Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 011 (Paul surpasses Peter in standing fast in grace)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

4. პავლეს უპირატესობა პეტრეზე მადლის მტკიცე ნდობაში (გალატელთა 2:11-21)


გალატელთა 2:17-19
17 ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! 18 ვინაიდან თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით დამნაშავედ ვხდი ჩემს თავს. 19 მე რჯულის მეშვეობით მოვკვდი რჯულისთვის, რათა ღვთისთვის ვიცოცხლო!

პავლე ყურადღებით აკვირდებოდა პეტრეს, ყველა რჯულის დამცველსა და წარმართ ძმებს ვინც გარშემო ეკრა და უთხრა ყვეკა მერყევს: „ვინც ფიქრობს, რომ სამართლიანობა, რომელიც ქრისტერ მიერ გამზადდა ჩვენთვის, არ არის საკმარისი, ის ფიქრობს რომ საკუთარი ძალებით მიაღწევს ხსნას ადამიანურად. ასეთები ტყუვდებიან და მოწმობენ, რომ ჯერ ისევ ცოდვილები არიან, რომელთაც არ სჭირდებათ გამართლება და ქრისტეს მათში სრული გამარჯვება არ აღუსრულებია. ვინც ფიქრობს, რომ რჯულის დაცვით, საჭმლისა და სასმლის და ხორციელი განბანით შეძლებს შინაგანად განიწმიდოს, ის თავისი საქმეებით ადასტურებს, რომ ქრისტემ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ცოდვა და ცოდვა მასზე ძლიერია. გამოდის, რომ ქრისტე - ცოდვის მონაა! სრულ მადლში ეჭვის შეტანა, ნიშნავს და უდრის ქრისტეს შეურაცხყოფას!" სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ დროში მრავალი მორწმუნე ორჭოფობს მადლსა და რჯულზე, ვერ ხვდებიან რა, რომ ქრისტეს მადლზე სრული მინდობის გარეშე ისინი ამცირებენ მას, მის მსხვერპლს და მის დიდებას.

პავლემ დატოვა რჯულის სულიერი სახლი, რადგან სული შეუღონდა. მან უკვგე დაამსხვრია მის გულში ყველა რჯულის კედელი და აღარ ცხოვრობდა იმ სიბნელეში, რომელშიც ყველა სარკე ადასტურებდა, რომ ის დამნაშავე და დასაღუპავად გამზადებული იყო. ამიტომაც პავლე სამსჯავრო რჯულის სახლიდან გადავიდა ქრისტეს სამეფოში და იქ დარჩა. მას არ სურდა ძველი სახლის შენება, რადგან რაიმე დადგენილებების აღსრულებას მხოლოდ მსჯავრდადებასთან მივყავართ.

ამასთანავე, პავლე რჯულის მიხედვით მოუკვდა თავის სიამაყეს. მან შეწყვიტა საკუთარ სამართლიანობაზე დაიმედება. ის თავს უფლის რისხვაში განკითხულს და უკუგდებულს ხედავდა. ასევეა ყველა, ვინც თავის ცხოვრებას რჯულზე ამყარებს, მას არ აქვს იმედი, არამედ ფარისევლურად ემსახურება საკუთარ თავს!

უცნაურია, რომ პავლე როდესაც რჯულის დამცველი იყო ეს არ ესმოდა, მაგრამ როცა ქრისტე ეჩვენა მას სრული დიდებით, ის იმწამსვე მიხვდა თავის მდგომარეობას. მაშინ დაიმსხვრა მისი რჯულის რწმენა და მიხვდა, რომ ყველა მცდელობამ ვერ მიაახლოვა ის ღმერთს, არამედ მხოლოდ უფლის შვილის მტრად გახადა! მიხვდა რა ამ უდიდეს ჭეშმარიტებას, პავლე რჯულის დამცველთა ცრუ სამართლიანობის წინააღმდეგ ღდგა და ჩაეჭიდა მადლს, რომელიც ქრისტეს სისხლის მეშვეობით გვამართლებს. აღარ სჯეროდა მეტად თავისი საქმეებით გამართლების, არამედ ცხოვრობდა უფლისთვის და მართლდებოდა მადლით!

გალატელთა 2:20-21
20 ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის. 21 არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!

