Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 070 (Seeking Reconciliation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

d) შერიგების კატეგორიული მოთხოვნა (მათეიესო 6:14-15)


მათეიესო 6:14-15
14 ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. 15 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
(მარკოზი 11:25)

უნდა გვრცხვენოდეს იმის, რომ ქრისტე ხშირად იუწევს ჩვენთვის პატიების შესახებ შეხსენება. სიყვარული რომელიც პატიობს, არის რჯულის აღსრულება. თუკი ცნობიერად მივდივართ ღმერთის სიყვარულისგან, ის ჩენი მტერი ხდება და თუ ვქვავდებით მის წინააღმდეგ განკითხვაში ვვარდებით.

ძმაო, გამოსცადე საკუთარი თავი ნადმვილად განგაახლა ღმერთმა და წყალობით აგავსო? რაში ვლინდება ეს განახლება.

ცისა და მიწის ღმერთმა მოგიწოდა გაავრცელო ყველაგან მშვიდობა, ვინაიდან ღვთის შვილები მშვიდობის მყოფელნი არიან. გძულს თუ არა ვინმე? თუ კი ესეიგი ეს ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში. ღმერთმა გამოგზავნა ის რათა გამოსცადოს შენი გული და შეამოწმოს დარჩა თუ არა მასში სიბოროტე ან შურისძიების სურვილი. სულიწმიდა ილტვის, რათა დაამსხვრიოს შენში სიძულვილი და ბოროტება, გასწავლოს პატიება, მოთმინება, ადამიანებთან თვინიერებითა და თავმდაბლობით მოქცევა, რათა შეგეძლოს რთული ადამიანების ატანა და მათი ჭეშმარიტად შეყვარება, გიხაროდეს მათთან შეხვედრა, მათი მოპატიჟება და გულიხვად მიღება. ღმერთისგან მიღებული პატიება - ყველასთვისაა და მცნება ერთმანეთის პატიებისა - საფუძველია ახალი აღთქმისა. სადაც ამ მცნებას არ ასრულებენ - იქ ცათა სამეფო არ იქნება. თუკი შენ გიყვარს შენი მტრები, ეს შენი რწმენის ნაყოფია. უარს ამბობ რა პატიებაზე, შენ ეწინააღმდეგები სულიწმიდის მოქმედებას შენში და შენს გარშემო. ,,გიყვარდეთ თქვენი მტერი, აკურთხეთ თქვენი მაწყევარი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“. შეასრულე ეს სიყვარულის მცნება და შენ ღმერთისთვის ძე იქნები, ქრისტესთვის კი ძმა.

თუკი განაგრძნობ შენი გულის გაქვავებას, შურისძიებას და სიძლვილს, უხეშობას და ცინიზმს, ღმერთის მტერი იქნები და ხელახლა აცვავ ჯვარს ქრისტეს. ამ დროს ყველა შენი ლოცვა და ღვთისმოშიშობა, სიცრუე და ფარისევლობაა.

როდესაც პავლე და მისი მეგობარი სილვა ჩააგდეს საკანშ, ისინი სიხარულით უმღეროდნენ ღმერთს მადლიერებით იმისდამიუხედავად, რომ მათი ფეხები შებოჭილი იყო და დასისხლიანებამდე იყვნენ ნაცემნი. მათ უყვარდათ ისინი ვინც სცემდა მათ და ის ციხის მცველიც და ლოცულობდნენ კიდეც მასზე. სწორედ მაშინ შეიძრა დედამიწა და ხალხის გული შეიცვალა. ციხის მცველმა მოინანია. როდესას სტეფანე ჩაქოლეს ქვებით ის ლოცულობდა თავის მკვლელებზე, ვინაიდან ყველა ღმერთის შვილი მიჰყვება ქრისტეს მაგალითს და ღაღადებენ: ,,მამაო! აპატიე მათ, რადგან არ იციან მათ, რას ჩადიან“ (ლუკა 23:34).

ღმერთის სიყვარულმა ყველა ცოდვა გვაპატია, ვინც მისი სიყვარულისამებრ იქცევა და თავისი მტრებისადმი ხსნის გულს, ის როგორც სტეფანე იხილავს გახსნილ ზეცას და ღმერთის ძალის მოქმედებას განიცდის, პავლეს და სილას მსგავსად, რომლებსაც საკუთარი მოთმინებით მიყავდათ მრავალი ადამიანი, მამა ღმერთის შეცნობამდე. გამოიკვლიე საკუთარი თავი: არის თუ არა რაიმე ხელშემშლელი სულიწმიდის მოქმედებისთვის შენს ცხოვრებაში.

ლოცვა: მამაო ჩვენ ვინანიებთ, ვწუხთ და მტკიცედ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვაპატიოთ ყველას. გვაპატიე ჩვენი სიამაყე და გვასწავლე შენი სიწმინდე, პატიება და თვინიერება, გვასწავლე ვაპატიოთ ყველას, როგორც შენ გვაპატიე, რადგან ვიცით თუ რამხელა წყალობა და სიკეთე გვიყავი. დაე ჩვენი სიყვარული იყოს შენი მადლის, სიკეთის და წყალობისადმი მადლიერების გამოხატვა, რაც უხვად გადმოღვარე ჩვენზე.

კითხვა:

  1. რა პირობით ვინარჩუნებთ ურთიერთობას ღმერთთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 05:28 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)