Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 032 (Organization of the Church)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

19. ეკლესიის წყობა და შვიდი დიაკვნის არჩევა (საქმეები 6:1-7)


საქმეები 6:1-7
1 იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. 2 მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. 3 ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. 4 ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”. 5 მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი. 6 წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ. 7 ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა და მათ ქადაგებასთან სირთულეები შეექმნათ. ამ სირთულეების გადასალახავად საჭირო იყო ეკლესიის წყობა. დღეს ჩვენ აქედან ვსწავლობთ იმას, თუ როგორ გავუმკლავდეთ ჩვენ ეკლესიებში მსგავს საკითხებს. ამ შემთხვევაში ოთხი პრობლემა იყო და სულიწმიდამ ექვსი გზა აჩვენა მათ გადასალახავად.

იმ დროში ახლო აღმოსავლეთში ქვრივებს ეკრძალებოდათ სახლის მიღმა მუშაობა. ამიტომაც იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებმა ჩამოაყალიბეს ქალთა მსახურება, მათთვის ვისაც ქმარი მკვდარი ჰყავდა და რომელთაც არ შეეძლოთ კვლავ გათხოვება და საჭიროებდნენ დახმარებას ავადმყოფობის ან შეუძლოდ ყოფნის გამო, ან იმის გამო რომ არ ჰყავდათ შვილები და მათ არავინ უვლიდა. ადრეული ეკლესია სუფრას შლიდა ქვრივებისთვის. მოციქულები, რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ ფონდს, ასევე პასუხისმგებელნი იყვნენ , რომ ეს მაგიდა საუკეთესოდ ყოფილიყო მომზადებული.

ადრეულ ეკლესიაში იყვნენ არამეულ ენაზე მოლაპარაკე მორწმუნეები. ისინი პალესტინიდან არ წავიდნენ, არამედ დარჩნენ საკუთარ სამშობლოში. ასევე იყვნენ ელინისტები, იუდეველები, რომლებიც საუბრობდნენ მხოლოდ ბერძნულ ენაზე. ისინი უცხოებად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში, რადგანაც ვერ საუბრობდნენ არამეულად. ამიტომაც ეს მორწმუნეები ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებოდნენ. ელინისტ ქვრივებს არ ეკუთვნოდათ ეს დახმარება, თუმცა ქრისტიანები სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ბარნაბა და სხვები, წირავდნენ ცოტა ფულს მათ დასახმარებლად.

მოციქულები იყვნენ დაკავებულები სწავლებით, ლოცვით, ქადაგებით, შეკრებებით, სახლებში სტუმრობით, განკურნებებით, საერთო ფონდის მართვითა და რწმენის დაცვით. მათ აღარ ჰქონდათ დრო, რომ დამატებითად აეღოთ ეს საქმეები თავიანთ თავზე. ამიტომაც ქვრივებს, რომლებიც ვერ ხსნიდნენ საკუთარ საჭიროებას არამეულ ენაზე, არ ჰქონდათ სათანადო დახმარება. ჩვენ დრესაც შესაძლოა შევხვდეთ მსახურებს, რომლებსა უამრავლი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ვერც ერთს ვერ უძღვებიან სათანადოდ.

მადლობა ღმერთს, რომ იმ დროს მორწმუნეები რწფელად საუბრობდნენ. როდესაც პრობლემა ვერ მოგვარდა, ეკლესიაში დიდი პრეტენზიები წამოვიდა, თან იმდენა დაძაბულად გაჟღერდა ყოველივე, რომ სიყვარული ერთობა კინაღამ დაინგრა.

მოციქულები მიხვდნენ, რომ ეკლესიაში ყველაფერს თვითონ ვერ გააკეთებდნენ, მითუმეტეს, რომ ეს რიცხვი იზრდებოდა. ისინი განიცდიდნენ დიდ საჭიროებას დამხმარეებისა პრაქტიკული მსახურებებისთვის, რომლებიც მზად იქნებოდნენ სხვადასხვაგვარ კეთილ საქმეებზე. სულიწმდიამ უთხრა მათ, რომ არ უნდა დაეყენებინათ საკუთარი მეგობრები ან ნათესავები ამ პოსტზე, რაშიც შედიოდა პროდუქტების ყიდვა და საჭმლის მომზადება. ნაცვლად ამისა მათ მოიხმეს მთელი ეკლესია და სთხოვეს, რომ აერჩიათ შვიდი ადამიანი, რომლებიც შეძლებდნენ პასუხი ეგოთ ამ მსახურებებზე.

როგორ ახსნეს მოციქულებმა ამ ადამიანების საჭიროება?

