Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 014 (Christ delivered us from the curse of the Law and brought the blessing of Abraham on all nations)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 3: რჯული და სახარება: მათი მიზნები და შედეგები (გალატელთა 3:1 – 4:31)

2. იესომ წყევლის რჯულისგან გაგვანთავისუფლა და აღასრულა აბრაამის კურთხევა ყველა ერისთვის (გალატელთა 3:6-14)


გალატელთა 3:11-14
11 ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით. 12 ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. 13 ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”. 14 იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.

პავლემ დაუმტკიცაა გალატეში ეკლესიებს, რომ ის ვინც აშენებს საკუთარ ცხოვრებას მოსეს კანონზე, ის მხოლოდ წყევლას, დაღუპვას და სასაამართლოს მოიმკის. ყოველი რელიგიური ადამიანი, ვინც მკაცრად იცავს მას, ტყუვდება, რადგან არც დღესასწაულების დაცვა, არც წინადაცვეთა, არც დაზეპირებული ლოცვების კითხვა, არც მომლოცველობა, არც შესაწირავები - ვერაფერი გიშველის, სანამ სენი ცოდვები შენ წინააღმდეგ დგანან და ბრალს გდებენ და ვერ ჩაახშობ მათ ძახილს.

შეილება გალატები სვამდნენ კითხვას: რა შეგვრჩება თუ კი მოსეს კანონის მიხედვით არ ვცემთ თაყვანს უფალს? წარმართთა მოციქული პასუხობდა მათ: „მართალი რწმენით იცოცხლებს“. სამართლიანობა რწმენით მადლის მეშვეობით აღსრულდება. ვინც ირწმუნებს - იცოცხლებს, რადგან უფლის ახალი სიცოცხლე ივანებს ადამიანში მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მყარად ეჭიდება ქრისტეს და მის გამოსყიდვას. დიახ, რჯულში არის აღთქმა, რომ ვინც უდაიცავს მათ იცოცხლებს. მაგრამ რამდენადაც ეს ვერავინ შეძლო, ყველანი განწირულნი ვართ წყევლისთვის.

ჩვენში არაფერია კეთილი, რჯული კი საკუთარი საქმეებისკენ და ადამიანურ შესაძლებლობებზე დაყრდნობისკენ აღგვძრავს. ვფიქრობთ, რომ კეთილები ვართ, სინამდვილეში კი ცოდვილები და დაღუპვისკენ მიმავალი დამნაშავეები ვართ!

ასეთები იყვნენ ფარისველები, მწიგნობრები და რჯულის დამცველები იესოს დროს და მათ არ ირწმუნეს მისი და არ მოინანიეს, რადგან კმაყოფილები იიყვნენ საკუთარი თავით. მორწმუნე კი არ ენდობა საკუთარ თავს, არ აღიარებს რომ ცოდვილია და არ სთხოვს უფალს მადლს პატიებისთვის. ჭეშმარიტი რწმენა გათავისუფლებს თვითდაიმედებისგან. ჭეშმარიტად მორწმუნე აღიარებს, რომ არაფერია მასში კარგი და სჭირდება გადარჩენა.

გამოთქვა რა თავისი მოსაზრეებები პავლემ რჯულსა და რწმენზე, იგრძნო, რომ მისი ეკლესიის წევრები ასე იფიქრებენ: „უფლის წყევლა ჯერ კიდევ ჩვენზეა. როგორ უნდა გადავრჩეთ? ნუთუ მხოლოდ რწმენით?“ ამ კითვებმა გაახარა პავლე და მან თავის საყვარელ დებსა და ძმებს ჯვარცმული იესოსკენ მიუთითა. ჯვარი ითვლებოდა რა რომაელებისთვის სირცხვილის ძელად, არ იყო განკუთვნილი რომაელი დამნაშავეებისთვის, არამედ მხოლოდ მონებისა და უცხოტომელებისთვის.

რამდენადაც წმიდა იესო ეკიდა სირცხვილის ძელზე როგორც წყეული დამნაშავე, ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ მოწყალე ღმერთმა ჩვენი ცოდვები აზიდა იქ, გააუქმა ჩვენი წყევლა და საკუთარი სიკვდილით გაგვამართლა. იცოდე, ჩემო კარგო, რომ თავად წმიდა ღმერთი გახდა წყეული ჩვენს გამო! როგორი ღრმაა უფლის სიყვარული ჩვენ მიმართ - აიღო საკუთარ თავზე გასამართლება და რიცხვა, რათა მიგვეღო უფლის აღთქმული, რომელიც აბრაამში მივიღეთ.

რაში მდგომარეობდა აღთქმა? სულიწმიდის გადმოსვლა ადამიანებზე და უფლის ურთიერთობა ადამიანთან. ვისაც ჭეშმარიტად სწამს ქრისტესი, მასში უფლის სულია. სხვა ადამიანებს კი, რელიგიურებსა და მათ ვისაც არ სწამთ ღვთის ძის, არ ჰყავთ სულიწმიდა, ვერ გრძნობენ მას და ვერც მისი ნაყოფები მოაქვთ, რადგან მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით ვიღებთ მის წმიდა სულს!

ლოცვა: მადლობას გიხდით, უფალო იესო, რადგან ჩვენ გამო მოკვდი ძელზე. ჩვენი ადგილი დაიკავე, რათა გვეცოცხლა თავისუფლად სამართლიანობაში და სიწმიდეში. მადლობა შენი დიადი სიყვარულისთვის. სრულად გაგვანთავისუფლე საკუთარ თავზე დაიმედებისგან ან ადამიანურო ძალებისგან, რათა შენ მოგაგებდეთ უწინ პატივს სრულყოფილი რწმენით და შენ ძლევამოსილებაში ვცხოვრობდეთ!

კითხვა:

  1. როგორ გავნთავისუფლდით რჯულის წყევლისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 01:12 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)