Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 077 (Paul’s Expectations in his Journeys)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

3. პავლეს ზოგირთი ადგილის სტუმრობის სურვილი (რომაელები 15:22-33)


რომაელთა 15:22-33
22 ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა. 23 ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა, 24 ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. 25 ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად. 26 ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან. 27 ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ. 28 ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ. 29 ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით. 30 შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში. 31 რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის. 32 რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო. 33 მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!

ადამიანი განიზრახავს, მაგრამ ღმერთი განალაგებს. პავლე საკუთარ გულში ფიქრობდა მომავალ მოგზაურობებზე და ლოცულობდა. მან უკვე იქადაგა ქვეყნებში, რომლებიც განლაგებულია დასავლეთით და აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვასთან, დაარსა იქ მრავალი ეკლესია სასტიკი დევნების მიუხედავად. ახლა კი იმედი ჰქონდა, რომ იქადაგებდა რომაული სახელმწიფოს დასავლეთ ნაწილში და ცივ ევროპის ჩრდილოეთში. რათა ქრისტესთვის დაემორჩილებინა მაგ დროისთვის ცნობილი მსოფლიო.

პავლემ აღიარა, რომ არაერთხელ უნდოდა რომის ეკლესიების სტუმრობა იმ მიზნით, რომ გაემყარებინა ისინი რეწმენაში, იმედსა და სიყვარულში, მაგრამ მისი ეს იმედი მათთან მოხვედრი არ ასრულდა იმ მიზეზით, რომ სხვა შესაძლებლობები გამოჩნდა მცირე აზიასა და საბერძნეთში.

მას მრავალი წელი სურდა რომში მოხვედრა, რათა უფრო ახლოს გაცნობოდა მის გარეშე გაზრდილ ადგილობრივ ეკლესიას დაგაემაგრებინა ის. ის იმედოვნებდა ესპანეთში გამგზავრებას და რომში დარჩენას რამოდენიმე ხანს, რათა ენახა სხვადასხვანაირი ეკლესიები. ის იმედოვნებდა, რომ რომის ეკლესიები მხარ დაუჭერდნენ მის ახალ მსახურებას ესპანეთში ლოცვებით, შესაწირავებითა და პრაქტიკული დახმარებით, რომ მისი მომავალი მსახურება არ ყოფილიყო მხოლოდ მისი პრივილეგია, არამედ რომის წმინდანების დამსახურება. თუმცა პავლე თვლიდა, რომ ჯერ აუცილებლად უნდა მოენახულებინა იესრუსალიმი და მიეტანა იქ შესაწირავები ბერძნულ ეკლესიაში შეგროვებული, ეკლესიის ღარიბებისთვის, რომლებმაც გაყიდეს საკუთარი ქონენა რწმენით ქრისტეს მოსვლის მოლოდინში და ამიტომაც იტანჯებოდნენ შიმშილისგან. პავლე ასწავლიდა ახალ ეკლესიებში ანატოლიში და საბერძნეთში ლოცვებით ამ რთულ მდგომარეობაში რწმენით და მუდმივ გულმოდგინე შრომით, რათა ელოდებოდნენ რა ისინი ქრისტეს არ დაეკარგათ საკუთარი სიცოცხლე გაჭირვების გამო. ის წერდა ეკლესიებს თესალონიკეში, რომ თუ ვინმეს არ უნდა მუშაობა ის არ ჭამს (მეორე თესალონიკელები 3:10) თუმცა იერუსალიმის ეკლესიაში ღარიბების მდგომარეობამ შექმნა აუცილებლობა ფინანსური დახმარებისაც. ეს დახმარება პავლესთვის იყო წარმართთა რწმენის დადასტურება, რომლებიც მზად იყვნენ მსხვერპლი გაეღოთ საქმით.

