Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 031 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:11
11 მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
(იოანე 1:26-27, 33; საქმე 1:5, 8; 2:1-4)

ნათლისმცემლის მსახურება იყო მოეწოდებინა ადამიანები მონანიებისკენ, მოენათლა ისინი წყალში და ამითი მოემზადებინა ისინი მომავალი ქრისტესთვის, რომელიც სულს იძლევა. ძველ აღთქმაში დაწერილია, რომ მომავალი მესიის მეფობისას ხალხი იქნება წყლის ნათლობით განწმენდილი და მზად სულიწმიდის მისაღებად (იერემია 31:31-34; ეზეკიელი 36:24-28). იოანე კი იყო ხმა მღაღადებლისა, რომელიც ღიად მიუთითებდა ქრისტეს სამეფოზე და ამოწმებდა, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია სულიწმიდით ნათლობა.

იოანემ იცოდა, რომ მისი ნათლობა ემსახურებოდა მონანიებას. მას არ შეეძლო ადამიანის ცხოვრების შეცვლა. ის მხოლოდ ადამიანის ჭრილობას ავლენდა, მაგრამ მისი განკურნება არ შეეძლო. ამ მუხლში ჩვენ ვხედავთ, რომ ნათლისმცემელი ელოდება ქრისტეს მოსვლას მთელი გულით, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეა ნაცხები სულიწმიდით და შეუძლია განკურნოს სამყარო და გაწმინდოს ის სიკვდილისგან. ის მონათლავს სულიწმიდით ყველა მონანიებულსა და დამსხვრეულს და ისინი ღმერთის არსით აღივსებიან, შეიცვლებიან და სიყვარულის ადამიანებად გარდაიქმნებიან, რათა ცათა სამეფოს გამოადგნენ. ფარისევლები კი ღვთისმოსავ ნიღაბს ამოფარებული, უკუაგდებენ ღმერთის მადლს, უფალი კი მათ საუკუნო რისხვას გადასცემს.

იოანე ახალი აღთქმის ზღურბლთან იდგა. ძველი აღთქმა დასასრულს უახლოვდებოდა და ნათლისმცემელმა იქადაგა ღმერთის რისხვაზე, მისი რჯულის საფუძველზე. ეს ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ხედავდა, რომ მოდის მადლის უფალი, რომელიც მომნანიებელ ცოდვილებს გადაარჩენს და ბოროტ სამყაროს მისცემს ღვთიურ ცხოვრებას.

სულიწმიდა შეპირებულია მათთვის, ვინც მოინანიებს და აღიარებს ცოდვებს. სულიწმიდა თავად ღმერთია. ვინც აღიარებს თავის ცოდვებს და მიატოვებს მათ, მიიღებს ქრისტესგან პატიებას და ძალას მაღლიდან. თავად ღმერთი იდებს ბინას ცოდვილში და ხდის მას თავის სხეულად, სულიწმიდის საშალებით.

ნუ გეშინია სულიწმიდით ნათლობის, ვინაიდან ეს სული ღვთის სიყვარული და საუკუნო სიცოცხლეა და ის განადიდებს ქრისტეს.

იოანემ უფრო ადრე შეიცნო ქრისტეს დიდება, ამიტომაც უწოდებდა თავის თავს, რომ არ იყო მისი მსახურების ღირსი და თავს მონაზე უფრო დაბლა აყენებდა, რომელიც თავისი უფლის ფეხსაცმლით დადის. თავად ნათლისმცემელი თავმდაბალი იყო და ჭეშმარიტი მონანიების ნაყოფი მოჰქონდა. მას მთელი გულით სწყუროდა უფლის მოსვლა, რომელიც თავის მიმდევრებს გამოუგზავნიდა სულიწმიდას.

ერთგული მსახურები ყველაზე დიდ ნუგეშს პოულობენ იმაში, რომ ვინმე ვინც მათზე მაღლაა მას შეუძლია გააკეთოს ბევრი რამ მათთვის და მათი მეშვეობით, მისი ძალა ხდება მათ უძლურებაში.

ადამიანები რომელთაც ქრისტე აძლევს დიდებას და პატივს, თავიანთ თვალში დამცირებულნი არიან. ისინი იმცირებენ თავს, რათა განდიდდეს ქრისტე, ხდებიან არარაობა, რათა ქრისტე გახდეს ყველაფერი.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, როდესაც საკუთარი თავი შენს სიყვარულს შევადარეთ, ეგოისტები აღმოვჩნდით. გვაპატიე, რომ მოწყალება ჩვენში ცოტაა და რომ ჩვენი გულებიც გაქვავებულია. მადლობას გიხდით, რომ ქრისტე წარმოგზავნე, სულიწმიდისგან შობილი და რომ ის გახდა ჩვენს გამო მსხვერპლი, ვინაიდან შეგვეძლოს მისი მიღება სულიწმიდის ძალით. განაახლე ყველა, ვისაც სწამს და ვინც ინანიებს, რათა აღივსოს ქრისტეს სულით, მისი თვინიერებით, თავმდაბლობით და სიყვარულით.

კითხვა:

  1. რატომ აქვს ქრისტეს ძალაუფლება, რომ მოგვნათლოს სულიწმიდით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:35 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)