Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 016 (Jesus' birth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

2. იესოს დაბადება და სახელის დარქმევა (მათეიესო 1:18-25)


მათეიესო 1:21
21 გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან.
(ლუკა 2:21)

ანგელოზი გამოეცხადა იოსებს, რომ მარიამი შობდა არა ასულს არამედ ძეს და რომ მას ექნებოდა პატივი დაერქვა მისთვის სახელი, რომელიც ღმერთისგან საუკუნოდ იყო განსაზღვრული მისთვის. ეს ცხადი რწმენის საკითხი იყო. იოსებმა დაიჯერა, რომ ეს ღვთაებრივი სახელი აღსრულდებოდა ყველა კუთხით.

სახელი იესო ნიშნავს ,,ღმერთი იხსნის“. ეს არ არის მხოლოდ სახელი, არამედ გამოცხადება მისი ნამდვილი პიროვნებისა. ის მთელი ერების ღმერთია და არა უბრალოდ მეფე. ერებს ცოდვისგან იხსნის არა მეფე, არამედ უფალი (ფსალმუნი 50). ის იხსნის მათ თავიანთი ცოდვებისგან და არა მიწიერი მტრებისგან, როგორც უწინ იგერიებდნენ მათ დავითი ან სხვა მეფეები. საუკუნო ღმერთი ჩენთვის აღარ არის განრისხებული მოსამართლე, რომელიც მზადაა დაგვღუპოს, ვინაიდან ადამიანმა იესომ მოგვიტანა უნიკალური ღვთის გადარჩენა. ის არ გაექცა ცოდვილებს, არამედ მიუახლოვდა მათ და მოქმედებდა მათ შორის. ღმერთის სიყვარული ცოდვილებისადმი გამოვლინდა ამ სახელში ,,იესო“. ყველა ზეციური აზრი და ჩანაფიქრი გადარჩენის შესახებ აღსრულდა ამ გასაოცარ სახელში. ღვთის გადარჩენას განიცდიან არა ყველანი, არამედ მისი ერი. ღმერთის ერი - არ არის რომელიმე ცალკე ნაცია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გახდეს მისი ნაწილი და ამისთვის საჭიროა ცოდვების მონანიება და გულის გახსნა. იესოს მორწმუნეები გამართლდებიან. შენ ახლაც შეგიძლია ღმერთის ერს შეუერთდე, თუ მიიღებ მას და მიეწებები. არც დედამიწაზე, არ ცაში არ არის ამაზე მშვენიერი სახელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ღმერთი ზრუნავს შენზე და გეხმარება.

როგორ ეხმარება იესო ერს. ის იხსნის მათ ცოდვისაგან. ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, მოინანიებს ყველა თავის უწმინდურ საქმეს, ის შეიცნობს დიდებულ სასწაულს, რომ იესო არის ღვთის კრავი, რომელიც იღებს თავის თავზე და ანადგურებს ყველა ცოდვას. ის ყოვლისშემძლეა, ვინაიდან დღემდე მამის მარჯვნივ ზის დიდებაში. ის სამუდამოა, მაგრამ შეძლო აღესრულებინა ჩვენში ცოდვების პატიება და მორწმუნოებზე სულიწმიდის გადმოღვრა. ჩვენ ახალ ქმნილებებად ვიქეცით. იესო - ჩვენი ერთადერთი მხსნელია. მხოლოდ მასში არის კაცობრიობის ხსნა. მან გაპატია ცოდვები და შეუძლია გამუდმებით შენს გადარჩენაში იყოს, ვინაიდან საუკუნოდ ცოცხალია. გახსენი შენი გული და მიუძღვენი მას ქება მადლიერება. განადიდე ის შენთვის მოცემული მადლისთვის.

ვერცერთმა ადამიანმა და დემონმა ვერ შეძლო ღმერთის ძისთვის ხელი შეეშალა, გამოსყიდვაში. ვერცერთი ბოროტი სული ვერ წაგვგლეჯს ღმერთის ძლიერი ხელიდან. ღმერთის ჩანაფიქრები სრულდება დღემდე, ღმერთის ძე აძლევს გადარჩენას ყველას, ვინც მზადაა მოინანიოს და გახდეს მისი ფარას ნაწილი. ჩვენ ვამოწმებთ ანგელოზების წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას, ვინაიდან ღმერთის ერი დიდად გაიზარდა 2 000 წლის შემდეგ და ეს ზრდა არ წყდება. გამოსყიდული ხარ თუ არა შენ? მოინანიე და მიიღე რწმენით გადარჩენა მისგან? აღივსო თუ არა შენი გული გამოსყიდვის სიხარულით და შეიცვალა თუ არა შენი გონება? წადი და დაუძახე ყველა შენ და-ძმას, ყველა შენ ნაცნობს რათა შემოუერთდნენ იესოს გადარჩენას, ვინაიდან ის მზადაა ყველა მისი მორწმუნე გადაარჩინოს და მის სიდიადეს არ აქვს საზღვარი.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ, ჩვენო მხსნელო. შენ დაიბადე ამ ქვეყნად, რათა გადაგერჩინეთ. შენ შეგვიყვარე და მოგვაშორე ყოველგვარი ბოროტება. გვასწავლე გვჯეროდეს შენი ძალისა, რათა შენ ჩვენთან ხარ იმისთვის, რომ განვთავისუფლდეთ ყოველგვარი ურჯულებისგან და ვცხოვრობდეთ შენი კურთხეული სახელის წინაშე წმინდად. მიიზიდე ჩვენი მტრები და მეგობრები გადარჩენისკენ, რათა არ დაიღუპონ, არამედ ქონდეთ საუკუნო სიცოცხლე.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სახელი იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 09:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)