მათ თქვეს: „ჩვენ ვერ ვქადაგებთ სათანადოდ. ლოცვა და ღმერთის სიტყვა საკვებზე მაღლა დგას. არა პურითა ცოცოხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის ბაგიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“. ამ გზით მოციქულებმა ცხადად განაცხადეს, რომ ლოცვა სწავლებაზე უწინაა. მოდი გავაცნობიეროთ, რომ სანამ ვილაპარაკებთ, მნიშნელოვანია ვილოცოთ. თუ არადა ჩვენ სწავლებებს და ქადაგებებს არ ექნება აზრი. ძვირფასო მორწმუნევ, ლოცულობ თუ არა გამუდმებით?

ვის შეუძლია საქველმოქედო მსახურება წარმართოს? ის ვინც სავსეა სულიწმიდით და სიბრძნით. პირველი პირობა - ეს ზეციდან შობაა, რწმენასთან, სიყვარულთან, მოთმინებასთან, იმედთან, ლოცვის ძალასთან და მხურვალე ქადაგებასთან ერთად, რომელიც მომდინარეობს სულიწმიდისგან. მეორე თვისება მიუთითებს ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებაზე: სიბრძნე ადამიანებთან ურთიერთობაში, უნარი ფულის მართვისა, საყიდლების გაკეთება და სუფრის გაშლა. აქედან გამომდინარე, მსახურებისთვის არის ეს ორი ნაწილი: პირველ რიგში, უხვი სიყვარული და დიდებული თავმდაბლობა, რომელიც აქრისტეს რწმენისგან მოდის. მეორე კი, გამოცდილება პრაქტიკულ მსახურებაში, ასევე ცოდნა და სიბრძნე ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისთვისაც კეთდება ეს მსახურება.

არჩევის შედეგად, რომელშიც მოციქულებს არ მიუღიათ მონაწილეობა, ეკლესიამ ერთხმად აირჩია შვიდი ადამიანი, რომლებიც სავსე იყვნენ სულითა და სიბრძნით. მოციქულები ლოცულობდნენ, რომ ადამაინები იესოს აერჩია, რომლებიც ამ მსახურებისთვის სარგებლიანები იქნებოდნენ. ჩამონათვალის მიხედვით მივხვდებით, რომ უმეტესობა ბერძენი ან ელენისტები იყვნენ, რადგან მათი სახელები ებრაული კი არა ბერძნული იყო. ყველაზე მეტი წერია ფილიპესა და სტეფანეზე. ამ ეკლესიიდან გამოვიდა მახარობელი ლუკა და ნიკოლაი, რომელიც ქრისტიანი გახდა. იმ დროიდან ვხდედავთ, რომ დიდი ზეგავლენა მოდის ელინისტ იუდეველებისგან. მათ ირწმუნეს ქრისტე და დიდი როლი ითამაშეს სახარების გავრცელებაში. მოციქული პავლე, თავადაც იყო ამ ჯგუფში,

ამ შვიდი მსახურის არჩევის შემდეგ, ეკლესიამ წარუდგინა ისინი მოციქულებს, რათა ხელდასხმით ეკურთხებინათ ისინი. მოციქულების ძალა უნდა გადასულიყო ამ ახლად დანიშნულ მამაკაცებზე. შვიდმა მსახურმა უკვე მიიღო სულიწმიდა და აღივსნენ. თუმცა მორწმუნეებმა იცოდნენ, რომ მოციქულებზე განსაკუთრებული ძალა იყო. ამიტომაც სთხოვა ეკლესიამ მათ, რომ ხელი დაესხათ. ეს მოხდა ეკლესიისა და მოციქულების შეთანხმებით. ყველამ ილოცა, რათა მოციქულთა ხელდასხმას მათთვის მიეცა ძალა, ამ შვიდი უფლის მონისთვის.

მოციქულთა მსახურება არ ითვლებოდა უმაღლესად, ვიდრე დიაკვნების, რადგან მათ ერთი ღმერთი ჰყავდათ და ყველა იყო უფლის სულით აღვსილი. რადგანაც მოციქულთა რიცხვი მცირე იყო, მათ გარკვეული მოციქულური საქმის შესრულება შეეძლოთ. დიაკვნების საქმე მხოლოდ საჭმლის დარიგება არ იყო. ერთ-ერთი იმ შვიდიდან, სტეფანე, დიდებული მოწმე იყო იესოსი და რამდენიმე ხნის მერე ის პირველი წამებული ქრისტიანი იყო. ფილიპეც მახარობელი იყო, მალევე მონათლა ეთიოპელი მწყემსი, იმის შემდეგ რაც უქადაგა უფალზე. ვხედავთ, რომ მხოლოდ მსახურებაში კი არ მონაწილეობდნენ, არამედ დიდებული გადარჩენის სიტყვა მიჰქონდათ,

აქ რისხვი 3 ზეცის სიბოლოა, ხოლო 4 - დედამიწის. მოციქულები იყვნენ 12, ან 3X4. დიაკვნების რიცხვი 7 გახდა, ანუ 3+4. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში, არჩევანის დროს, დედამიწა შეუერთდა ზეცას.

