Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 268 (The Appearance of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 6 - იესოს მკვდრეთითი აღდგომა და მისი დიდადი დავალება (მათეიესო 28:1-20)

3. ქრისტეს გამოჩენა (მათეიესო 28:8-10)


მათეიესო 28:8-10
8 ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშითა და დიდი სიხარულით; მირბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისთვის. 9 და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: "გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას! 10 მაშინ უთხრა მათ იესომ: "ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას; იქ მნახავენ”
(ებრაელები 2:11)

ქალები მალევე განშორდნენ სამარხს დიდი სიხარულით და შიშით. მოისმინეს რა ანგელოზის ნათქვამი, წავიდნენ მოწაფეებთან, რათა ეუწყებინათ მათთვის იესოს ცოცხალი სიტყვები. სიხარულისგან თითქოს ფრთები შეესხათ.

უცებ დაინახეს, რომ მათთან თვად იესო მიდის. თითქოს გაქვავდნენ ცოცხალი უფლის წინაშე. ის სრულიად გასაგებად საუბრობდა, არც მის ჯვარზე გამკვრელებს სწყევლიდა არც მოწაფეებზე ამბოდბა რამეს, რომელთაც მიატოვეს ის. მან ქალებს თავისი მშვიდობა და სიხარული მისცა. ეს სიხარული არის ამ პასექის დღესასწაულის არსიც.

სიხარული ჩვენს ღმერთთან შერიგებაში მდგომარეობს. როდესაც ადამიანმა შესცოდა წმინდა ღმერთის წინააღმდეგ, განშორებული იყო მას და მიეცა უფლის სამართლიან რისხვას. ღმერთის სასამართლომ განსაზღვრა კაცობრიობის ისტორია. მაგრამ იესომ ჩვენი ცოდვების გამო მიიღო სასჯელი, ჩენს ნაცვლად იქცა მსხვერპლად, მოკვდა ჯვარზე და შეგვარიგა შემოქმედთან. ჩვენ გვაქვს მშვიდობა უფალ იესო ქრისტეში. ეს მშვიდობაა სწორედ ის სასიხარულო უწყება, რომელიც ყველა ადამიანისთის მიგვაქვს. მკვდრეთითი აღმდგარი უფალი არის დასტური იმისა, რომ გვაქვს გარანტია მშვიდობისა უფალთან ერთად. ქრისტე სამარხში, რომ დარჩენილიყო, არ გევცოდინებოდა გვაქვს თუ არა ეს მშვიდობა უფალთან ერთად.მაგრამ ქრისტე აღდგა, და ეს მოწმობს იმაზე, რომ ღმერთმა ჩამანაცვლებელს მსხვერპლად იესო მიიღო. ის შეუცდომელი და უცოდველი, სუფთა კრავი იყო, რომელიც წმინდა მსხვერპლის სახით მოკვდა ჩვენთვის.

ქრისტეს უმართლო არაფერი ჩაუდენია. ის სრულ თანხმობაში იყო მამასთან და სამართლიანობის ყველა ასპექტი აღასრულა. ასე რჩებოდა ღმერთი სამართლიანი, ამავდროულად კი გაამართლა ცოდვილები, რადგან მან ჩვენი დასჯა თავის ძეში მოახდინა. ძვირფასო მეგობარო, მოიპოვე თუ არა მშვიდობა ცოცხალი რწმენის მეშვეობით, ქრისტეს აღდგომაში?

ქრისტე არავის აიძულებს მასთან შერიგებას, მაგრამ გვხდის პასუხისმგებელს იმისთვის, რომ თავად მივიღოთ მისი მშვიდობა, რომელსაც უსასყიდვლოდ გვაძლევს. მისი სიყვარული არ გვაიძულებს მივიღოთ მისი მშვიდობა, მაგრამ ნაზად აღგვძრავს, რომ ჩვენ, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, მივიღოთ ის.

გააცნობიერეს რა რომ მათ წინაშე დგას თავად იესო, ქალები მის წინაშე მუხლებზე დაეცნენ და დაიწყეს მისი ქება-დიდება. არ უკუუგდია ეს, რადგან სურდა, რომ სცოდნოდათ, რომ ის სულაც არაა მათი წარმოსახვის ნაყოფი, მოჩვენება, არამედ ადამიანი ნამდვილი სხეულით.რაღაც მხრივ უფლის დანახვამ შეაშინა კიდეც ისინი. მაშინ უფალმა კვლავ უთხრა მათ, ის რაც ანგელოზებისგან სამარხთან მოისმინეს: „ნუ გეშინიათ!“ იესო გვიბრძანებს, რომ არ გვეშინოდეს სიკვდილის ან რაიმესი სიკვდილის შემდეგ, რადგან თავად არის ჩვენი ცხოვრების მყარი საფუძველი.

შემდგომ იესომ თავის გაქცეულ მოწაფეებს „თვისი ძმები“ უწოდა. ეს ლამაზი ფრაზა მხოლოდ მის დიად სიყვარულზე მეტყველებს მათ მიმართ. თავისი ტანჯვებით, სიკვდილით და აღდგომით იესომ მოგვცა უფლება გავხდეთ მისი ძეობის მონაწილენი. ჩვენ მის შვილებად ვიქეცუთ მის ძეში, იესოში. მარადიული ღმერთი აღარ ბრაზობს ჩვენ ცოდვებზე, არამედ მამას გვიწოდებს. როგორი მშვენიერია მისი მადლი მორწმუნეებისადმი. თუნდაც ცოდვილნი ვართ, ვისმენთ იესოს ბაგიდან ამ კეთილ სიტყვებს: „თქვენ - ჩემო ძმებო!“

შემდგომ იესომ ქალებს მსახურებისთვის მოუხმო, წარგზავნა რა ისინი მის მოწაფეებთან იმ უწყებით, რომ ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში და იქ შეხვდება მას.

და ახლა დიდებული ღმერთი გხვდება არა იმიტომ, რომ მოგანიჭოს მხოლოდ სიხარული, არამედ რომ წარგგზავნოს მეგობრებთან და ნათესავებთან, რათა ისინიც შეხვდნენ ღმერთს და იგემონ მისი მადლი.

ლოცვა: აგამაღლებთ ჩვენ, ჩვენო მკვდრეთით აღმდგარო და ოცხალო ღმერთო, რადგან შენ ეჩვენე ქალებს, ზოგიერთი მათგანი შენ მკვდარ სხეულს ეძებდა და იპოვეს ანგელოზი ცარიელ სამარხში.მადლობა, რომ მიეცი მათ სიხარული და შერიგება. შენ - ჩვენი მშვიდობა ხარ. განგადიდებთ შენ იმისთვის, რომ შენი აღდგომით გვაჩვენე სიწმინდე, ერთგულება და მოგვეცი გამარჯვება სიკვდილზე. შენ შენი ცხოვრების მაუწყებლები გაგვხადე. გვაჩუქე სიცოცხლე, რათა შენი მშვიდობა ვატაროთ ყველგან და მივიტანოთ მათთან, ვისაც სურს იცხოვროვს შენში!

კითვა:

  1. რა ისწავლე ამ ისტორიიდან იმის შესახებ, თუ როგორ გარბოდნენ ქალების სამარხიდან და შეხვდნენ ქრისტეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 04:03 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)