Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 046 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:8
8 ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
(ფსალმუნი 23:3,5; 50:12-13; 1 იოანე 3:2-3)

ხარ თუ არა გულით სუფთა? რაზე ოცნებობ დღე და ღამე? ქრისტეს სურს შენი გულის და აზრების განწმენდა, თავისი სულით ავსება, რათა არ გძლიონ სურვილებმა. სურს, რომ შეხვიდე ღვთის შვილევბის თავისუფლებაში და აღიარო, რომ არ შეგიძლია საკუთარი ძალისხმევით იცხოვრო სუფთად. სულიწმინდას კი შეუძლია შენი სულის და სხეულის ბოროტი სურვილები დაამარცხოს, გამოასწოროს შენი ენა, მიმართოს აზრები და გაწმიდოს გრძნობები.

ჭეშმარიტი რწმენა გულის სისუფთავეს წარმოშობს. ის ვინც შინაგანად სუფთაა, სუფთა რელიგიის ზემოქმედების ქვეშაა. ჭეშმარიტი ქრისტიანობა გულშია, სუფთა გულში, რომელიც განწმენდილია ბოროტებისაგან. მხოლოდ სუფთა ხელები კი არ უნდა აღვაპყროთ ღმერთისკენ, არამედ სუფთა გულებიც (ფსალმუნი 23:4-5).

იესო აღიარებდა, რომ „გულიდან მოდიან ბოროტი ფიქრები, მკვლელობანი, მრუშობანი....“ (მათე 15:19). თუ ჩვენი გული გაისვარა უწმინდურებაში, ახალი გული გვჭირდება, განწმენდილისინდისიც, რომელსაც ქრისტეს გამოსიყდვასა და მისი სულიწმინდის ნიჭისაგან ვიღებთ.

ღმერთი გვპირდება, რომ იხილავ მის დიდებას არა იმის გამო, რომ რაიმეს მიაღწიე ან საკუთარ სამართლიანობამდე მიხვედი, არამედ ქრისტეს სისხლის წყალობით, რომელიც გწმენდს ყოველგვარი ცოდვებისაგან (1 იოანე 1:7) და ასევე მისი ყოვლისშემძლე სულის გამო, რომელიც გეხმარება ხორციელი სურვილების დაძლევაში. ღმერთის სიხარული „სუფთა გულითაა“ დაპირებული. ვერავინ იხილავს ღმერთს სუფთა გულის გარეშე, და უწმიდურები არიან ისინი, რომლებიც ვერ იხილავენ ღმერთს და ვერ იგემებენ მის საუკუნო სიხარულს.რა ნეტარება შეიძლება მიიღოს წმიდა ღმერთის ყურებისას უწმინდურმა სულმა? ღმერთი ვერ აიტანს მათ ურჯულოებას, ხოლო ისინი ვერ შეძლებენ უყურონ მის სიწმინდეს. ახალ ზეცაში ვერაფერი უწმინდური ვერ შევა - იქ მხოლოდ „გულით სუფთანი“ შევლენ: განწმენდილები, შეცვლილები და ახალი სურვილებით აღსავსენი, იგივე სურვილით, რომ იხილონ ღმერთი. ღმერთის მადლი კი უსათუოდ აღასრულებს მათ ამ სურვილს.

ეხმარები თუ არა ღმერთის სულს შენ ცოდვებთან ბრძოლაში? იესოს სახელით გამარჯვებული იხილავს ღმერთს, ჩვენ ზეციერ მამას და იქნება მასთან საუკუნოდ. გსურს თუ არა ღმერთის ხილვა, თუ გსურს დაბრუნება უწმინდურ და უაზრო, ძველ ცხოვრებაში? მიდი შენ მოწყალე უფალთან და ის გაგწმენდს იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით, რომელიც გვწმენდს ცოდვებისგან (1 იოანე 1:7). ის შენი ერთგული რჩება, თუნდაც უნებლიედ ჩავარდე ცოდვაში.

კითხვა:

  1. როგორ შეგიძლია განწმენდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)