ამ საქმის დალაგებამ, ეკლესიაში ზრდა გამოიწვია, და სიტყვა გახდა ხორცი მორწმუნეთა შორის. მახარობელს შეეძლო ეთქვა „ღმერთის სიტყვა იზრდებოდა“, რამდენადაც იუერუსალიმში მორწმუნეების რიცხვი გაიზარდა, უზენაესი საბჭოს მოთხოვნების მიუხედავად. და მოციქულები კვლავ ზურგით ატარებდნენ იმ შოლტის ნაკვალევს.

გასაოცარი ისაა, რომ მრავალი მღვდელი დაემორჩილა ქრისტეს, თუმცა მთლიანობაში ისინი ეკლესიის მტრები იყვნენ. სულიწმიდა იმდენად ცხადი იყო მორწმუნეებში, რომ მღვდლები თვალს ვეღარ ხუჭავდნენ და გულს ხსნიდნენ უფლის სიყვარულისთვის. ზოგიერთი მათგანი მოიქცა და დაემორჩილა წერილებს. და თუმც ახალი რწმენა მათი სამსახურებისთვის და წოდებებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მათ გულამდე მივიდა ქრისტეს მოწოდება და ისინიც ჭეშმარიტად დამორჩილდნენ. მათ მორჩილად მიიღეს ახალი რწმენა.

ძვირფასო ძმაო, გაითავისე თუ არა სახარების კეთილი უწყება? გამოეხმაურე თუ არა ღმერთის მოწოდებას? დაემორჩილე თუ არა სულიწმიდას? მიუძღვენი თუ არა ლოცვაში ქრისტეს თავი? ქრისტემ ბევრად ადრე გასცა საკუთარი სიცოცხლე, ვიდრე შენ შიცნობდი მას.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობა გიხდი შენ, ვინაიდან - მხნსელი ხარ! შენ აღადგენ ცოდვილევს, მიუძღვი შენ ეკლესიას და აძლევ მას ახალ ენებს შენი სახელის განსადიდებლად! გადაარჩინე მრავალი, რათა ისინი მოვიდნენ და შეუერთდნენ შენ სიყვარულს! მოუწოდე მრავალთ, რომლებიც გზიდან გადავიდნენ, რათა დაბრუნდნენ შენთან მარადიულ უერთიერთობაში!

კითხვა:

  1. როგორ მოაწყო იესომ თავის სულში შვიდი დიაკვნის არჩევა და რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენთვის?

კითხვათა მეორე სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. რას ნიშნავს სიტყვები „იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით“?
  2. რას ნიშნას „იესოს სახელის რწმენა ნაზარეთიდან“?
  3. რაში მდგომარეობას მოსფლიოს ისტორიის მიზანი?
  4. რას ნიშნავდა უმაღლესი იუდევლური საბჭოს შეხვედრა ორ მოციქულთან?
  5. რაში მდგომარეობდა პეტრეს მიმართვის მნიშვნელოვნება მღვდელმთავრებთან?
  6. რატომ არის მთელი მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ ერთ სახელში?
  7. რატომ არის აუცილებელი ღმერთის სიტყვის უწყება სულიწმიდის მოქმედებისთვის?
  8. ადრეული ეკლესიის რომელ დამახასიათებელ თვისებას თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად შენი ცხოვრებისთვის?
  9. რატომ მოაკვდინა მაშინვე უფლის სულმა ანანია?
  10. როგორია ცოლ-ქმრის მოვალეობა ერთმანეთის წინაშე?
  11. რაში მდგომარეობს ადრეული ეკლესიის ქველმოქედების საიდუმლო?
  12. რაში მდგომარეობდა ანგელოზის ბრძანების მნიშვნელოვნება, ნათქვამი მოციქულებისთვის?
  13. მოციქულთა გამოსვლიდან, რომელი ნაწილი მოგეწონა უფრო მეტად?
  14. რას ნიშნავდა უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიანული ეკლესიის შემდგომი ცხოვრებისთვის?
  15. როგორ მოაწყო იესომ თავის სულში შვიდი დიაკვნის არჩევა და რას ნიშნავს ეს დღეს ჩვენთვის?

ჩვენ გირჩევთ რომ დაამთავრო მოციქულთა წიგნის შესწავლა, ვინაიდან ამის მეშვეობით შეიძენ საუკუნო საგანძურს. ჩვენ ველოდებით შენს პასუხებს და ვლოცულობთ შენზე. ჩვენი მისამართია:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:52 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)