Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 014 (Jesus' birth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

2. იესოს დაბადება და სახელის დარქმევა (მათეიესო 1:18-25)


მათეიესო 1:18
18 იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან
(იხილეთ ლუკა 1:26-38)

წმინდა ქალწული მარიამი პატარაობიდანვე ღმერთის სიტყვეს ზეპირად სწავლობდა. მის გამონათქვამებში რჯულის და წინასწარმეტყველებების კარგად ცოდნა ჩანს. სულიწმიდა შთააგონებდა მას ღმერთის სიტყვის და მისი ბრძენი საქმეების მშვენიერ დამოწმებებს, შესაძლოა მარიამი, რიოგორც გოგოების უმეტესობა ოცნებობდა გათხოვებაზე და ნიშნობითაც გახარებული იყო. ძველ რჯულში ნიშნობა ნიშნავდა კანონიერ აქტს, ამიტომაც იოსები მას ეძახდა ,,ცოლს“ ის კი მას ,,ქმარს“.

რატომ დაიბადა ქრისტე ქალწულისგან, რომელიც დანიშნული იყო?

  • რათა ქორწინება წმინდა ეყო და გაეხადა იგი წმინდა ,,ყველასთვის“ (ებრაელთა 13:4), ცრუ სწავლებების მიუხედავად ,,რომელიც კრძალავდა ქორწინებაში შესვლას “ (1 ტიმოთე 4:3).
  • იმისთვის, რომ მისი პატივი და ღირსება შენარჩუნებულიყო, როგორც ქალწული, რადგან ის რომ დაორსულებულიყო ნიშნობის გარეშე, ეს ბევრ განსჯას გამოიწვევდა მის მიმართ. ღმერთს სურდა მისი ორსულობის დაცვა ნიშნობით, რათა ხალხს არ ეყურებინა მისთვის ეჭვით.
  • იმისთვის,რომ ქალწულს ჰყოლოდა დამრიგებელი ახალგაზრდულ წრეში, რადგან არ ყოფილიყო მარტო, რათა ჰყოლოდა მეგობარი მოგზაურობის დროს, რომელიც გაინაწილებდა ყველა მის საფიქრალს - დამხმარე, მისტვის შესაფერისი.

ერთხელაც მას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ თავად ღმერთმა აირჩია იგი, რათა სულიწმიდის მეშვეობით ძე ჰყოლოდა. ამ სიახლემ ქალწული მარიამი სულის სიღრმემდე შეძრა, მაგრამ ის ერწმუნა ღმერთის სიტყვებს, მორჩილებით და თვინიერებით. ეს ორსულობა განხორციელდა არა ადამიანური გზით, არამედ სულიწმიდის მიერ. ყველა ის მტკიცებულება, რომ ღმერთმა მარიამი ცოლად ითხოვა და მანაც ძე უშვა, უპატიებელი მკრეხელობაა. ცნობილია, რომ თანამედროვე ბიოლოგია არ უარყოფს ქალწულის ორსულობას მამაკაცის გარეშე. ამას ქვია კლონირება. და ყოველი ზეციდან შობილი ადამიანი იღებს ამ საიდუმლობს და სჯერა ჭეშმარიტად იესოს მოსვლის დედამიწაზე, მარიამის მეშვეობით.

მარიამმა განადიდა ღმერთი მისი დიდებული გეგმის გამო, ამავდროულად ნერვიულობდა იმაზე თუ რას იტყოდა მისი ქმარი. ფიქრობდა, რომ არ დაუჯერებდა და ყველა მისი ახსნა გამონაგონს დაემსგავსებოდა. მარიამმა ჩათვალა არაფერი ეთქვა, არამედ მხოლოდ დაიმედებოდა ღმერთზე, როგორც მის მოწმეზე. ის დარდობდა და ლოცულობდა, რადგან მისი ქმარი დანაღვლიანებული იყო. იცოდა, რომ მოსეს კანონი ითხოვდა მრუშის ქვებით ჩაქოლვას, თუმცა მას სწამდა ღმერთის და მისმა რწმენამ შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. ამ დიდებული რწმენის გამო მარიამს მტელი დედამიწა განადიდებს. ჩვენ მისგან ვსწავლობთ სრულ მინდობას, რის გამოც მან იესოს გენეალოგიაში რწმენის გმირების ბოლო რგოლი დაიკავა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ საუკუნო ღმერთო, რადგან სულიწმიდამ დაივანა ქალწულ მარიამში და იშვა შენი ძე იესო ქრისტე. არ შეგვიძლია რა ადამიანური ლოგიკით ჩავწვდეთ ამ სასწაულს, თაყვანსგცემთ, გადიდებთ და მადლობას გიხდით, რათა აგვაღორძინო და გავიგოთ ვინ ხარ შენ, ვინ არის შენი ძე, ვინ არის სულიწმიდა და რა დიდებული საქმე გააკეთა მან.

კითხვა:

  1. მარიამს სულიწმიდის მიერ ჩაესახა იესო. რას ნიშნავს ეს სასწაული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 09:54 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)