Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 026 (Do not convert liberty into licentiousness, but stand fast in the service of love)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

2. ბოროტად არ გამოიყენოთ თავისუფლება, არამედ სიყვარულის მსახურებაში იყავით (გალატელთა 5:13-15)


გალატელთა 5:13-15
13 ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14 ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”. 15 მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.

ქრისტემ ყველა მისი მორწმუნე ცოდვის ძალაუფლებიდან გამოისყიდა, გამოისყიდა ყველა ეგოიზმისგან, რჯულის საშიშროებიდან, სიკვდილის შიშისგან, ეშმაკის ტყვეობიდან და უფლის რისხვიდან. როგორი მშვენიერია ქრისტიანული თავისუფლება. იცი თუ არა, რომ ქრისტე მოვიდა, რათა გაგანთავისუფლოს ამ ძალებისა და ძალაუფლებებისგან? არ გჭირდება ღვთისმოსავი სახის მიღება და არც რაიმე რჯულის დაცვა, რათა გადარჩე. რადგან ჯვარცმულის რწმენით ხარ გადარჩენილი - უფლის სასამართლოსგან თავისუფალი ხარ!

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრისგან განთავისუფლი, რაც გღუპავს და ახლა შეგიძლია იცხოვრო როგორც მოგესურვება: გამოძღე, გამოთვრე, იმრუშო და ამასთანავე გქონდეს იმის იმედი, რომ ვერც ერთი ძალაუფლება ვერ განგსჯის ამ სამყაროში ან სიკვდილის შემდეგ. არა! შენ მოწოდებული ხარ სიკვდილიდან სიცოცხლეში, ეგოიზმიდან სიყვარულში, ეშმაკის მონობიდან უფლის მორჩილებაში, უფლის რისხვიდან ადამიანთა მომსახურებაში. ქრისტიანული თავისუფლება ამ ორი სიტყვისგან შედგება: „დან“ და „ში“, და არა მხოლოდ ერთ-ერთისგან.

აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან თავისუფლება სიყვარულითაა შემოსაზღვრული. ჩვენი სულიერი თავისუფლება მდგომარეობს სიყვარულში, რადგან სიყვარული - ქრისტიანობის არსი და გვირგვინია! რჯულში ვერ ვპოულობთ ვერაფერს, გარდა სიყვარულისა, რადგან სიყვარული რჯულის აღსრულებაშია. ნუთუ პავლე მოოგვიწოდებს რჯულის თავისუფლების მერე, რომ ისევ რჯული დავიცვათ? არა, სიყვარული არ არის ვალდებულება ქრისტიანისთვის, არამედ პრივილეგია და კმაყოფილებაა.ქრისტიანს თავად სურს უყვარდეს ყველა მთელი გულით. ღმერთი სიყვარულია, ის - მოწყალება, თანაგრძნობა და სიკეთეა და ის ასწავლის თავის შვილებს არა ფარისევლური სიყვარულით ცხოვრებას, არამედ ისეთით, რომელიც ჩანს ადამიანისადმი მომსახურების პრაქტიკაში. ცხადია ეს ღვთაებრივი სიყვარული ად გამომდინარეობს ადამიანისგან, არამედ სულიწმიდა, რომელიც მასშია, არის თავად ღვთის სიყვარული. ის აღგვძრავს სიყვარულისამებრ მოვიქცეთ, როგორც ქრისტემ მისცა თავისი თავი დაუმორჩილებელთა გამოსასყიდად.

გიყვარს თუ არა შენი მტრები და ლოცულობ თუ არა მათთვის? გიხარია თუ არა, როდესაც სულიერ ძმას ხედავ, რომელიც შენკე მოდის გზად? ფიქრობ თუ არა იმაზე, როგორ დაეხმარო მეზობელსა თუ მეგობარს საქმეში, თუ უბრალოდ თანაუგრძნობ მათ და არ უწვდი დახმარების ხელს? როგორ ტარდება კრებები შენ ეკლესიაში? არის თუ არა ის მშვიდი საუბრის გარემოცვაში, თუ ყველა ცდილობს საკუთარი აზრი გამოთქვას? ვინც აბუქებს სიტუაციებს და ხელების ქნევით საუბრობს, ის შლის ეკლესიას. ქრისტემ ნეტარები თვინიერებს უწოდა, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ სამეფოს. ქრისტიანული თავისუფლება არ არის ეგოიზმში და არ ემსახურება საკუთარ კმაყოფილებას, არამედ ათავისუფლებს ადამიანს სიყვარულით მსახურებაში. განთავისუფლდი თუ არა საკუთრი თავისგან და გახდი თუ არა მწიფე სხვების მიმართ სიყვარულში?

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, შენ - სიყვარული ხარ, რომელიც ჩვენ გამო ჯვარცმულ ქრისტეში გამოვლინდა. აავსე ჩვენი გულები შენი არსებით, რათა დაგვავიწყდეს საკუთარი თავი და ვემსახურებოდეთ ადამიანებს სულიწმიდის ძალაში; არ ვცხოვროდბეთ საკუთარი თავისთვის, არამედ მოგიძღვნათ თავი შენ; რათა გარდავისახოთ სიყვარულით ჩვენ მეგობრებთან, მტრებთან, ძმებთან თუ ნათესავებთან ერთად; რათა აღარ ვიყოთ ეგოისტები, არამედ შენი მონები და მსახურები!

კითხვა:

  1. რითია შემოსაზღვრული ქრისტიანული სიიყვარული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:41 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)