Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 253 (Jesus Before the Roman Civil Court)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

20. იესო რომაელი გამგებლის წინაშე (მათეიესო 27:11-14)


მათეიესო 27:11-14
11 იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”. 12 როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა. 13 მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?” 14 არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
(ესაია 53:7; მათე 26:63; იოანე 19:9)

იესო სამოქალაქო სასამართლოში გამოჩნდა, რომელსაც პილატე ხელმძღვანელობდა, რომაელი პრეფექტი და პალესტინის მმართველი. პილატე სასტიკი ადამიანი იყო. ის ამცირებდა ადამიანებს, ხალხს კი სძულდა ის. ზედმეტი სავარაუდო აზრების გარეშე პირდაპირ ჰკითხა ქრისტეს ბრალეულობაზე, რომელიც მას რელიგიურმა საბჭომ წარუდგინა: „შენ ხარ ამ ხალხის მეფე?“ ცბიერმა ხუცესებმა, არა მხოლოდ ბრალი დასდეს რელიგიური საფუძველებით კანონის დარღვევაში, არამედ პოლიტიკურ ღალატშიც დაადანაშაულეს, რათა მმართველს მათთვის ყური დაეგდო. ისინი მხოლოდ რელიგიური საკითხით, რომ მისულიყვნენ საკმათოდ მოსეს რჯულზე, პილატე ყურადღებას არ მიაქცევდა და გაუშვებდა მათ.

იესოს, რომ ეთქვა, არ ვარ იუდეველთა მეფეო, მაშინვე გაანთავისუფლებდნენ. თუმცა მან დაადასტურა, რომ ის არის ერთადერთი ღვთაებრივი მეფე, თავისი სამეფოს მფლობლი, რომელსაც აბსოლუტური უფლებები აქვს. როგორ გამოეხმაურები იმის შესახებ აზრს, რომ მეფე უფლობს ყველაფერზე და გმართავს შენც? ეთანხმები თუ არა, რომ ეკუთვნოდე მას? ასრულებ თუ არა მის ბრძანებებს?

გაიგო რა მტკიცებულება იმის სესახებ, რომ ის არის მეფე, პილატეს ალბათ ჩაეცინა, ჩათვალა ნაზარეველი უმნიშვნელოდ. პილატემ იესოს ვერ უპოვა საკუთარი სამეფოს დამყარების მისწრაფება - იესო არ აგროვებდა ჯარს, არც აჯანყებებს გეგმავდა. პილატეს შიკრიკებმა მიიტანეს ამბავი იმის სესახებ, რომ იესო ავადმყოფებს კურნავდა, საუბრობდა თვინიერება, ასწავლიდა თავშეკავებას, სიყვარულსა და ჭეშმარიტებებს. ის იერუსალითმში ვირზე ამხედრებული შევიდა, ყოველგვარი იარაღის გარეშე. ასეთი ადამიანი ვერ მიაყენებდა ზარალს რომის იმპერიას.

პილატე მალევე დარწმუნდა, რომ იესო პოლიტიკურად უდანაშულო იყო. გასაგები იყო, რომ მიწიურის დამკვიდრებას საერთოდ არ ისახავდა მიზნათ, არც აჯანყებებს და გადატრიალებებს აწყობდა. ამიტომაც პილატეს მისი გაშვება უნდოდა.

როდესაც მთავრები მიხვდნენ, რომ პილატე მის გაშვებას ფიქრობდა, დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი, რომ იესო კეისრის მტერია. ქრისტე პასუხს არ სცემდა მათ ბრალდებებს, ჩუმად იყო, სანამ მმართველმა უფლება არ მისცა რომ თავი დაეცვა. იესომ იცოდა, რომ პილატე ყველაფერს მიხვდა და რომ ის პასუხისმგებელია სამართლიან გადაწყვეტილებაზე. ქრისტეს სიჩუმე მმართველისთვის ნათელი იყო, რომ სინამდვილეში გაესმართლებინა და გაეშვა, როგორც მართალი.

ლოცვა: ო, თვინიერო ღვთის კრავო, შენ ლომი ხარ იუდას ტომიდან. შენ აღთქმული ძე ხარ დავითისა, ამავდროულად ღვთის ძე. შენ არ დაგიცავს შენი თავი, არამედ ჭეშმარიტებად ამყარებდი. აგამაღლებთ შენი მოთმინებისთვისა და იმისთვის, რომ მზად ხარ მოკვდე. შენმა ჩამანაცვლებებლმა მსხვერპლმა ჯვარზე ყველა ცოდვები გაანთავისუფლა წყევლისა და სასჯელისგან. მან მოგვცა უფლება წავიღოთ შენი სიკეთე ყველ ადამიანს, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება.

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა იესოს აღიარება იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტი მეფე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:37 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)