Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 080 (Application of the Law)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

e) რჯულის შესრულება სულის ძალით (მათეიესო 7:21-23)


მათეიესო 7:21-23
21 ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს. 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
(მათე 25:14-30; ლუკა 13:25-27; რომაელთა 2:13; იაკობი 1:22)

ქრისტემ მოგცა გადარჩენა იმისთვის, რომ მისი რჯული შეგესრულებინა. მხსნელის რწმენამ მისი ცხოვრების თანამონაწილედ გაქცია, ხოლო მისმა სიკვდილმა გაგამართლა და შენს სხეულში მისი სულიწმიდის ძალაა. როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ ღმერთის შვილი ხარ?

ძეობა ლოცვაში ვლინდება ვინაიდან ღმერთის შვილები არ ეძახიან მას ასე: ,,უფალო! უფალო!“ ან ,,ღმერთო! ღმერთო!“ ისინი მას, როგორც მამას მიმართავენ - ,,მამაო ჩვენო“. ისინი თავიანთ თავს გადასცემენ მას, ენდობიან და სწამთ მისი გამუდმებული ზრუნვის. ისინი მიმართავენ ღმერთს და აქტიურად ემსახურებიან მას. წვდებიან სახარების აზრს და იზრდებიან დამაჯერებლობაში, სიყვარულსა და იმედში. ქრისტემ გაგვანთავისუფლა არა იმისთვის, რომ ვცდილობდეთ საკუთარი ბოროტი საქმეების გამოსწორებას, არამედ იმისთვის რომ მივცეთ ჩვენი თვალები სულიწმიდას, რათა გახდნენ ახალი ქმნილება და მათში წარმოიქმნას ღმერთის ნაყოფები.

ერთმა მატყუარამ ირწმუნა ქრისტესი. ადრე მისი მეგობრები ამოწმებდნენ, რომ მისი საუბრის უმეტესობა არის გაზვიადებული, მაგრამ მოქცევიდან მისმა ერთმა მეგობარმა თქვა: ახლა მხოლოდ 10% დარჩა. გაიგონეს რა ეს სხვა მორწმუნეებმა, მადლიერებით ლოცულობდნენ ქრისტეს წინაშე, რათა მან სრულებით გაანთავისუფლოს ის სიცრუისგან და გახადოს ის მართალი, როგორც საუბრებში ისე მის ხასიათში.

თუკი ხედავ შენს ხასიეთში რაიმე სისუსტეს, მოუყევი ამის შესახებ ქრისტეს, აღიარე და მოინანიე, სთხოვე განკურნება და განწმენდა, ხოლო შემდგომ მტკიცედ და გადაწყვეტად უარყავი ყოველი ცოდვა.

საკუთარი უარის თქმის გამო ხარ ღმერთში, ვინაიდან შენში არ არის სიმართლე და არც რაიმე მიზეზი სიამაყისთვის. სიამაყე - ეშმაკის ცოდვაა. ნუ ცდილობ შენი ადამიანური ძალებით გააგდო შეპყრობილი ადამიანებისგან ეშმაკეულები, რათა ისინი შენში არ ჩასახლდნენ. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია სულიწმიდით განდევნოს არაწმინდა სულები. ზოგჯერ უფალი შენს დამოწმებას იყენებს, რათა გაანთავისუფლოს და გადაარჩინოს ისინი, ვინც მონობაში იმყოფება.

