Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 140 (Peter Sinks Down)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

d) პეტრეს გწალზე გავლა (მათეიესო 14:28-36)


მათეიესო 14:28-33
28 მიუგო პეტრემ და უთხრა: "უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, რომ წყალდაწყალ მოვიდე შენთან”. 29 უთხრა: "მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო. 30 მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: "უფალო, მიხსენი!” 31 იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?” 32 ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33 ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ”.
(მათეიესო 16:16, იოანე 1:49)

პეტრეს გაგონილი ჰქონდა ქრისტეს შესახებ, რომ ის - უფალია. მას ესმოდა ამ სიტყვების მნიშვენლობა და სწამდა მათი. თუმცა თავის გრძნობებში ეჭვი ეპარებოდა და დასტური ითხოვა, რომ წყალზე ნამდვილად ღვთაებრივმა ქრისტემ გაიარა. ამიტომ სთხოვა უფალს, რომ ებრძანებინა მისთვისაც წყალზე გაევლო. ქრისტემ ერთი სიტყვა უთხრა: „მოდი!“ ეს სიტყვა - შენთვის და ჩემთვისაც მოწოდებაა. მიდი ქრისტესთან ურთიერთობისთვის. არ დაიდო სხვა მიზანი დაშენ გახდები დედამიწის სტიქიებზე უფრო ძლიერი.

თავისი სისუსტის და ეჭვების მიუხედავად, პეტრემ გაბედა ნავს იქით გადაებიჯებინა. გაოცებული უყურებდა ქრისტეს, გრძნობდა რა რომ იდგა წყალზე, როგორც მყარ მიწაზე. მისი რწმენა საუკუნო შემოქმედის ძალით განმტკიცდა.

ის წყალზე დადიოდა და უეცრად, როგორც გამოცდილ მეთევზეც გარესაფრთხეები გაახსენდა. გაახსენდა თუ არა ღრმაა ფსკერი. მისი აზრები ქრისტესგან საფრთხეებზე გადავიდა. ხელიდან გაუშვა მიზანი - ქრისტე. იმ წამსვე წყალში ჩავარდა და ჩაძირვა დაიწყო.

ძვირფასო მეგობარო, რას გადააქვს შენი მზერა ქრისტესგან და გაძლევს შფოთვის საბაბს, რა გიპრყობს და გცვლის. ერთადერთი ქრისტესი გწამდე და ყველაფერი მის ფონზე არარაობად ჩათვალე. უმზირე მას და არასდროს მოაშორო მზერა.

როდესაც პეტრემ ჩაძირვა დაიწყო, შიშით დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“ მისი თვალები ისევ მიზანს გაუსწორდა. ისევ მხოლოდ ქრისტეს ხედავდა, რომელიც წყალზე მოემართებოდა. იესომ მას ხელი გაუწოდა და ამოიყვანა წყლიდან. ქრისტემ შეშინებული, რწმენაში დაუდგომელი მოწაფე გადაარჩინა. მან არ უკუაგდო ის, ამოიყვანა და დაღუპვის ნება არ მისცა.წყალი ისევ გამყარდა ფეხქვეშ, ქრისტეს მორწმუნე პეტრესთვის. ქრისტემ ყოყმანის გარეშე იხსნა ის.

როდესაც ეპეტრე დაბრუნდა ნავში, ქრისტემ უსაყვედურა რომ შეეჭვდა და საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნო მეტად, ვიდრე უფალს. იესო სრულ მორჩილებას და მინდობას გვთხოვს. მხოლოდ სრული რწმენით ზეიმობს ჩვენში მისი ძალა. ენდობი თუ არა ღვთის ძეს სრულად, გწამს თუ არა რომ ის არის ჭეშმარიტი უფალი?

სხვა მოწაფეები პირდაღებულები უყურებდნენ ყოველივეს. როდესაც იესო მათთან ნავში ჩავიდა, შტორმი უმალ ჩაწყნარდა და სრული სიმშვიდე დადგა, თითქოს ზეცაში მოხვდნენ. ფეხზე წამოდგნენ და თაყვანისცეს მას, ვინც ყოველივეს მბრძანებელი იყო. მათ შფოთვით აღიარეს: „ჭესრიტად, ღმერთის ძე ხარ შენ!“ მათ ეს სიტყვები პირველად წარმოთქვეს იმ დღეს, როდესაც პურის გამრავლების და ქრისტეს წყალზე გავლის სასწაული მოხდა. როდესაც იესომ თქვა: „მე ვარ!“ მოწაფეებს გაუნათდათ გონება, გააცნობიერეს რა ღმერთის არსებობა მათ შორის, ღვთის ძის, იესოს მეშვეობით.

ქრისტეს ძალით ჩვენ ვმაღლდებით ამ დედამიწაზე, ვიმარჯვებთ მასზე, აღარ ვიხრჩობით მის წყელბში. სხვა ადამიანებმა, როგორც პავლე, მიყვებოდა რა პეტრეს მაგალითს, განვლეს ცხოვრება, ისე თითქოს იესოსთან ერთად წყალზე დადიოდნენ. ისინი მიდიოდნენ ტალღების საშიშროების მიუხედავად და ვერაფერი აშორებდა მათ ქრისტეს სიყვარულს (რომაელები 8:25). ამ წუთისოფლის ზღვაც, თითქოს სარკის გახდა, რომელზეც შეიძლება დგომა, და ყველა გამარჯვებული დგას მასზე და მღერის (გამოცხადება 15:2-3).

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობა რომ ქრისტე გამოგზავნე, უფალი ყველა სტიქიაზე. გვაპატიე, თუ გვეშინოდა მიწისძვრის, ქარიშხლების, ომებისა და სტიქიური უბედურებების და არ გიმზერდნით შენ. განამტკიცე ჩვენი რწმენა, რათა თავს არ ვაბრუნებდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ, და დაე ჩვენი მზერა შენ საყვარელ ძეზე იყოს მიპყრობილი, რათა მივიღოთ მისგან ძალაუფლება, სულიერი სიმშვიდე და დამაჯერებლობა იმაში, რომ დაცულნი ვართ, რადგან ის ჩვენთანაა! როდესაც ვვარდებით განსაცდელში და ვეჯახებით სირთულეებს, დაგვეხმარე მოგიხმოთ „უფალო მიხსენი და ჩამჭიდე ხელი!“ გვინდა ვიგრძნოთ როგორ გვიჭერს მხარს შენი ძე და გამოვყავართ სირთულეებისგან! და ჩვენ გავყვებით მას, მაგრად ჩავეჭიდებით, მივბაძავათ მას და ვაღიარებთ ჭეშმარიტებას, რომ შენ - ცოცხალი ღმერთის ძე ხარ.

კითხვა:

  1. რატომ აღიარეს მოციქულებმა, რომ იესო ღმერთის ძეა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 03:54 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)