოლოგს, არამედ მივიდა ქრისტესთან. პარალიჩი უმეტესად არ ექვემდებარება ექიმებისგან მკურნალობას. ის რომ ქრისტესთან მივიდა, მიგვითითებს მის უდიდეს რწმენას, მისი ძალის და ძალაუფლების მიმართ. რჯულის ღვთისმოშიშობით დაცვა არ აძლევს ურწმუნოებს ხსნას. საუკუნო ხსნა იესოსადმი მიძღვნით ხდება. იესომ მაშინვე განკურნა ასისთავის მონა, მანძილის მიუხედავად. ქრისტე არ არის შებოჭილი დროითა და სივრცით. ის მსოფლიოს უფალია და დღესაც შეუძლია ჩვენი ხსნა განკურნება და გაწმენდა, რადგანაც ზის მამის მარჯვნივ ტახტზე, ელოდება როდის მივალთ მასთან რწმენით და ვთხოვთ განკურნოს ჩვენი ახლობლები. ის მაშინვე უპასუხებს ჩვენს ლოცვებს, თავისი დიდებული სიყვარულით.

მრავალი იუდეველი, ვინც თავს სამეფოს შვილად აღიქვამს ურწმუნოებაშია და ამიტომაც ღმერთის ეკლესიას ჩამოშორებულები იქნებიან. ,,სამეფოს ძეები“, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ ძეები ჰქვიათ, თუმცა შეუძლიათ წამებში დაკარგონ სამეფო. იმ დიდებულ დღეს მათ არაფერი უშველით,ა რც იუდევლობა, არც ქრისტიანობა და არც ის, რომ სამეფოს ძეები ერქვათ, ვინაიდან იქნებიან განკითხულნი თავისი სახელით და ცხოვრებით. ,,... ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ...“ (გალატელთა 4:7), ზოგიერთი კი მხოლოდ ჰგავს ძეს. ძე, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, შეიძლება ოჯახის ძე არ იყოს. თუკი შენ მორწმუნეების ოჯახში დაიბადე, რათქმაუნდა ეს გარკვეულ სულიერ კურთხევას გაძლევს, თუმცა თუ მხოლოდ ამაზე დაიმედდები და არაფრით დაამტკიცებ, რომ სინამდვილეში ზეცის შვილი ხარ, შენც გადაგდებული იქნები.

მათეს 8:5-13-ში ჩვენ ვხედავთ, რომ ასისთავი მიდის ქრისტესთან და სთხოვს მისი მონის განკურნებას და მაშნ იესო ეუბნება: ,,მე მივალ და განვკურნავ მას“, მაგრამ მან უპასუხა: ,,უფალო! არ ვარ ღირსი, შემოხვიდე ჩემს ჭერქვეშ“.

თუმცა ლუკას 7:2-10-ის თანახმად საუბარია, რომ ასისთავმა იესოსთან იუდეველთა ხუცესი გაგზავნა და როდესაც ის ასისთავის სახლიდან არცთუისე შორს იყო, გაგზავნა იესომ თავისი მეგობრები, რათა მათ ეთქვათ მისთვის: ,, უფალო, ნუღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.“.

აქ არავითარი სხვაობა არ არის, უბრალოდ მათე ამბობს, რომ თავად ასისთავმა სთხოვა ქრისტეს, რადგან ყოველივე ეს ასისთავის მოწყობილი იყო: ის აგზავნიდა ხუცესებს და მეგობრებს ქრისტესთან სალაპარაკოდ. მაგალიტად დაწერილია, რომ სოლომონმა ააშენა ტაძარი, მაგრამ ის მას არ აუშენებია, რადგანაც სხვებს დაავალა ეს საქმე. იგივე აზრით არის დაწერილი, რომ ქრისტე ნათლავდა ადამიანებს იოანე 4:1-ში, მაგრამ შემდეგ მუხლში (4:2) განმარტებაა მოცემული, რომ თავად არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები. წერია, რომ პილატე სცემდა იესოს, მაგრამ ის არ სცემდა მას - ამას მისი ჯარისკაცები აკეთებდნენ. ასეთივე იყო ასისთავის თხოვნა, რომელიც იესოსთან იუდეველების პირით მივიდა, ხოლო სიტყვები ,,მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე“ ასისთავმა პირადად უთხრა ქრისტეს. თავდაპირველად ეს მეგობრების დახმარებით გააკეთა, როცა ქრისტე მისი სახლისგან მოშორებით იყო, მაგრამ შემდგომ თავისი პირით გაუმეორა, როცა ის მის სახლში შევიდა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ ზეციერო მამაო, ვინაიდან შენ ამოგვირჩიე ქრისტეში შენს წმინდანებად. გვაპატიე ჩვენი მცირე რწმენა და სუსტი მინდობა. გვასწავლე მივენდოთ, რომ ყოველთვის მზად ხარ ჩვენს განსაკურნებლად და ჩვენი ნათესავების და მეგობრების განსაკურნებლად ურწმუნოებისგან. წარმოქმენი ჩვენში ტავმდაბლობა და სიყვარული სხვების მიმართ, რათა ვცდილობდეთ მათი გადარჩენისთვის და დაჟნებით გთხოვდეთ მათ გადარჩენას.

კითხვა:

  1. რატომ იყო ასისთავის რწმენა ასეთი დიდებული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:52 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)