მოციქული სამართლიანად თვლიდა, რომ წარმართებიდან ახალ წარმოშობილ ეკლესიებს უნდა გაეწიათ იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებისთვის დახმარება, რადგან მათ წვლილი მიუძღვოდათ მათ სულიერ სიმდიდრეში, რომლებიც მორწმუნეებს მიეცათ იერუსალიმის პირველ ეკლესიაში და რომლებიც უსასყიდლოდ უნაწილებდნენ ყველას სულიერ ნიჭებსა და ცოდნას. ამიტომაც წერდა პავლე, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ გაეწიათ დახმარება იერუსალიმში წმინდანებისთვის, მათი მიწიური საჭიროებებისთვის. პავლეს სიტყვებიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მათი დახმარება ვინც ამას საჭიროებს ყველგან რჩება წმინდა საქმედ.

პავლეს უნდოდა იერუსალიმში ფულის მიტანის შემდეგ, რომის გავლით გამგზავრებულიყო ესპანეთში და გადაეცა ქრისტეს კურთხევების სულიერი სისავსე მესაზღვრე მორწმუნეებისთვის. თუმცა თავის გულში გრძნობდა, რომ იერუსალიმში გამგზავრება მას დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, ვინაიდან ადრე ცხოვრობდა ადგილობრივ ეკლესიებს შორის, რომლებიც იცავდნენ მოსეს კანონს და უკმაყოფილოდ ადევნებდნენ თვალყურს იმას, თუ როგორ აგროვებდა სამკალს ქრისტე წარმართთა მორწმუნეებში. მორწმუნე იუდეველები უარს ამბობდნენ ამ შესაწირავების მიღებაზე, ვინაიდან ის იუდეველთა შენაგროვები არ იყო, გარდა ამისა მწიგნობრები და ფარისევლებიც განიცდიდნენ პავლეს მიმართ მტრობას და მისი მოკვლა სურდათ. ამიტომაც მოციქული სთხოვდა მორწმუნეებს რომში ელოცათ იესოს სახელით მისი დაცვისთვის და მხარი დაეჭირათ მისთვის სულიერ ბრძოლაში ჭეშმარიტებაზე იმის შესახებ, რომ ადამიანი მართლდება მადლით და არა რჯულით. იუდეველებს კი, რომლებიც იესოსგან შორს იყვნენ უწოდებდა უღმერთოებს. და მაინც პავლე გაემგზავრა იერუსალიმში იმისდა მიუხედავად, რომ იქ ელოდებოდა მრავალი ტანჯვა, როგორც ქრისტე გაემგზავრა ერთ დროს იმ ქალაქში, სადაც კლავდნენ წმინდანებს და სადაც მოკვდა ჩვენთვის და აღდგა ჩვენი გამართლებისთვის ქრისტე, აღასრულა რა ჩვენთვის უძლურებებზე გამარჯვება.

დაასრულა რა ყველა თავისი სურვილი პავლემ თქვა, რომ ის სიხარულით მივა რომში ძმებთან, თუ ღმერთის ნება იქნება. მან დაასრულა საკუთარი წერილი ღმერთის მიმართ ლოცვით, რათა ის ყოფილიყო ყველა მათგანთან იმისდამიუხედავად, რომ ისინი საკვების მიღებაშიც განსხვავდებიან, წინადაცვეთაში და მსგავს მეორე ხარისხოვან საკითხებში.

ლოცვა: ზეციერო მამაო შენი ძის იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ მივიღეთ უფლება მოგიძღვნათ მადლიერება იმ გადაწყვეტილების გამო, რომ პავლეს უნდოდა ექადაგა სახარება ყველა ადამიანისთვის და მიეპყრო ყველა ერის ყურადღება შენსკენ! ის რომში დაპატიმრებულ იქნა და მას ამცირებდნენ. ჩვენ მადლობას გიხდით მისი წერილებისთვის, ლოცვებისთვის, რწმენისა და დაიმედებისთვის! დაგვეხმარე, რომ არ ვიფიქრით საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც შენი სიუყვარული გვეძახის მსახურებისთვის!

კითხვა:

  1. რატომ უნდოდა პავლეს ესპანეთში გამგზავრებამდე მოენახულებინა იერუსალიმი იმისდამიუხედავად, რომ იცოდა რაოდენ დიდი განსაცდელები და საშიშროებები ელოდა მას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)