Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 076 (The Secret of Paul’s Ministry)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

2. პავლეს მსახურების საიდუმლო (რომაელები 15:17-21)


რომაელთა 15:17-21
17 ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე. 18 რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, 19 ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. 20 თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა, 21 არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.

პავლე სიხარულის დაუმალავად აქებდა საკუთარ მსახურებას, თუმცა ყოველთვის აღიარებდა, რომ მისი საქმე და სიტყვა მომდინარეობს არა მისგან, არამედ მასში მყოფი იესო ქრისტესგან, რომელიც აკეთებდა თავის საქმეებს პავლეს მეშვეობით და ლაპარაკობდა მისგან. წარმართთა მოციქული ვერ ბედავდა ელაპარაკა ნაყოფებსა და შედეგებზე, რომლებიც არ იყო ქრისტესგან წარმოქმნილი, არამედ ის თვლიდა საკუთარ თავს გამომსყიდველის მონად და მისი ხელმძღვანელობის მორჩილად. სწორედ ამაში იყო მოციქულის ცხოვრების საიდუმლო, რომ ის ,,იყო ქრისტეში“, ფიქრობდა ქრისტეს აზრებით, ლაპარაკობდა მისი შთაგონებით და აკეთებდა მისი ბრძანებით. ეს ჭეშმარიტება წითელ ხაზად გასდევს მოციქულთა საქმეების მთელს წიგნს და დღემდე საიდუმლოა ეკლესიაში ქადაგებისთვის. იესო ქრისტეს მიზანი პავლეს ცხოვრების მოქმედებაში, რომელიც მას მონად ჩაბარდა იყო ველური ერები მიეყვანა ქრისტეს რწმენის მორჩილებასთან.

ამ მსახურებას აკლდა მხოლოდ თქმული და დაწერილი სიტყვები ამიტომაც პავლეს მოუხდა დამღლელი მგზავრობის მოთმენა, მისთვის უჩვეული საკვების მიღება, ხელით მუშაობა და ღმერთის სასწაულებსა და მადლზე დაყრდნობა. მოციქული გასაგებად ამოწმებდა იმის შესახებ, რომ მისი სიტყვები, საქმე და სასწაულები მამის, ძისა და სულიწმიდის ძალით გაკეთდა. მისი მოქმედი მსახურების საიდუმლო იყო სრული საკუთარი თავის უარყოფა და ქრისტე მხსნელი განდიდება. პავლე აგებინებდა, რომ მისი მსახურება გაფართოვდა იერუსალიმიდან ანატოლამდე და აღმოსავლეთ საბერძნეთამდე, ხოლო ეს პროვინციები რომაული სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამ რთული და საშიში მოგზაურებების განვლა უმეტეს წილად პავლეს უხდებოდა ფეხით და არა ცხენზე ამხედრებულს. ამიტომაც ძალაინ იღლებოდა თავის მსახურებაში უღმერთო და უწესო წარმართებთან, რომელთა მოყვანასაც ცდილობდა ქრისტესთან. პავლე საკუთარი მსახურების პატივად თვლიდა კეთილი უწყების მიტანას ქრისტეზე ქალაქებში, სოფლებსა და პროვინციებში, სადაც იესოს სახელი ჯერ კიდევ უცნობი იყო. მას არ უნდოდა ეშენებინა იმ საფუძველზე, რომელიც სხვამ გააკეთა, არამედ მოწინავე იყო მსახურებებში, რომლებშიც აქამდეარავის უმსახურია და არ დაქვემდებარებია ამდენ საშიშროებასა და სირთულეს. თავისი მსახურებით მან აღასრულა ღმერთის აღთქმა ესაია წინასწარმეტყველისთვის: ,, სე განაცვიფრებს იგი ბევრ ხალხს, მის გამო პირს მოკუმავენ მეფენი, რადგან ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება“ (ესაია 52:15).

იუდეველტა უმეტესობამ არ ირწმუნა ღმერთის გეგმა, რადგან თვლიდნენ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ღმერთის ერი, მაგრამ პავლემ განმარტა თავისი მსახურების ჭეშმარიტება წარმართებს შორის, ბიბლიური მტკიცებულებებით და ღმერთის აღთქმებით წარმართთა ერებისთვის.

ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით იესო ქრისტეს მეშვეობით იმისთვის, რომ ქრისტეს ერთგული მსახურები არ ლაპარაკობდნენ საკუთარი სახელითა და ძალით, არამედ საუბრობდნენ და აკეთებდნენ იესო ქრისტეს სახელით! დაიცავი შენი მსახურები რათა არაფერს აკეთებდნენ და ამბობდნენ საკუთარი ნებით და განამტკიცე სამუდამოდ ქრისტეს სულიერ სხეულში!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს პავლეს მსახურების საიდუმლო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)