Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 015 (The favored of the Lord are not the Jewish people in themselves, but only Christ and those who follow him)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

3. კურთხევის მემკვიდრეები იუდეველი ერი კი არა, მხოლოდ ქრისტე და მისი მიმდევრები არიან (გალატელთა 3:15-18)


გალატელთა 3:15-18
15 ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ გააუქმებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს. 16 ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე. 17 ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული. 18 ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.

ფიქრობ თუ არა რომ ღმერთს უყვარხარ შენი სამართლიანობისა და ძალისხმევის გამო?

ჯერ კიდევ ვერ მიხვდი როგორი ბოროტია შენი გული და როგორი დიდებულია უფლის სიყვარულის საიდუმლო? ღმერთს თანაბრად უყვარს ბოროტები და კეთილები, ღმერთმა თავისი ძე მისცა ორივეს გამო. ვინც სულიწმიდაში ცხოვრობს იცის, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ბოროტი, უხამსი და ცოდვილია. წმიდები განუწყვეტლივ ინანიებენ, რადგან აცნობიერებენ საკუთარ მდგომარეობას. ჯვარცმული კი ამართლებს მათ.

სავარაუდოდ რჯულის მცოდნეები მივიდნენ გალატელთა ეკლესიაში და დაიწყეს მცდარი და ცრუ სწავლება, იმასთანავე ასწავლიდნენ იმას, რომ უფლის მადლი და კურთხევა მხოლოდ აბრაამის შთამომავლობისთვისაა. ამიტომ არწმუნებდა გზააბნეულ გალატელებს წმიდა წერილიდან, კონკრეტულად კი დაბადებიდან. გამოთქმა „აბრაამის თესლი“ არ ნიშნავს მის ხორციელ შვილებს ან შვილიშვილებს, არამედ ერთ ადამიანს ეკუთვნის, კონკრეტულად კი ქრისტეს, რომლის მეშვეობითაც იკურთხება მთელი დედამიწის ერები! აქ ნაციონალიზმზე არაა საუბარი, ეს ებრაელი ერის აღთქმა კი არაა, არამედ ქრისტესი, რადგან მასში აღსრულდა ყველა აღთქმა! ვისაც სწამს, ეწებება მას, არის მასში, ხდება უფლის ყველა აღთქმის თანამოზიარე და ზეიმობს გამარჯვების გამო.

უფლის აღთქმა უფლის მადლით აღსრულდა. ის სამართლიანობის გამო არ მოხდა, რადგან რჯული მოსამართლესავით მოვიდა აბრაამის შემდეგ 500 წლის მერე, მოსეს დროს. ასე რომ აღთქმა უფლის კურთხევის შესახებ ჯერ კიდევ რჯულამდე იყო და არაფერი კავშირი არ აქვთ მათ ერთმანეთთან. ეს უფლის საიდუმლოა ჩვენი ეპოქისთვის - მადლი ეძლევა მხოლოდ მას, ვინც არ არის მისი ღირსი!

ასეთი სწავლება ტრადიციეიბსთვის და მსოფლიო რელიგიებისთვის უცხოა. უფლის მადლის ზეციდან არც ჩვენ ლოცვებს ჩამოჰყავს, არც საქმეებს, არც ქებას, არც მიძღვნას, არც აღორძინებას, არამედ მადლი მოდის ჩვენთან მხოლოდ ქრისტეს მიზეზით. ვისაც სწამს ქრისტე ის იწმიდება, ვინც არ უნდა იყოს: ქრისტიანი, ბუდისტი, მუსულმანი, იუდეველი თუ ათეისტი. ვინც მყარად ეჭიდება ჯვარს და ღებულობს ცოდვების პატიებას ღვთის კრავის სისხლის მეშვეობით, ის სამუდამოდ მართლდება. ადამიანი, რომელიც არ ითვლება „ქრისტიანად“, მაგრამ ირწმუნა ქრისტე, მეტდ წმიდაა, ვიდრე ის ვინც დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში, მაგრამ ვისაც არ სწამს ქრისტესი.

ლოცვა: მამაო აგამაღლებთ, რადგან ყველა აღთქმა შეასრულე და გამოავლინე შენი მადლი შენ ძეში. თაყვანს გცემთ და გეჭიდებით, რათა ვიყოთ შენი სიყვარულის ძალის თანამოზიარენი. დაგვეხმარე, რომ არ მივენდოთ საკუთარ ღვთისმოსაობას, დაე მოვინანიოთ და გავნახლდეთ შენ სიყვარულში. რადგან ვცოხოვრობთ რა შენი მადლით და ვარსებობთ შენი წყალობით!

კითხვა:

  1. ვინ არის უფლის აღთმის, აბრაამის შთამომავალი და მოზიარე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:14 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)