პავლე მთელი არსებით მოწმობდა პეტრეს წინაშე საკუთარ რწმენაზე. ის ამტკიცებდა, რომ რწმენა მხოლოდ აზრებისგან არ შედგება, ან მხოლოდ ცოდნისგან და მტკიცებულებებისგან. რწმენა ასევე ნიშნავს სიკვდილს საკუთარი თავისთვის და ცოდვისთის და ახალ ცხოვრებას ქრისტეში. პავლე ჩვენი რწმენის არსს ჩაწვდა საუბრობდა რა ჩვენ ჯვარცმაზე ქრისტესთან ერთად და მასთან ერთად აღდგომაზე და რომ ეს ყველაფერი ღვთაებრივ ცხოვრებას ნიშნავდა. ის ვინც უერთდება ქრისტეს, კვდება მასთან ერთად და შორდება ცოდვას, რჯულს, სიკვდილს, ცდუნებებსა და სხვა გრძმობებს, ვინაიდან ქრისტეს სიყვარული გვასწავლის ცოდვის შეზიზღებას და გადამწყვეტად მის უარყოფას. ამავდროს მორწმუნეები ხედავენ თუ როგორ მუშაობს მათში სულიწმიდა. ეს სული არის ქრისტეს სიცოცხლე და მისი პიროვნება. ქრისტიანს სრული თავმდაბლობითა და დაჯერებულობით შეუძლია თქვას: „ქრისტე მთელი თავისი სისრულით ცხოვრობს ჩემში".

ეჭვგარეშეა რომ ეს რწმენ ჩვენში ვლინდება ცხოვრების შეცვლით და არა საკუთარი სრულყოფილების გამოცხადებით, რადგან ბრძოლა ხორცსა და სულს შორის არ სრულდება ჩვენში დღე და ღამე. და მასინ როდესაც რწმენით ვუერთდებით ღვთის ძეს, ის გვპირდება სრულყოფას საკუთარი მადლის მეშვეობით, ვინაიდან ის ცოცხალია, ვუყვარვართ და ამტკიცებს ამ სიყვარულს იმით, რომ მოკვდა ჩვენს გამო. შეგვიძლია დაგიმოწმოთ, რომ ქრისტეს პირადა უყარხარ, მოკვდა შენთვის და აღდგა შენი გამართლებისთვის. არ ხარ მარტო, ის შენთანაა. ის მოგცემს გამარჯვებას და გაგხდის სრულყოფილს, თუკი იქნები მასში და არ განცალკევდები მისგან.

მოციქული პავლე ამბობს: „ვერ გადარჩები სამართლიანობით, ვერც მცნებების დაცვით, არც წარმომავლობის გამო და არც რომელიმე უნივერსალური დიპლომის ქონით; შეგიძლია გადარჩე მხოლოდ ქრისტეს მადლით. თუკი რწმენით მიეკრობი ღვთის კრავს, აღარიქნება საჭირო საკუთარი სამართლიანობა. თუ ფიქრობ რომ ქრისტეს სამართლიანობას საკუთარიც უნდა მიუმატო, ამითი აცხადებ რომ ქრისტემ საკუთარი სიკვდილით ვერ შეძლო შენთვის ცოდვების პატიება და მას ცრუდ ხდი! ჩვენ კი ვადიდებთ მას, რადგან შეარიგა ქვეყნიერება ღმერთს. ვისაც სწამს ის გამართლდება, ვინც იცნობს ქრისტეს ის ამაღლებს მადლს, როგორც ერთადერთ გზას გადასარჩენად.

პავლემ თავის მკითხველს ისიც აუხსნა, რომ ქრისტეს მოციქულია, წარმართთათვის დაყენებბული, რომ პეტრეზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ეთანხმება მას გადარჩენის საკითხში. როცა პეტრემ შესცოდა, პავლემ ამხილა ის, პეტრემ კი ვერაფერი თქვა მის წინააღმდეგ. პავლემ ნამდვილად დაამტკიცა, რომ ქრისტეს მოციქულია და რომ მან გაგვანთავისუფლა იუდევლური მსახურებისგან და ტრადიციებისგან. ჩვენ არ ვართ რჯულის ხალხი, არამედ ვცხოვრობთ ქრისტეში და მისი მადლით ვართ.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით და აგამაღლებთ, რადგან სრული გამოსყიდვა მოგვეცი და საბოლოოდ გაგვამართლე. არ სჭირდება ამას ჩვენი არასრულყოფილი საქმეების მიმატება. დაგვეხმარე გავხდეთ შენი სიკვდილისა და აღდგომის მონაწილეები და მოვუკვდეთ ცოდვას, რჯულსა და ქვეყნიერებას. დაე ვიცხოვროთ შენში ისევე, როგორც შენ ცხოვრობ შენი ძალაუფლების სისრულეში, გვიყვარდე რადგან ჯერ შენ შეგვიყვარე. შენ ყოვლისშემძლე ღმერთის ძე ხარ, ჩვენი მხსნელი და სრულმყოფელი!'

კითხვა:

  1. რა არის ჩვენი რწმენის არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 12:56 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)