Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 030 (Peace, Hope, and Love Dwell in the Believer)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 3 - გამართლება გვაძლევს საშუალებას ავაშენოთ ღმერთთან და ადამიანებთან ახალი ურთიერთობები (რომაელები 5:1-21)

1. მორწმუნეებში რწმენა, იმედი და სიყვარულია (რომაელები 5:1-5)


რომაელთა 5:1-2
1 მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, 2 რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

ბუნებრივი ადამიანი ღმერთთან მტრობაში ცხოვრობს. სხვათაშორის ყველა ადამიანია მტრულად განწყობილი წმიდასადმი, რადგანაც ჩვენი ცოდვები დაუმორჩილებლობად ითვლება, ზეციდან კი ღმერთის რისხვა მოდის, ყოველ უწმინდურსა და უმართლო ადამიანზე!

მაგრამ ქრისტე მოკვდა ჯვარზე და შეარიგა ადამიანები უფალს. მან შეგვიყვარა მშვიდობის ეპოქაში, ვინაიდან ძემ თავისთავზე აიღო ისეთი ცოდვები, რაც ჩვენ ღმერთს გვაშორებდა, და გამოჩნდა ღმერთის მადლი, რომელსაც ძალუძს ყველა ადამიანის გადარჩენა. როგორი დიდებული კურთხევა, როგორი სიხარული, როგორი მშვიდობა აქვთ მათ, ვისაც სწამს ღმერთის ქრისტე - მხსნელის მეშვეობით! ხოლო უწმინდურებს არ აქვთ მშვიდობა, არ აქვთ სულიერი მოსვენება, რადგან ამის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ჯვარცმულ ქრისტეში რწმენით!

ქრისტემ გაგვწმინდა და გაგვასუფთავა, რათა ყოველ მორწმუნეს ახალ აღთქმაში მიეღო დიდებული უპირატესობა, რომელიც ძველ აღთქმაში მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა, ისიც წელიწადში ერთხელ - შესულიყო წმიდათაწმიდაიში და მიეტანა მსხვერპლი ერის დანაშაულებისთვის. მაგრამ იმ წამს, როდესაც მოკვდა ქრისტე წმიდათაწმიდაის კრეტსაბმელი გაიხა და ჩვენ მივიღეთ უფლება ღმერთის თანდასწრებაში შესვლის, რომელიც მოგვიწოდებს მასთან დამაჯერებლად მისვლას. ამგვარად, ჩვენ ვიგებთ რომ ღმერთი საშინელი არ არის, არც შორსმყოფი და ის არ გვამეტებს თავს, როგორც ამას ზოგიერთნი შეცდომით ფიქრობენ; პირიქით ის მამა და მხსნელია, სავსე სიყვარულითა და მოწყალებით; ის ელოდება ჩვენგან ლოცვებს და პასუხობს ჩვენს პატიებას, გვიყენებს მისი სახარების გავრცელების საქმეში, რათა ჯვრის მსხვერპლის გავრცელების კურთხევა მოვიდეს ყველა ადამიანზე, რომლებიც ეძებენ სულიერ მოსვენებას!

ქრისტე თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ხშირად ესალმებოდა მოწაფეებს სიტყვებით: ,,მშვიდობა თქვენდა!“ ამ მისალმებას ჰქონდა ორი აზრი:

  1. ღმერთმა თქვენ გაპატიათ ყველა ცოდვა, ქრისტეს ტანჯვების მეშვეობით.
  2. ამიტომაც წადით და იქადაგეთ ღვთიური მშვიდობა.

დღეს იესო მოგმართავს შენ: ,,როგორც მე წარმომგზავნა მამამ, ასე გაგზავნი მე შენ!“ ქრისტეს მორწმუნე სავსეა მშვიდობით არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის რომ გახდეს ერთ-ერთი მშვიდობისმყოფელი, რომელთაც ქრისტემ უწოდა ნეტარნი ,,ღვთის შვილები“!

გარდა სულიერი მშვიდობისა, წმინდანის ტახტთან მისვლისა და მადლის სახარების გავრცელების მისიისა, პავლე ამტკიცებდა, რომ ჩვენ ასევე გვაქვს იმედი , რომელიც აღემატება ყოველგავრ გონებას და წარმოსახვას! ღმერთმა შეგვქმნა თავის ხატად, მაგრამ ჩვენ ჩვენივე ცოდვების მიზეზით დავკარგეთ ჩვენთვის მონიჭებული დიდება! ახლა კი სულიწმიდის მეშვეობით ჩვენს გულებში ჩასახლდა იმედი! ღმერთი გვიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც მას აქვს და რომელიც მისი ძისგან ანათებს. იქადნი თუ არა ღმერთის დიდების იმედით. მყარი ხარ თუ არა იმ იმედში, რომელიც მოგეცა? ჩვენი მომავალი უბრალო აზრებში, სურვილებსა და წარმოსახვებში კი არ არის, არამედ ის უკვე შესრულდა სულიწმიდის ძალით ჩვენში, რომელიც თავად არის მომავალი დიდების დაპირება!