ღმერთი მოგიწოდებს იყო ერთგული მოწმე შენი საქმეებისა. არ სთხოვო მას ცოდნა მომავლის შესახებ და ნუ მოიგონებ იმაზე მეტს, რაც წერილში გახსნილი არ არის. დაეყრდენი შენი მამის მმართველობას და საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვნად ნუ ჩათვლი. არ მოტყუვდე, რადგან შენი ბრძოლით საზოგადოებას შიმშილისა და უსამართლობისგან ვერ იხსნი. ყურადღებით მოუსმინე ღმერთის სულს, რადგან მას შეუძია შენი მეშვეობით უქადაგოს სახარება სხვებს და ქველმოქმედებაც აღასრულოს. თუკი ქრისტემ მოგიწოდა, კურთხეული საქმეების კეთებისკენ და ამითი მამის სახელი განადიდო, ის აუცილებლად მოგცემს ამისთვის განსაკუთრებულ ძალას და ძალაუფლებას. თუმცა არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენ არარაობა ხარ და შენი ნიჭები შენგან არ არის. ღმერთი თავის სიყვარულს ღვრის შენზე, ის გარედან მოდის, როგორც მშვენიერი ნიჭი შენს მახინჯ ცხოვრებაში. ძალაინ დასაფიქრებელია სიყვარულის ჰიმნი და ყურადღებით წაიკითხე 1 კორინთელთა 13. და მიხვდები, რომ არც მჭერმეტყველობის უნარი გადაგარჩენს და არც რწმენა, რომელიც მთებს გადაგაადგილებინებს. მხოლოდ სულიწმიდის სიყვარულს, რომელიც ქრისტეს რწმენით მოდის, გაძლევს მასში სიმტკიცეს და მისი გადარჩენის ნაყოფების შესრულებას. დარჩი ქრისტეში, როგორც ვაზი ლერწზე და უფალი მოგცემს თავის ნაყოფებს. შენი ზეციერი მამის ნება ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ შეუერთდე მის ძეს ქრისტეს და იცხოვრო მასში, მან კი შენში. რა მშვენიერია ეს აღთქმა, რომ შენ ჭეშმარიტ მორწმუნედ იქცევი, ღმერთის სიყვარულის, თვინიერების, გამზიარებელი და დარჩები მის მომთმენ მონად.

ვაი იმ ქრისტიანთა შესაკრებელებ, სადაც ფიქრობენ რომ ღმერთთან აღთქმაში ცხოვრობენ, მაგრამ არ იმყოფებიან მის ნებაში და არ მიყვებიან მას. ვაი იმ ეკლესიების ხელმძღვანელებს, რომლებიც ამაყობენ და არ მდაბლდებიან ერთმანეთის წინაშე, არ ,,ბანენ ფეხებს“, არამედ მწარედ განიკითხავენ სხვებს. ვაი მათ ვინც ქედმაღლურად ქადაგებს, მაგრამ არ აქვთ სიყვარული ღარიბების მიმართ. ასეთი ადამიანები საბოლოოდ დიდ განკითხვას დაიტეხენ თავზე.

სიყვარული ნიშნავს რჯულის შესრულებას. რწმენა დასრულდება, როდესაც ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე. იმედი დასრულდება, როდესაც დავინახავთ ჩვენს მხსნელს და მშვენიერ მამას. მხოლოდ სიყვარული იქნება საუკუნო, ვინაიდან ღმერთიც სიყვარულია. ამიტომაც ეშურე ყოველთვის ღმერთის სიყვარულის აღსრულებას, რათა მთელი შენი ცხოვრებით აჩვენო ყველას, რომ მოწყალე მამის შვილი ხარ და ქრისტეს ერთგული ძმა. სასამართლო დღეს ქრისტე წარსდგება მოსამართლედ და გადაარჩევს მართლებს და უმართლოებს. ვინც ემსახურებოდა მათ ვისაც ეს მართლა სჭირდებოდა და ვინც ემსახურებოდა საკუთარ თავს. ყოველთვის სიყვარულით მოიქეცი - მხოლოდ ის მეტყველებს შენს ჭეშმარიტ რწმენაზე.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენ გადმოღვარე შენი სივარული ჩვენს გულებში სულიწმიდით. გაგვწმინდე შენი კრავის სისხლით, გვაპატიე ჩვენი მოუთმენლობა, საკუთარ თავზე ზრუნვა და სიამაყე. განგვამტკიცე იესოში, რათა შევასრულოთ შენი ნება მის ძალაში. და დავრჩეთ შენი დაცვის ქვეშ.

კითხვა:

  1. ვინ მოხვდება ზეცაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 05:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)