Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 251 (The Traitor's End)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

18. იუდას აღსასრული (მათეიესო 27:3-5)


მათეიესო 27:3-5
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; 4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი. 5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
(მათე 26:15; საქმეები 1:18-19)

იუდა გაქვავდა დაინახა რა, რომ მისმა მასწავლებელმა პოლიტიკური გადატრიალება არ მოახდინა. მან ძლიან ინანა, რომ იესოს სიკვდილს ხელი შეუწყო. მსაგსი სინანული, ნამდვილი მონანიების გარეშე ქმნის სასოწარკვეთას. სინამდვილეში იუდამ აღიარა თავისი ცოდვა მღვდელმთავრებთან, თუმცა მათგან მოწყალება არ მიუღია.ახლა მას შეეძლო ემტკიცებინა ქრისტეს უდანაშულობა და ღალატოსთვის აღებული ფულიც ტაძრის იატაკზე დააგდო. მაგრამ მისი აღიარება ჭეშმარიტი მონანიების საწყისი არ ყოფილა, არამედ ცოდვის შედეგი. ბოლოსდაბოლოს იუდამ თავი მოიკლა. როდესაც თოკი მოჭრეს, თავით ძირს დაეცა, მისი მუცელი გასკდა და მთელი მისი შიგნეულობა ძირს გადმოსცვივდა (საქმეები 1:18).

აზრი იმის შესახებ თუ რა გააკეთა მან, მას აგიჟებდა. ოცდაათი ვერცხლი თავდაპირველად გამოიყურება მიმზიდველად, თუმცა როდესაც ღალატი აღსრულდა, ვერცხლი აღარაფრად ღირდა. შეგიძლლიათ წარმოიდგინოთ, როგორ საუბრობდა იუდა საკუთარ თავთან: „რა გავაკეთე! როგორი სულელი ვარ, ცუდი ადამიანი, ჩემი უფალი გავყიდე, დავკარგე ჩემი ნუგეში და სიხარული მასში, რააღაც დაწყევლილი ფულისთვის. პასუხის გაცემა მომიწევს ამ ბოროტებისთვის, რომელიც მის მიმართ ჩავიდინე. ჩემს გამო შებოჭეს, გაასამართლეს, აფურთხეს და სცემეს!“

ასე დაწყევლა იესომ თავისი ქისა, ასეთი სასურველი ფული, მღვდელმთავრები ვისთანაც შეიკრა. უფლის მოწყალება ფიქრმა იუდას გული გახლიჩა და საკუთარი თავის განკითხვამდე მიიყვანა. ის დარწმუნდა უფლის სიტყვების სისწორეში: „ერჩივნა ასეთ ადამიანს, სულ არ დაბადებულიყო“.

ღვთის მადლი მხოლოდ რაღაც გარკვეული პერიოდია შეთვაზებული ჩვენთვის და ვერავითარი ფული ამას ვერ ჩაანცვლებს. „თბილი მორწმუნეებისთვის“ იუდას ბოლომ გაიჟღერა, როგორც მოწოდებამ მონანიებასა და მობრუნებაზე.

ლოცვა: უფალო იესო, გაქებთ, რადგან შენ მოღალატეს მეგობარი უწოდე. საიდუმლო სერობაზე შენ ის გააფრთხილე, რომ მობრუნებულიყო და მოენანიებინა, დაეტოვებინა თავისი ბოროტი ზრახვები, მაგრამ მოსმენა არ ინდომა. მას ფული უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე შენ. გვაპატიე ჩვენი ბოროტება და გაგვწმინდე ყოველი არასწორი აზრისგან და-ძმის წინააღმდეგ. დაე არავის ვუღალატოთ არასდროს განზრახ ან შემთხვევით! არ ვთქვათ ერთმანეთზე უარი და არ ვიყოთ გამუდმებულ კამათში, არამედ დავიცვათ ერთმანეთი!

კითვა:

  1. რატომ ჩამოიხრჩო თავი იუდამ და არ მოინანია ისე, როგორც ეს პეტრემ გააკეთა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:33 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)