Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 015 (Jesus' birth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

2. იესოს დაბადება და სახელის დარქმევა (მათეიესო 1:18-25)


მათეიესო 1:19-20
19 იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი. 20 ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

იოსები კეთილშობილი ახალგაზრდა პიროვნება იყო. ის მუშაობდა და მას შეეძლო ოჯახის შენახვა. მას მოეწონა მარიამი, ლამაზი და ღვთისმოშიში გოგო. მან მიიღო მისი ოჯახისგან თანხმობა, მარიამის ცოლად მოყვანაზე და დანიშნა კიდეც.

იოსები იყო ,,მართალი“, მარიამი იყო კეთილშობილი და კურთხეული გოგო. აქ ჩვენ ვხედავთ ყველა მორწმუნისადმი მოწოდებას ,,არ შეერთდეთ ერთ ჭერქვეშ ურწმუნოსთან“. ღვთისმოშიშები და პატიოსნები უნდა ქორწინდებოდნენ, მხოლოდ ღვთისმოშიშებსა და პატიოსნებზე და მაშინ ღმერთი აკურთხებს მათ ერთობას. ამასთანავე ვიცით, რომ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და არ ავჩქარდეთ. ქორწილს წინ უნდა სდევდეს ნიშნობა, ვინაიდან ჯობია დრო ქორწილამდე გაატარო ფიქრში, ვიდრე უცებ იქორწინო და შემდეგ სულ სინანულში იყო.

დაინახა რა იოსებმა, რომ მისი საცოლე დაორსულდა მასთან ურთიერთობის გარეშე, გაუჭირდა დაჯერება. როდესაც დარწმუნდა, რომ ეს სინამდვილეში ასე იყო, მის სულში იბრძოდა სიყვარული და რისხვა. მას მწარე ეჭვები აწუხებდა. როდესაც ამ ქალის ორსულობა ყველასთვის თვალსაჩინო გახდა, იოსებმა კანონიერ ურთიერთობებზე ფიქრი დაიწყო, ვინაიდან ღვთისმოშიშ იუდეველს ცოლად მრუში არ უნდა ყოლოდა. იოსებს შეეძლო მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ან დამალულად უნდა გაეწერა ხელი მასთან, რათა შეეძლო ექორწინა მასზე ვინც უყვარდა. ევას არც ერთი შვილი ასეთ პატივს არ იმსახურებდა, როგორც ქალწული მარიამი, ამასთანავე კი მას ისეთ რამეში ადანაშაულებდნენ, რაც სამარცხვინო ცოდვა იყო. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მარიამი იტანჯებოდა ამ ბრალდებების გამო პირიქით მტკიცედ იცავდა თავის უდანაშაულობას, ინარჩუნებდა მშვიდობას და თავის საქმეს ,,მართალ მოსამართლეს“ ანდობდა.

ყველა ვინც ცდილობს კეთილი სინდისით იცხოვროს ღმერთს ენდობა და სწამს, რომ ის შეუნახავს მათ კეთილ სახელს, გამოაჩენს მათ პატიოსნებას და მათ სამართლიანობას.

იოსებს მართლა უყვარდა მარიამი და მზად იყო მალულად გაეშვა ის, რათა ბრალდება მის მიმართ წამოსულიყო და არა მარიამის. ეს მის მაღალ მორალსა და პატიოსნებაზე მეტყველებს. წარმოიდგინეთ როგორი ტანჯვის, გაურკვევლობის და იმედგაცრუების გადატანა მოუხდა იოსებს, როდესაც ამის შესახებ გაიგო. გოგონა, რომელსაც ის ასე ენდობოდა და პატივს სცემდა, ამორალურ მოქმედებაში იყო ბრალდებული. ალბათ ეკითხებოდა საკუთარ თავს: ნუთუ ეს ის მარიამია? როგორ შეიძლება შევცდეთ ადამიანებში, რომლებიც ასე გვიყვარს? როგორ ძალიან შეიძლება იმედი გაგვიცრუვდეს, ვისზეც ვამყარებდით იმედებს? იოსები თავისდაუნებურად იხრებოდა ცუდი აზრებისკენ, მის შესახებ ვინც აქამდე კეთილშობილი ეგონა. ეს სერიოზული საქმე იყო და ნამდვილად სასირცხვილო. ყველაფერი გარკვეული იყო და არ იყო საჭირო რაიმეს ახსნა ან განმარტება. იოსების გულში საშინელი ომი იყო, ეჭვიანობა, რომელიც ყველა კაცისთვის დამახასიათებელია და ასევე იყო მარიამისადმი სიყვარული, რომელსაც ის თავის გულში ინახავდა. იოსებმა თავი შეიკავა მკვეთრი მოქმედებებისგან, რადგან არ უნდოდა მარიამის შერცხვენა. მას შეეძლო სასტიკად მოქცეოდა, ვინაიდან კანონი ამბობს თუკი: ,,ქალი, რომელიც დანიშნულია იმრუშებს ჩაქოლეთ ის ქვებით და მოკალით“ (2 რჯუ;ლი 22:23-24), მაგრამ იოსებს არ უნდოდა კანონის გამოყენება, მარიამის წინააღმდეგ შურის საძიებლად, თუკი მან შესცოდა მის წინაშე არ უნდოდა, რომ ეს სხვებსაც გაეგოთ. რამხელა განსხვავებას ვხედავს ჩვენ იოსებსა და უიდას შორის, რომელმაც მსგავს შემთხვევაში ნაჩქარევად განსაჯა თავისი რძალი თამარი: ,,გამოიყვანეთ ის და დაწვით“ (დაბადება 38:24). ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა ისე ვიფიქროთ, როგორც იოსებმა. თუ არ ვიჩქარებთ სხვების გაკრიტიკებას და განსჯას, არამედ ვფიქრობდეთ მეტს, ადამიანებს უფრო დიდი მოწყალებით და შებრალებით მოვექცეოდით.

