Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 024 (Stand fast in the liberty of Christ)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 4: რჯულისგან განთავისუფლება - სულიწმიდაში ცხოვრების საფუძველია (გალატელთა 5:1 – 6:18)

1. იდექით ქრისტეს თავისუფლებაში (გალატელთა 5:1-12)


გალატელთა 5:1-6
1 თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს. 2 აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან. 3 და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. 4 თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს. 5 ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს; 6 ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

რომაელების დროს მილიონობით ტყვე ირიცხებოდა. ტყვე თავისუფლდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდიდა ან მოიტანდა შეგროვებულ ფულს ტაძარში, მისი ფასის შესაბამისად, რის შემდეგაც ტყვე თავისუფლდებოდა და ხდებოდა იმ ტაძრის ღმერთის მონა. მაშინ აღარ აძლევდა ნებას ვინმეს ეუფლა მასზე, რადგან თავისუფალი ხდებოდა იმ ტაძრის უფლის ძალაუფლებაში.

ამგვარი და ათასჯერ მეტად აღმატებული გზით გვიყიდა იესომ და გამოგვისყიდა მონობისგან, გაგვანთავისუფლა ცოდვისგან, სიკვდილის შიშისგან და განკითხვისგან, გადაიხადა რა ამაში თავისი სისხლის ფასი, საკუთარი სიცოცხლე, რათა ჩვენ კეთილი ნებით და სიყვარულით გავმხდარიყავით მისი მონები. ჩვენთვის აკრძალულია ჩვენი ცხოვრების სხვისთვის დაუფლება, ერთის გარდა, რომელმაც გამოგვისყიდა და საკუთარი სიცოცხლე დადო ჩვენი თავისუფლებისთვის. თავისუფალი ხარ ბოროტების მეფობისგან, ეშმაკს აღარ აქვს შენზე ძალაუფლება, რაგან ქრისტეს მეფობაში ცხოვრობ და მისი ძლევამოსილების ქვეშ აფარებ თავს.

თუმცა თუ ნებით მიატოვებ უფალს და არ მოგინდება, რომ მან იუფლოს შენზე, თუ დაიწყების საკუთარი თავის განწმედას რჯულის საქმეებით, იქნები ხომალდის მსგავსი, რომელმაც ღუზა რჯულის ყურეში ჩააგდო და ვერ შეძლებ ღუზის ჩაგდებას ქრისტეს ყურეში, რადგან ღუზის ორგან ერთდროულად ჩაგდება არ ხდება. ან მშვიდობას დაიმკვიდრებ ქრისტეში, ან თავის მოწონებას და წარმოჩენას დაიწყებ რჯულში. ხოლო, ვინც წინადაცვეთას იღებს, რაც რჯულის სიმბოლოა, რომელიც ადასტურებს განწმედას და ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას, ის სავსებით აცდენილია ჭეშარიტებას და ცდება თავის აზრებში.

წინადაცვეთას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, სამედიცინოს თუ არ ჩავთვლით. ის არაფრითაა კავშირში გულის სიწმინდესთან ან უწმიდურებასთან. ძველი აღთქმის თანახმად, ყველა ცინადაცვეთილს უნდა დაეცვა რჯულის ყოველი კანონი, ყველა მცნება და დადგენილება და გამხდარიყო რჯულის მონა. და როდესაც რომელიღაც წარმართი წინადაცვეთის მეშვეობით თავს უკავშირებდა რჯულს, ის შორდებოდა მადლის აღთქმას, შორს დგებოდა ქრისტესგან და კარგავდა უსასყიდლო გადარჩენას. შეუძლებელია ემსახურო ჯვარცმულ ქრისტეს და რჯულსაც, რადგან ან მადლში დგახარ ან ემორჩილების რჯულის სულს და თავს უკავშირებს ათას დადგენილებას, წეს-ჩვეულებასა და თავს სასიკვილოდ წირავ. ვინც საკუთარი თავის გამართლებას ცდილობს, ის სრულიად უარყოფს ქრისტეს!

