Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 254 (The Choosing of an Insurgent)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

21. ხალხი ირჩევს ავაზაკს და იესოს ჯვარცმას ითხოვს (მათეიესო 27:15-23)


მათეიესო 27:15-20
15 დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. 16 სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ. 17 თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?” 18 ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი. 19 სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”. 20 მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
(ოანე 12:19)

ბარაბა რომის მტერი და დამნაშვე იყო. პილატემ ხუცესებს საშიში არჩევანი მისცა, რადგან ბარაბას გათავისუფლებით ისინი ავტომატურად რომის მტრის მხარეს დგებოდნენ. პილატე ეცადა ხუცესების ქსელში გაბმა, მისცა რა მათ არჩევანი იესოსა და ბარაბას შორის, რადგან იცოდა, რომ მშვიდობის მოყვარული იყო და არა ავაზაკი.

მმართველის ცოლს არ შეეძლო ბევრის მოსმენა იესოზე, იმდენი მაინც არა, რომ ის მას სიზმრებში ჩვენებოდა. ამიტომ ცხადია, რომ მისი სიზმარი უფლისგან იყო. შესაძლოა ძლიან კდევამოსილი და ღვთისმოშიში ქალი იყო რელიგიური დამოკიდებულებებით. მაგრამ ღმერთი სიზმრებში მიდის არა რელიგიურ ადამიანებთან, როგორიცაა ნაბუქოდონოსორი.

პილატეს ცოლი იტანჯებოდა ამ სიზმრის გამო. რაც არ უნდა ენახა ამ სიზმარში: სასტიკი მოპყრობა მართალთან ან სასამართლო, ვინც პასუხს აგებდა მის სიკვდილზე, - ეს საშინელი სიზმარი იყო და ქალი საგანგაშო აზრებმა მოიცვეს.

მმართველის ცოლის მოწმობაჩვენ უფალ იესოს პატივს ანიჭებდა. ის მას „მართალს „ უწოდებდა, როდესაც როგორც დამნაშავეს ისე უთვალთვალებდნე. მასინ როდესაც მის მეგობრებსაც ეშინოდათ მის დასაცავად გამოსვლა, ღმერთმა უცხოებს და მტრებს აიძულა ელაპარაკათ მის სასარგებლოდ. მაშინ როდესც პეტრემ უარყო ქრისტე, იუდამ აღიარა ის. ხოლო როცა მღვდელმთავრებმა მას სიკვდილი მიუსაჯეს, პილატემ თქვა, რომ ვერ პოულობს მასში ბრალს. როდესაც ქრისტეს მიმდევარი ქალები იდგნენ მოშორებით, პილატეს ცოლი, რომელმაც მასზე ძალიან ცოტა რამ იცოდა, გამოიჩინა წრფელი დახმარება და მზრუნველობა მის მიმართ.

ღმერთი არ ტოვებს თავის თავს ჭეშმარიტების მოწმეების გარეშე, მაშინაც კი როდესაც გვეჩვენება, რომ მტრები გვივლიან და მეგობრები გვტოვებენ. მმართველს სჯეროდა სულების და ენდობოდა მათ. ის არ იცნობდა ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ ეშინოდა ღმერთების და სულების. თუმცა მის ცოლს გაგონილი ჰქონდა იესოს მოწყალების და საქმეების შესახებ და ამიტომ საშინლად წინააღმდეგი იყო მისი დაკავების. ღმერთმა მასში უდიდესი განგაშის გრძნობა ჩადო და ფიქრობდა, რომ მის მეუღლეს შეეძლო უდიდესი შეცდომის დაშვება თავის ცხოვრებაში. მას არ მოერიდა ადამიანი მიგზავნა, რათა გაეფრთხილებინა ქმარი და თავიდან ერიდებინა სასამართლო, რადგან ის ღმერთის ნებას გაცდა.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ თავს ვხრით შენი უზომო სიყვარულის წინაშე, რადგან მოგვეცი შენი მხოლოდშობილი ძე, მოკვდი ჩვენს გამო და შეგვარიგე შენთან. შენ იტანჯე შენს ძესთან ერთად ყველა წამს მისი ჯვრის გზაზე. ეს იმისთვის გააკეთე, რომ ყველა ცოდვილი გამოგესყიდა, რათა მოენანიებინათ და ერწმუნათ შენი სულიწმინდის ძალით.

კითხვა:

  1. რატომ შესთავა პილატემ მთავრებს, გაეკეთებინათ არჩევანი იესოსა და ბარაბასშორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:38 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)