ბიბლიაში შურისძიებას ჰქვია ,,განცხადება ან ხმამაღლა თქმა“. ჩვენ ვხედავთ, რომ შურისძიება ხდება იმისთვის, რათა ადამიანის მოქმედება იყოს ნათქვამი და სხვები იყვნენ დაცულები. შურისძიება არის გაკვეთილი სხვებისთვის.

ეს შემთხვევა გვასწავლით, თუ როგორ უნდა ვამხილოთ ცოდვილები - ყვირილის გარეშე და არა ყველასთან. ,,ბრძენთა სიტყვები მშვიდია“ (ეკლესიასტე 9:17). ქრისტიანული სიყვარული და სიბრძნე, მრავალ ცოდვას ფარავს, ყველაზე საზიზღარსაც კი, მაგრამ ამასთანავე არ აძლევს მორწმუნეებს იმის უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ მასში.

იოსები ზეწოლას არ ახდენდა თავის ცოლზე, არამედ ლოცულობდა რადგან იცოდა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ დაეხმარებოდა მას - ღმერთის გარდა. და ყველაზე რთულ დროს ღმერთმა იოსებთან გაგზავნა ანგელოზი, რათა ერთქვა: ,,იოსებ, დავითის ძეო!“ ეს მიმართვა იოსებს ახსენებდა მის სამეფო მდგომარეობას. ანგელოზმა იოსების შიში გააქარწყლა, რათა არ ეცხოვრა უფლის წინაშე ამ შიშით, არც ადამიანებისა და რჯულის წინაშე ყოფილიყო მცდარ მდგომარეობაში, ვინაიდან როგორც თავად ასევე მისი ცოლიც უდანაშაულონი იყვნენ.

შემდგომ ანგელოზმა დაუდასტურა იოსებს, რომ მარიამი ნიშნობის წესების თანახმად მისი კანონიერი ცოლი იყო. მას შემდეგ ანგელოზმა მარიამს ქალწული აღარ უწოდა და უხსნიდა, რომ ჩვილი მის საშოში - სულიწმიდისგან იყო, ღმერთის წმინდა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ანგელოზმა იოსებს მოუწოდა, რომ მიეღო თავისი ცოლი და ეზრუნვა მასზე რჯულის თანახმად, რადგან ღმერთს არ სურდა, რომ იესო დაბადებულიყო იმ ქალისგან, რომელსაც ერი მრუშად ჩათვლიდა. ის კანონიერი ოჯახის მზრუნველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. უფალმა გაუწოდა თავისი მზრუნველი ხელი და აკურთხა ეს ახალდაქორწინებული წყვილი.

როდესაც იოსებს სიზმარში ანგელოზი ეჩვენა, მას უნდა ეფიქრა, რომ ღმერთმა დაარღვია ბუნებრივი კანონები და მარიამის საშოში ბავშვი ჩასახა, რომელიც არის ჭეშმარიტად ადამიანი და ჭეშმარიტად ღმერთი.

ყოველი ღმერთის ხელმძღვანელობის მძებნელი უნდა ფიქრობდეს ყოველივეზე და აკეთებდეს დასკვნებს. ღმერთს არ მიჰყავს ისეთი ადამიანები, ვინც არ ფიქრობს - ის აძლევს ხელმძღვანელობას მათ, ვინც ბევრს ფიქრობს. როდესაც ღმერთი თავის ერს აძლევს ხელმძღვანელობას და გამოცხადებას, ხალხი კი ვარდება დაბნეულობაში, გაკვირვებასა და ურწმუნოებაში, სწორედ მანდ ვლინდება ამ ხალხის სიბოროტე. ამ დროს როდესაც აზრებში გაურკვევლობაა ღმერთი ამშვიდებს ადამიანის სულს.

და ყურანში ჩვენ ვკითხულობთ მარიამის შესახებ და იმაზეც, თუ როგორ ჩაისახა ქრისტე. მასში არის უნიკალური სიტყვები: ,,და ჩვენ შთავბერეთ მასში ჩვენი სულიდან“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ადამიანისგან არ დაბადებულა და მისი ჩასახვა სქესობრივი ურთიერთობებით არ მომხდარა - ის ღმერთის სულისგან გაჩნდა! (სურა წინასწარმეტყველები 21:91).

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ ჩვენო ზეციერო მამაო, ვინაიდან უარგვყავი ადამიანები, მაგრამ მოხვედი ჩვენთან ცოდვილი სხეული იტვირთე შენს ძეში! აგამაღლებთ, რადგან დედამიწაზე ჩამოხვედი, გაქებთ შენი თანდასწრებისთვის და ვხარობთ იმ ჩანასახისთვის, რომელიც ქალწულ მარიამში სულიწმიდისგან ჩაისახა. მოდის მამის სულო და დასახლდი ჩვენში, რათა ვცხოვრობდეთ შენში და შენი საუკუნო სიცოცხლე გვავსებდეს! ამინ.

კითხვა:

  1. რატომ უბრძანა ანგელოზმა იოსებს მიეღო მარიამი, როგორც თავისი ცოლი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 09:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)