Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 041 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:1-2
1 დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან. 2 და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

ქრისტეს ეცოდებოდა თავისი ხალხი, რადგან ვერც ღმერთი და ვერც საკუთარი თავი ვერ შეიცნეს. მან მოწაფეები უბრალო ხალხისგან აირჩია, მოუწოდა და მთაზე დაუძახა, დაჯდა და სწავლება დაიწყო. ასწავლიდა არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა იქ შეკრებილთ. აქ ამ ბუნებაში, ქრისტე აუწყებდა მათ ღვთის სამეფოს პრინციპებს და თავის ზეციურ კონტიტუციას.

ქრისტე გალილეაში საოცარი განკურნებები, რომელთა შესახებაც მომდევნო თავში ვკითხულობთ, ემსახურებოდა ამ ფუნდამენტალური ქადაგებისთვის მომზადებას, რომელშიც ხალხს უნდა მიეღო ქრისტესგან დარიგება, რომელმაც ღვთაებრივი ძალა, წყალობა და მადლი გამოავლინა. დიდი ალბათობით ეს ქადაგება იყო ყველაფრის მოკლე დასკვნა, რაც კი უქადაგია გალილეის სინაგოგებში. ძირითადი თემა იყო: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“. ღმერთს თავის ქადაგებით სურს, რომ შეცვალოს არა მხოლოდ ჩვენი საქციელები, არამედ განზრახვებიც. იესო კიდევ ერთხელ ადასტურებს წინასწარმეტყველების სიტყვებს ,, მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! - ამბობს ცაბაოთ უფალი“ (მალაქია 3:7).

მთაზე ქადაგება იესოს მიერ წარმოთქმული იყო გალილეის ბორცვებზე. ქრისტემ ვერ მონახა ადგილი სად შეეძლო ექადაგა, თუმცა თავისთვის ამ ადგილს არც ეძებდა. არც ის ადგილი უძებნია სადაც ,,თავის დადებას შეძლებდა“. საპატიო ადგილებზე ისხდნენ ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც სარგებლობდნენ კონფორტით, დიდებითა და პატივით. მათ გახრწნეს რჯული. ამგვარად ჭეშმარიტების უდიდესი მასწავლებელი იესო ქრისტე იძულებული გახდა მოწყობილიყო ბორცვზე და იქ ყოფილიყო მისი კათედრაც. ეს არი იყო, რომელიმე მნიშვნელოვანი მთა, როგორც სინაის, არამედ უბრალო და შეუხედავიც კი. მისი არჩევით ქრისტემ დაადასტურა, რომ ახალი აღთქმის ეპოქაში ადამიანები უნდა ლოცულობდნენ ყველგან და ასწავლიდნენ სახარებას სულიწმიდით.

ქრისტემ წარმოთქვა ქადაგება, სადაც რჯულს თავისებური განმარტება მისცა ,,მთაზე“, რადგან ,,რჯული მთაზე იქნა მიცემული“. მაგრამ მოდით ავღნიშნოთ განსხვავება. როდესაც მოსეს მიეცა რჯული, უფალი ,,ჩამოვიდა“ მთაზე. აქ კი ჩვენ ვხედავთ როგორც ,,ავიდა მთაზე“. მაშინ უფალი საუბრობდა ჭექა-ქუხილით, ახლა კი მშვიდი და წყნარი ხმით. მაშნ ხალხს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მოშორებულიყვნენ ახლა კი ახლოს ეძახდა. ასეთი კურთხეული ცვლილებები მოხდა. (2 კორინთელთა 3:7; ებრაელთა 12:18).

ჩვენ ვხედავთ, რომ იესოსათან ყველაზე ახლოს მისი მოწაფეები იყვნენ, რომლებიც უფლის მოწოდებას გამოეხმაურნენ (მარკოზი 6:13). მან მიმართა მათ, რადგან გაყვნენ სიყვარულის გამო და არა საჭიროებებისთვის, როგორც იმ დროისთვის მიყვებოდნენ მას სხვები განკურნებისთვის. ის ასწავლიდა მოწაფეებს, რადგან სურდათ სწავლა. მათ სურდათ გაეგოთ მისგან სიტყვები, რომლებიც გასაგები იქნებოდა მათთვის, რადგან მომავალში თავად უნდა ესწავლებინათ, ამისთვის კი გარკვეული ცოდნის და სწორი შეხედულებების ქონა იყო საჭირო, რჯულის ყველა დეტალზე.

იესომ თავისი ქადაგება უნიკალური სიტყვით დაიწყო: ,,ნეტარნი არიან“. ერთი მეორის მიყოლებით თქვა 9 ფრაზა, რომელიც იწყებოდა ამ სიტყვით - ის ისმოდა, როგორც ზეცაში მოწკრიალე ზარი, რომელიც გვაუწყებდა ქრისტეს სამეფოს ძირითად კანონებს და მისი საიდუმლო მდგომარეობდა სიხარულსა და ყიჟინაში. ცათა სამეფოში შესასვლელად არ არის საჭირო რთული მცნებებისა და დაგენილებების ან რიტუალების შესრულება. უნდა მივიღოთ ქრისტეს კეთილი სიტყვები უბრალოებით და ჭეშმარიტებით. სწორედ მაშინ გადარჩები ღმერთის სასამართლოსა და საუკუნო სასჯელისგან. ქრისტე აუღწერელი სიხარულისკენ მოგიწოდებს, რადგან ცოდვილის დასაღუპავად კი არ მოსულა, არამედ მის გადასარჩენად. ღვთის კონსტიტუცია კაცობრიობისთვის დაფუძნებულია საუკუნო სიხარულზე, მადლიერებაზე და ყიჟინაზე. ღმერთის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ წესები და ცრემლები.

კითხვა:

  1. რატომ იწყება ქრისტეს რჯული სიტყვებით ,,ნეტარნი არიან“ და არა ,,გააკეთე...“ ან ,,არ გააკეთო...“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 05:25 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)