Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 049 (Disparate views on Jesus)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ბ) განსხვავებული აზრები იესოზე ხალხსა და იუდევლურ საბჭოში (7:14-53)


იოანე 7:14-18
14 დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15 გაკვირვებული იუდეველები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები როცა არ უსწავლიაო?! 16 იესომ უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. 17 ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18 ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, წეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.

იესოს არ ეშინოდა თავისი მტრების დაცინვის ან სიკვდილის. მამის ნებისამებრს ის მალულად გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც დღესასწაული კუშეი იყო. არავისგან დამალულა და პირდაპირ ტაძარში წავიდა, სადაც სახარებას ასწავლიდა, როგორც ღმერთისგან განმტკიცებული მასწავლებილი. ადამიანი გრძნობდნენ თითქოს თავად ღმერთი ესაუბრებოდა მათ. ისინი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: საიდან აქვს ამ ახალგაზრდა ადამიანს ასეთი ღრმა აზრები ღმერთზე? არც ერთ რაბინთან არ უსწავლია. როგორ შეუძია მედურგლეს სათანადო განათლების გარეშე გაგვიხსნას ღვთიური ჭეშმარიტება?

იესომ უპასუხა მათ აზრებს და უთხრა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მე მაქვს შემეცნება და ვასწავლი ჭეშმარიტებას. უფრო მეტიც , მე ვარ სიტყვა ღმერთისა. ყოველი ღმერთის აზრი და სურვილი ჩემშია. ჩემი საწავლება ჩემგან არაა, მე - ღმრთის ხმა ვარ, რომელიც ჩემს შიგნითაა. მამა მასწავლის მე. მე ვიცი ყველა მისი აზრი და ფიქრი, გეგმები და მიზნები. მე ჩემი აზრებით არ მოვსულვარ, არამედ ღმერთის, რომლებიც ჭეშმარიტია. მე ნათელი შემაქ უფლის გამოცხადებებში. მე ვამთავრებ გამოცხადებას იქ, სადაც ის არაა დასრულებული“.

ასე, რომ თავს უწოდა ღმერთის მოციქული, განადიდა მამა და დაემორჩილა მას. მას არ გამოუგზავნია საკუტარი თავი დედამიწაზე, არამედ მამამ, რომელმაც ღვთიური ძალაუფლებით დააჯილდოვა ის. და იესო - ღვთის ძეა და ამავდროულად მოციქული, რომლიც იმსახურებს ჩვენ ყურადღებას, რწმენას და თაყვანისცემას ისევე, როგორც მისი მამა.

იუდეველბს, რომ მარტივად დაეჯრებინათ მისთვის, ესომ მათ აჩვენა თუ როოგრ დაედგინათ, რომ მისი სწავლება მამის ნებაში იყო. რა ამტკიცებს იესოს პიროვნებაზე ცრუ სწავლებას? მან თქვა: „შეეცადე სახარების მიხედვით მოიქცე და გახსნა შენი გული მისი დიდებულებისთვის. ჩაწვდი ჩემ სიტყვებს, ‘მუხლი მუხლზე’, და შენ დაინახავ, რომ მათ აქვთ ძალა არა არადამიანური, არამედ ღვთიური“.

იმისთვის, რომ ქრისტეს სწავლებას თქვენ ცხოვრებაშიც ჰქონდეს ძალა, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. გინდათ თუ არა ის, რაც მას უნდა? თუ თქვენი ნება განსხვავდება ღმერთის ნებისგან, ესეიგი ვერ შეიცანით იგი. როდესაც თქვენი ნება დაემთხვევა მის ნებას, და სწორედ ეს არის ქრისტეს ნებაც, თქვენ სულიერ ზრდას დაიწყებთ და ღმერთის შეცნობას ისე, როგორიც ის არის სინამდვილეში.

ყოველი, ვინც აღასრულებს მამის ნებას, როგორც იესო გვასწავლის, მიხვდება განსხვავებას კანონსა და სახარებას შორის. ღმერთიუშვებს ჩვენ ცხოვრებაში სირთულეებს, მაგრამ ამასთანავე გვაძლევს ძალას მათ გადასაწყვეტად. ამიტომაც სიხარულით შეგვიძლია მივიღოთ ეს სირთულეები. ყოველი, ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს, იღებს ძალას მის სიყვარულში ცხოვრების. მას უძლურებამდე კი არ მივყავართ, როგორც მოსეს კანონს, არამედ ღვთის მადლში ცხოვრებისკენ. მას ვისაც სურს აღასრულოს ღმერთის ნება, და ქრისტეს სწავლებაშია, აცნობიერებს, რომ ქრისტე ადამიანური მასწავლებელი არაა, არამედ ღმერთის სიტყვის ხორცხშესხმა, და ამყარებს მასთან პირად კონტაქტს. იესო ფილოსოფიას არ ასწავლიდა, არამედ მოვიდა იმისთვის, რომ გვაპატიოს ჩვენი ცოდვები და ღმერთის სიცოცხლის ძალა გვაჩუქოს.

იოანე 7:19-20
19 რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად? 20 ხალხმა მიუგო: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?

ქრისტე, სიწმიდით აღსავსემ, უთხრა იუდეველებს: „თქვენ მიიღეთ რჯული, მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მოქცეულა მისსამებრ!“ ამ მტკიცებულებამ შოკში ჩააგდო ისინი, ვინაიდან ეს იმას ნიშნავდა, რომ ძველი აღთქმის დროიდან რჯული არავის დაუცავს. ყველა ვინც ერთს მცნებას მაინც დაარღვევდა, ყველას არღვევდა. ასეთ ადამიანზე უფლის რისხვა მოდის. ამ განცხადებით იესომ გაანადგურა მათი უწინდელი შეხედულებები გამართლებასთან მიმართებაში და უჩვენა მათ, რომ აქამდე ტყუილში იყვნენ და თავს იტყუებდნენ. მან უტხრა, რომ იცის მათი სურვილის შესახებ, რომ მისი მოკვლა სურდათ. იესოსგან არაფერია დაფარული. მან თავის მსმენელს უთხრა, რომ მათი სამართლიანობის ჩვენებები უსარგებლოა და მოუწოდა გაყოლოდნენ მას.

ამასთანავე მან იკითხვა: „რატომ გინდათ ჩემი მოკვლა?“

ხალხი შეწუხდა ამ ნათქვამისგან, რადგან მისი სიტყვები ნიშნავდა, რომ მათ შორის არც ერთი მართალი არ არის. მათი პასუხი თითქმის მათი თავდაცვითი რეაქცია იყო: „არა, არა, ვის უნდა, რომ მოგკლას? ღმერთმა არ ქნას!“ ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა, რომ ეშმაკი შეუჩნდა: ისინი იმდენად იყვნენ დაბრმავებულები საკუთარ სიძლვილში, რომ ვერ არცევდნენ ერთმანეთისგან წმიდა სულსა და ბოროტს. ამ ადამიანებმა დაკარგეს ღმერთის სიყვარულის აღქმა.

კითხვა:

  1. რა მიუთითებს იმაზე, რომ სახარება ღმერთისგან მოდის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)