Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 025 (Stand fast in the liberty of Christ)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

1. იდექით ქრისტეს თავისუფლებაში (გალატელთა 5:1-12)


გალატელთა 5:7-12
7 კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? 8 ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი. 9 მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. 10 და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. 11 მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა. 12 ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.

ქრისტიანების ცხოვრება ჰგავს სირბილში შეჯიბრს. მორბენალები გაჩერდნენ შუაში და დაიწყეს კამათი იმის შესახებ თუ რა არის ამ შეჯიბრის მთავარი მიზანი, და ღვთაებრის წესრიგზე და ასევე მისი ჩატარების სისწორეზე. მატყუარებმა მორწმუნეებში ჩათესეს ეჭვები და ისინიც გადავიდნენ გზიდან, რომელიც ჭეშმარიტია, მოდუნდნენ, წაბორძიკდნენ და ერთი მეორეს მიყოლებით დაეცნენ.

პავლემ დაუძახა მათ შორიდან და უთხრა: „არც ღმერთს მოუტყუებიხართ და არც ქრისტეს მოუცია თქვენთვის ეს რჯულისკენ მიდრეილი იდეები: პირიქით, მან გაგანთავისუფლათ რჯულის დაცვისგან. მაცდუნებელი ანტიქრისტე მოვიდავთქვენთან კეთილშობილის სახით. თქვენ გონებაში შეაღწიეს შხაიანმა აზრებმა, როგორც საფუარი ხვდება ცომში და აფუებს მას. არ მისცეთ უფლება ურჯულო აზრებს შეაღწიონ თქვენ გონებაში, რადგან წმიდა სული ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, რაც რწმენას რაიმესთან აზავებს. უფლის მადლი შეუდარებელია და ვინც მოდის და კეთილი საქმეებით ვაჭრობას იწყებს, ის უკუაგდებს გადარჩენას.“

პავლე არა მხოლოდ ფილოსოფიურად მსჯელობდა ამ საკითხებზე ობიექტურად, არამედ ლოცულობდა თავის ეკლესიებე და უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი ევედრებოდა, რომ მყარად და მტკიცედ მდგარიყვნენ მადლში. ლოცულობდა იქამდე, სანამ არ მიიღო პასუხი უფლის სულისგან, რომ მისი ძმები, რომლებიც იცებოდნენ, გადარჩებოდნენ და არ მოხვდებოდნენ ეშმაკის ხაფანგში. ასევე მიიღო დამოწმება, რომ ეკლესია მყოფი მატყუარები დაეცემიან და დაისჯებიან, რადგან შეაწუხა უფლის ეკლესია და სულისგან შობილებში თესავდა სიცრუესა და ეჭვს.

ვაი პასტორს, ეპისკოპოსს, გუნდში მომღერალს და ნებისმიერ მსახურს, ვინც თავის ეკლესიას სუფთა და მადლის სახარებას არ უქადაგებს. ის განისჯება, შესაძლოა სხვებზე მეტადაც. რადგან უფალმა მხოლოდშობილი ძე გასწირა და როგორ შეუძლია მატყუარას იქადაგოს, რომ საქმეები და რჯული გადარჩენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა? ეს სწავლება ზეციდან კი არა ჯოჯოხეთიდანაა.

შესაძლოა ცრუმასწავლებლები ამბოდნენ, რომ თავად პავლე - წინადაცვეთილია და რომ მან წინდაცვითა ტიმოთეც, რომელსაც დედა ებრაელი ჰყავდა. საპასუხოდ პავლემ მოკლედ თქვა, ფაქტი იმის შესახებ, რმო იუდეველები უთვალთვალებენ მას ისაა, რომ მან არ დაამახინჯა ქრისტეს ჯვარცმა, და ყველა სხვა გგზად თვლიდა მცდარს. ჯვარი - პავლეს განძია, ხოლო იესოს სიკვდილი - მორწმუნეების საუკუნო სიცოცხლის მიზეზეი.

პავლე აღიარებდა, რომ არ არსებობს გადარჩენის სხვა გზა, ჯვარცმული ქრისტეს გარდა და ის ამ გზას ედგა, აუწყებდა სამართლიანობას, რომელიც მთელი ერებისთვის იყო. ამიტომაც აღუდგნენ იუდეველები, რადგან სწამდათ, რომ წინადაცვეთის გარეშე ვერავის ექნებდა ურთიერთობა ღმერთთან.პავლეს მოკვლაც კი უნდოდათ, რადგან იცოდნენ, რომ სახარება - რჯულს უაზრობა ხდიდა. პავლე იტანჯებოდა ამ ხალხის ბოროტი განაზრახების გამო და სურდა სადმე გამქრალიყვნენ, რომ ვერაფერი ევნოთ ეკლესიისთვის. როგორც იესო ამბობდა რომ ხეს, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს უნდა მოიჭრას!

ლოცვა: ჯვარცმულოდა აღმდგარო იესო, გამოსცადე ჩვენი გულები და აზრები და გვამხილე ყველა განზრახვაში თუ მოქმედებაში, რომლითაც თავად ვცდილობთ მივაღწიოთ გადარჩენას. აღმოფხვერი ჩვენიდან დაუმორჩილებლობის ფესვი, რათა დაგემმორჩილოთ რწმენით შენ სრულ გადარჩენაში, რომელიც უსასყიდლოდ მოგვეცა! განგვამტკიცე შენ ყოვლისშემძლე მადლში, რათა სულიწმიდის ძალით ვლახავდეთ ცდუნებებს და გადამწყვეტად, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოდეთ სახარების სამართლიანობისთვის, შენი სახელის განსადიდებლად!

კითხვა:

  1. რას აკეთებდა პავლე იმისთვის, რომ მისი ეკლესიის წევრები ჭეშმარიტებაში მოქცეულიყვნენ, ხოლო მატყუარები სათანადოდ დასჯილიყვნენ უფლის მიერ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:39 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)