Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 240 (Christ’s Prayer in Gethsemane)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

9. ქრისტეს ლოცვა გეთსიმანიაში (მათეიესო 26:36-38)


მათეიესო 26:36-38
36 მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”. 37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. 38 მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
(მათეიესო 17:1, იოანე 12:27, ებრაელთა 5:7)

იესოს სრულა ესმოდა მომავალი ტანჯვების შესახებ. მთელი ქვეყნიერების ცოდვები მის კისერზე უნდა გადასულიყო. გამოსყიდვა ითხოვდა, რომ მას, რომელმაც ცოდვა არ იცოდა, ცოდვად იქცა ჩვენ გამო, რათა მასში უფლის სამართლიანობა გავმხდარიყავით. ყველა დროის ყველა ცოდვა ქრისტეზე გადავიდა. თუმცა მისი სიყვარული არ შესუსტებულა და მან ბოლომდე მიიყვანა გამოსყიდვის დაწყებული საქმე. ის იტანჯვა ჩვენი გულისთვის, აიღო ჩვენი ბრალი, მოკვდა ჩვენი სიკვდილით, მიიღო საკუთარ თავზე ჩვენი გასმართლება.

გეთსემანიაში ბრძოლის გადატანა მოუხია, როდესაც ეშმაკის ჩურჩულის ხმა ესმოდა მის გულში. მას მთელი ქვეყნიერების ცოდვები უნდა აზეიდა ჯვარზე, უარყოფილი და დაწყევლილი უნდა ყოფილიყო. მისთვის საზიზღარი იყო აზრი, რაც მას და მამას ჰყოფდა. მნა იცოდა, რომ მამასთან კავშირის გაწყვეტა ნიშნავდა ჯოჯოხეთის გამოვლას. ბოროტი ცდილობდა ქრისტეს ჯვრის გზის თავიდან აცილებას, უგზავნიდა რა მას საშინელ ფიქრებს სიკვდილზე. იესო წყვდიადის სიღრმეებში ჩავიდა, საშინელმა სიკვდილის სულმა მოიცვა. ის წუხდა არა მხოლოდ საკუთარ სიკვდილზე, არამედ ჩვენ სიკვდილზეც. ის იდგა ეშმაკის წინ, რომელსაც ჰქონდა სიკვდილზე ხელმწიფება (ებრაელთა 2:14).

ქრისტემ იცოდა, რომ მოწაფეები დაიღალნენ. მას უნდა რომ გვასწავლოს წმინდანებთან ურთიერთობის სარგებელზე. ტანჯვებში კარგია დებსა და ძმებს მიმართო დასახმარებლად, რადგან „ორნი სჯობიან ერთს“ (ეკლესიასტე 4:9). რასაც ეუბნება მას, იმასვე ეუბნება სხვას: „იფხიზლეთ!“ (მარკოზი 13:37). არა მხოლოდ უფლის მოლოდინში, არამედ ახლა, უკვე ამ ცხოვრებაში იფხიზლეთ.

ვინ აღიარებს იესოს სიკვდილს და მისი ტანჯვების სიდიადეს? მისი სული იტანჯა ჩვენს გამო, რადგან სამებისგან განცალკევება უნდა განეცადა, რათა ჩვენ მივეყვანეთ უფლის ოჯახში. ვინ გდაუხდის მას მადლობას ამ ტანჯვებისა და უდიდესი მსხვერპლისთვის? როგორ უნდა მოინანიო და იყო უფალში?

ლოცვა: ჩენო საყვარელო უფალო იესო, მადლობას გიხდით შენი ტანჯვებისთვის, გაქებთ შენ! შენ ჩამოგვაშორე ცოდვები, მოგვხსენი ბრალეულობა, უფლის რისხვა და განკითხვა აიღე შენ თავზე, ჩვენს ნაცვლად. გაგვწმინდე ჩვენი ცოდვებისგან, გაგვწმინდე წმინდა სისხლით, რადგან უკეთეს შემთხვევაში ზარმაცები და უღირსი მონები ვართ. არ ვართ მზად ვებრძოლოთ ჩვენ ცოდვებს. გთხოვთ, ცოცხალო უფალო, გამარჯვებულო, გვატარე მუდამ შენთა ურთიერთობაში!

კითხვა:

  1. რატომ დამწუხრდა ასე ძალიან იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 02:58 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)