Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 032 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:12
12 მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
(მათე 13:30)

ნათლისმცემელი გვაღვიძებს იმ სიზმრისგან, რომელშიც ასე დამაჯერებლად ვართ. ის გვიჩვენებს მონათლულს ხელში ფიწალით, რომელიც ასუფთავებს თესლს ქარის მეშვეობით, რომელიც მარცვლებს მტვერს აცლის. მარცვლები კი ხვდება მიწაზე, მომკელის უფლის ფეხებთან. ის აგროვებს მათ და მიაქვს თავის ბეღელში.

ვის გავხარ შენ: მარცვალს თუ ბზეს? ფარისევლები და სადუკევლები ფიქრობდნენ, რომ მარცვალიც და სხვა დანარჩენიც - ბზეა. ამასთანავე მებაჟემ ტაძარში თავის აწევაც კი ვერ გაბედა სირცხვილისაგან: ,,უფალო იყავი მოწყალე ცოდვილის მიმართ“. ამ მებაჟემ მოინანია, გამართლდა და კეთილ მარცვლად იქცა. ამავდროულად ღვთისმოსავი და მართალი ადამიანები გაამაყდნენ და განკითხვაში ჩავარდნენ თავიანთი ძალისხმევისა და ღვთისმოსაობის მიუხედავად და ვინ ხარ შენ? ფარისეველი, რომელიც თავს ღვთისმოსავად მიიჩნევს თუ მომნანიებელი ცოდვილი. მოგაქვს თუ არა მონანიების ნაყოფები და ხარ თუ არა სავსე სულიწმიდით?

ბოლო რაც არის ნახსენები მათეს სახარებაში იოანე ნათლისმცემლის სახარებიდან, არის სიტყვა ,,ჩაუქრობელი ცეცხლი“. მან სამჯერ თქვა ღმერთის რისხვის შესახებ., ყველა ქრისტეს სულის მოწინააღმდეგე მოხვდება ჯოჯოხეთში. ყველა ვინც გულის სიღრმეში არ შეიცვლება დაიღუპება. ქრისტეს გადარჩენა აღსრულდა ძალაში, სულიწმიდის ძალა კი წმენდს მომნანიებელთ. მაგრამ ვინც თავს ღვთისმოსავად აჩვენებს და აგრძელებს მშვიდად ცოდვის ჩადენას, ის იქნება ჩაუქრობელ ცეცხლში ჩაგდებული და მიტოვებული უკუნისამდე უიმედოდ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტევ, შენ ქვეყნიერების მხსნელი და მსაჯული ხარ. ბოდიშს გიხდით ჩვენი ნელ-თბილობისთვის და გთხოვთ სულიწმიდის ძალით შეცვალე ჩვენი გონება, რათა გამოვიღოთ სიყვარულის, მოწყალებისა და ჭეშმარიტების ნაყოფი. ვლოცულობთ არა მხოლოდ საკუთარი თავების გადასარჩენად, არამედ ყველა დაკარგულის გადარჩენაზე და რომ ფარისევლებმა გულები მოიდრიკონ, რადგან არავინ არ არის მართალი შენს წინაშე. შენს დიდებასთან ქედს ვიდრეკთ. დაე საბოლოოდ ვუარყოთ საკუთარი თავი და იცხოვრე ჩვენთან ერთად. აგვავსე შენი ზეციერი სულით, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც შენ შეგვიყვარე, რადგან შენს მეტი იმედი არავისზე გვაქვს და მთელი ჩვენი ქება შენსკენაა მომართული. ამინ!

კითხვა:

  1. რა განსხვავებაა სულიწმიდით ნათლობასა და ცეცხლით ნათლობას შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:37 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)