Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 201 (The Second Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

4. მეორე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:14)


მათეიესო 23:14
14 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
(მარკოზი 12:40)

რელიგიური იუდევლებისთვის ფული ემსახურებოდა ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის კურთხევის გამოვლენას. ისინი იყნებდნენ რჯულის ცოდნას და ლოცვას გასამდიდრებლად. დადიოდნენ მდიდარ ქვრივებთან, აძლევდნენ მათ რჩევებს, რაც ეხებოდა მემკვიდროების კანონებს, რის შემდეგაც დიდი ხანი ლოცულობდნენ დაზეპირებული ლოცვებით. ლოცვების დროს მათი გონება ტყუოდა და ფიქრობდნენ, თუ რამდენი ფული უნდა მიეღოთ ამ ქვრივისგან. ქრისტემ გააქარწყლა ეს ფარისევლობა მთელი ხალხის წინაშე და ასეთ ლოცვებს უწოდა ,,ფუჭი“. მათ კი გამოუცხადა ,,ღვთის რისხვა და განკითხვა“ მათი ფარისევლობისთვის.

ქრისტე არ განიხილავს ყველა ხანგრძლივ ლოცვას ფარისევლობად. მათში კარგი რამეებიც, რომ არ იყოს არ იქნებოდა გამოყენებული, როგორც მოჩვენებითი ლოცვა, მაგრამ კონკრეტულად ის ლოცვები გამოყენებული იყო ტყუილისთვის და ემსახურებოდნენ ბოროტებას. თავად ქრისტე ატარებდა მტელ ღამეს ღმერთათ ერთად ლოცვაში და ასწავლიდა დაუღალავ ლოცვას. ჩვენ გვჭირდება ბევრი ცოდვის აღიარება, ბევრ საჭიროებაზე ლოცვა და მადლიერება უფლისმიერი წყალობის გამო, ამიტომ არის რის გამოც შეიძლება ილოცო ხანგრძლივად. მაგრამ ფარისევლების ხანგრძლივი ლოცვები შედგებოდა განმეორებებისა და თვალთმაქცობისაგან. ხალხი ხედავდა რა მათ ლოცვებს თვლიდნენ წმინდებად, ღვთისმოშიშებად, რომელთაც ზეცაში აქვთ პატივი. რათქმაუნდა ასეთ ადამიანებს შეიძლება ენდო და ქვრივებიც ანდობდნენ თავიანთ პირად საქმეებს და შვილებს. ფარისევლები კი ჰგავდნენ იმ ცხოველებს, რომელთაც თვალები ჰქონდათ გაფართოებული და ეძებდნენ მსხვერპლს. მათ გონებაში მხოლოდ დიდძალი ქონება და დიდი სახლები ტრიალებდა.

ვისაც სურს ღმერთის მსახურების ხარჯზე გამდიდრება, ის მძიმედ განკითხულ იქნება. ღმერთი სიყვარულია, მსხვერპლიანი სიყვარული და ის ვინც არ იღებს მსხვერპლს და არ ემსახურება, ის წმინდა ღმერთის არსს ლახავს. თუკი ადამიანი სხვის ხარჯზე ფარისევლურად ცხოვრობს, ნამდვილად ფარისეველია.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, დაგვეხმარე, რომ არ გამოვიყენოთ რელიგია გამორჩენის მიზნით, არამედ პირიქით ბევრი გავიღოთ შენი საქმისთვის, რათა განდიდდეს შენი სახელი. გაგზავნე შენი ერთგული მსახურები ქვრივებთან, რათა მათ კეთილი დარიგება მიიღონ. გვაპატიე თუ არ ვიზრუნეთ მარტოხელა ადამიანებზე, ვისაც არ ჰყავს მეგობრები ან ახლობლები. დაგვეხმარე გავუწიოთ მათ ნამდვილი დახმარება, გამუდმებით ვილოცოთ მათზე და ვემსახუროთ მათ.

კითხვა:

  1. რატომ არის უფლისთვის საზიზღრობა რელიგიის გამოყენება პირადი მიზნებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)