რომაელთა 5:3-5
3 და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, 4 მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს, 5 ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე და არა ზეცაში. და როგორც ქრისტეს მოუწია დევნისა და გასაჭირის გადატანა, ასევე ჩვენც ჩვენს რწმენაში ზრდასა და სულიერ ნაყოფებთან ერთად მოგვიწევს ავიტანოთ ადამიანების თავდასხმა, ავადმყოფობა და ეშმაკის ცდუნება. პავლე იხსენებს ამის შესახებ ცრემლებისა და ოხვრის გარეშე, მაგრამ ამბობს რომ ჩვენ ასევე ვიქადნით ჩვენი გლოვით იმიტომ, რომ ისინი ჩვენს ქრისტესადმი მიმდევრობას ასახავს, თუ ჩვენ მივყვებით ქრისტეს გლოვის დროს ასევე მასთან ერთად ვიქნებით დიდებაში! ამიტომ აკეთე ყოველივე დრტვინვისა და უკმაყოფილების გარეშე, ვინაიდან ცოცხალია უფალი და არაფერი მოხდება თუ ეს არ იქნება ნებადართული მადლის ტახტზე მჯდომისგან!

მძიმე ტვირთი, რომელსაც ჩვენ ამ სამყაროში ვატარებთ გვეხმარება ეგოიზმის უარყოფაში, საკუთარი მგძნობიარეობის ჩახშობაში, განძრახვების განწმენდაში და ასევე გვეხმარება დავუმორჩილოთ ჩვენი ნება იესოს ხელმძღვანელობას. ჩვენში ყალიბდება მოთმინება და ჩვენ ჩვენს იმედებს ვამყარებთ იესოზე და ვენდობით მის ჩარევას. ამ ტანჯვების სკოლაში ჩვენ ვსწავლობთ იმას, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და აბრაამის მსგავსად ვიგებთ, რომ ღმერთი საბოლოოდ იზეიმებს ჩვენი სისუსტეებისა და წარუმატებლობების მიუხედავად.

თუმცა ამ რწმენის ბრძოლაში ჩვენ გვაქვს აბრაამზე უფრო მეტი უპირატესობა, რადგან მადლის ეპოქაში ღმერთის სიყვარული ჩაიღვარა პირდაპირ ჩვენს გულში, რომელიც სულიწმიდამ მოგვცა, რომელიც არის ჭეშმარიტი ღმერთი! როგორი შესანიშნავი და ლამაზია რომაელთა მიმართ წერილების მეხუთე თავის მეხუთე მუხლი! მისი წარმოთქმა ხმამაღლა საშიშიც კია, რადგან მან არ დაკარგოს თავისი დიდების და ბრწყინვალების ნაწილი! ეს არის ერთ-ერთი ბრილიანტი წმინდა წერილისა - შეისწავლე ის ზეპირად და მოყევი ის ყველგან! ჩვენს გულებშ ადამიანური სიყვარული და წყალობა კი არ ჩაიღვარა, არამედ ღმერთის სიყვარული - საუკუნო, ძლიერი და სუფთა, - თავად ღმერთი, ვინაიდან ღმერთი არის სიყვარული! ეს წმინდა სიყვარული კი არ შემოვიდა ჩვენს გულში, არამედ ჩაიღვარა, არა ჩვენი სამართლიანობის გამო, არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტეს სისხლმა გაგვწმინდა ჩვენ! ამ მიზეზით სულიწმიდამ შეძლო ჩვენს გულებში დასახლება, გადააქცია რა ჩვენი ხის სხეული ღმერთის წმიდა ტაძრად! ეს ზეციერი სული არის ღმერთის არსი და მისი წმიდა ძალა, და ქრისტე აძლევს ამ სულს ყველა მის მორწმუნეს! ყველა ვინც ღებულობს ღვთის სიყვარულის სულს განიცდიან აღორძინებას და განახლებას და მათში სრულდება საუკუნო სიცოცხლე! ღმერთის სული არის ჩვენში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს სულში მშვიდობაა არამედ იმიტომ, რომ გაამყაროს ჩვენი მოთმინება, რათა შევძლოთ სიხარულით ადამიანების სირთულეების გადატანა, ჩვენი მტრების შეყვარება საქმით და არ დავეცეთ სულით, შევხვდებით რა მრავალ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში. ქრისტემ ობლებად კი არ დაგვტოვა არამედ ერთდროულად მოგვცა ძალა, სიყვარული და მომავალი დიდების პირობა!.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, მამაო, ძეო და სულოწმიდაო, ვინაიდან შენ არ უკუგვაგდე ჩვენ საცოდავი მომაკვდავი ჭიები, არამედ გადმოღვარე შენი წმინდა სიყვარული ჩვენს ხის სხეულში, რათა ჩვენ შენი სულის ძალით გვიყვარდეს, ვიმედოვნებდეთ და გვწამდეს, და რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს მაგალითი შენი დიდებული წყალობისა! ჩვენ მადლობას გიხდით და გაქებთ, ვხარობთ შენი თანდასწრებით ჩვენს გულებში. დაგვეხმარე მოვიქცეთ ბრძნულად და შენი სიყვარულით!

კითხვა:

  1. როგორ სრულდება ღმერთის მშვიდობა ჩვენს ცხოვრებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)