Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 045 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:7
7 ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
(მათე 25:35-46; იაკობი 2:13)

მოწყალენი - არიან ისინი, ვისაც სურს და ეხმარება სხვებს მათ გაჭირვების ჟამს. ადამიანი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად „მოწყალე“ იმისდამიუხედავად, რომ არ აქვს საკმარისი საშუალება სხვების დასახმარებლად. ამ დროს ღერთი იღებს მის კეთილ განზრახვას. ჩვენ უბრალოდ მოთმინებით კი არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ტანჯვები, არამედ მონაწილეობა მივიღოთ სხვათა გაჭირვების ჟამში. უნდა გამოხატო მოწყალება და ქმნა წყალობა (კოლასელთა 3:12). ასევე ჩვენც უნდა დავეხმაროთ სხვებს, შევიწყალოთ თავხედები, დავარიგოთ სულელები, ხოლო ვინც სცოდავს - დავიცვათ და გამოვტაცოთ ცეცხლს.

ასევე დაღონებულთ უდნა გამოვუცხადოთ შემწყნარებლობა, დავამშვიდობით ისინი და სასტიკად არ მოვექცეთ. ჩვენ უდა ამოვიცნოთ გაჭირვებულები და ბრძნულად აღვასრულოთ მათი საჭიროებანი. „რომ მშიერს პური უწილადო...თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ“ (ესაია 58:7,10). უფრო მეტიც „მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს“(იგავი 12:10).

ვინც ქრისტეს სისხლით გამართლებულია, მის გულში უფლის მოწყალებაა. ვინც შეიყვარა იესო, მისი დიდებული სიყვარული და შერიგება, ის გულმოდგინედ აპატიებს თავის მტრებს. ვისაც სულიწმიდის ცხებულება აქვს, ის არ დაჩაგრავს და დაამცირებს უბრალო ადამიანს, არამედ დაეხმარება მას, აკურთხებს და დააწყნარებს, მისთვის მსხვერპლსაც კი გაიღებს. ღმერთი ხომ სიყვარულია! ვისაც სწამს ზეციერი მამის, ის შევა ამ სიყვარულში. ვინც არ იცნობს ღმერთს ის სიძულვილში, განკითხვასა და სხვების დამცირეაში დარჩება. გახდი თუ არა ქრისტესავით მოწყალე, რომელიც ყველა ადამიანთა შორის ყველაზე გულმოწყალე იყო? თუ კი, მაშინ ღმერთის ძალა წამოვა შენი გულიდან ამ დაღუპულ სამყაროზე. ქრისტეს რწმენის გამო იქნები გამართლებული, აღდგები მკვდრეთით და საუკუნო სიცოცხლეს მიიღებ. მის ბოლო სასამართლოს მხოლოდ მისი წყალობით გადაურჩები, რომელიც ღერთის სიყვარულით მოქმედებს, ხოლო ღმერთის სიყვარული ჩაღვრილია შენს გულში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგეცა. არა საკუთარი კეთილი საქმებიით, არამედ ქრისტეს სისხლის გამო გადარჩები, რომელიც საყვარელ მსახურად გაქცევს.

მოწყალეებს აქვთ განსაკუთრებული უპირატესობა, რომლის შესახებაც ვკითხულობთ ძველ აღთქმაში: „ნეტარია, ვინც ღარიბზე ფიქრობს!“ . ამგვარად ჩვენ ვემსგავსებით ღმერთს, როგორც ჩვენი უფალი გვეუბნება: „იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36). იმისთვისაც კი ვართ მოწოდებულები, რომ სრულყოფილნი ვიყოთ, როგორც ისაა სრულყოფილი (მათე 5:48). ყოველივე ეს მეტყველებს უფლის სიყვარულზე. ამ ქვეყანაზე ერთ-ერთი ყველაზე სუფთა სიხარულთაგანია - იყო მოწყალე და ქმნა სიკეთე. სიტყვებში „ნეტარ არიან მოწყალენი“ ისმის ქრისტესგან ნათქვამი კიდევ სხვა სიტყვები, რომელიც შემოინახა მის მოქიცულთა დამოწმებებში: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება” (საქმეები 20:35).

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ეგოისტებიდან ვიქცეთ მოწყალეებად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)