ქრისტეს მიწებებული, ვერავინ იტყვის და არავინ თვლის, რომ სრულყოფილია, მაგრამ სწყურია ის დღე, როდესაც მოვა ქრისტე და გახდის მას სრულყოფილს. განწმედის და სრულყოფის პროცესი ჩვენში დაწყებულია, მაგრამ მის დასასრულს მოთმინებით უნდა ველოდებოდეთ. ეს მოთმინება უნდა აღსრულდეს რწმენაში და მშვიდობაში - რაც სულიწმიდის ერთ-ერთი ნიჭია, რომელიც ამშვიდებს, ანუგეშებს და განამტკიცებს ადამიანებს თავიანთ სამართლიანობაში და მომავალი უფლის დიდებაში!

რწმენა, რომელიც დაფუძნებულია ურყევი ქრისტეს რწმენაზე, უბრალოდ პასიური დაიმედება კი არ არის ღმერთზე ან სულიერი უსაქმურობა, არამედ იმედი, რომელიც სავსეა საქმეში გამოხატული სიყვარულით. ცოცხალი რწმენის საიდუმლო - სულიერ აქტიურობაში, კეთილ მსახურებაში, სწორ და სამართლიან სახარებასა და სხვებზე ლოცვაშია. ასეთი რწმენა მხოლოდ საკუთარ სარგებელზე არ ფიქრობს - ის თავისუფალია ეგოიზმის ჯაჭვებისგან და ძალუძს უფლის მომსახურება და თავმდაბლობაში დარჩენა. აქ არაა სხვაობა წინადაცვეთილსა და წინადაუცვეთელსშრის - ყველა, ვინც მომსახურებას საჭიროებს, იმსახურებს ამას, ხოლო ვინც საქმით მსახურობს, ის თავისი რწმენის ჭეშმარიტებას ადასტურებს.

ალბათ ფიქრობ, რომ პავლეს პრობლემები რჯულით მავალ ხალხთან შორსაა ჩვენი ეპოქის პრობლემებისგან. სინამდვილეში კი იგივე ბოროტებაში ვცხოვრობთ, ახლაც არ ენდობიან ადამიანები ღმერთს, თავადვე ცდილობენ მოაგვარონ ყველაფერი. რწმენაში კი არა საკუთარ თავდაჯერებულობაში და ეგოიზმში ცხოვრობენ. ვინც საკუთარ თავს ენდობა, ის აღარ ენდობა ღმერთს. ვინც ილტვის წარმატების მოპოვებისკენ და სულიერად სრულყოფისკენ საკუთარი ძალებით, ის კვლავ აკრავს ქრისტეს ჯვარზე და რჩება რჯულის დამცველად, რომელმაც თავის ცხოვრებაში მადლის მოქმედება ვერ მიიღო.

შეიძლება თქვა, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მიგვიყვანოს პასიურ უფალზე დაიმედებაზე. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ რწმენა თავისი ბუნებით მოქმედებს ქრისტეს ჯვრის გამო მადლიერების დროს. თავად ქრისტეს ჯვრის ცხოვრება და მაგალითი გვასწავლის მსხვერპლიანობას. ამიტომ აღარ ვცოცხლობთ ჩვენთვის, არამედ ვთავისუფლდებით ეგოიზმისგან და სიყვარულით ვემსახურებით ღმერთს, არ ვიცოდებთ რა საკუთარ თავს სხვების გამო.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა რომ მოკვდი ჩვენს გამო და გადაიხადე ფასი ჩვენ გამოსასყიდად. დაგვეხმარე, რომ აღარ მივუბდუნდეთ რჯულის პრიინციპებს და არ ვეცადოთ საკუთარი ძალებით რაიმეს აღსრულებას. დაე მოგეკრათ შენ სამუდამოდ და აღარაფერში ვეძებოთ ხსნა. დაგვეხმარე შენი სიყვარულის სქმეები ვაკეთოთ, უბრალო ფილოსოფიებს მოვეშვათ სიყვარულის შესახებ და ვიქცეოდეთ შენი სიკეთის სიმდიდრისამებრ ჩვენ სულიერ ცხოვრებაში.

კითხვა:

  1. რატომ აშორებს რჯული ადამიანს ქრისტესგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:37 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)