Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 203 (The Fourth Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

6. მეოთხე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:16-22)


მათეიესო 23:16-22
16 ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო. 17 უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? 18 და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო. 19 ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს? 20 ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. 21 ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც. 22 ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
(მათე 5:34-37; 15:14)

ის ვინც იფიცება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სინამდვილეში უნდობლობას იმსახურებს. რადგან ხშირად ადამიანები იფიცებიან საკუთარი უმართლობის დასაფარად. ფარისევლები სირთულეებში ვარდებოდნენ: მათ სუდათ თავიანთი სიცრუის დაფარვა ფიცით, მაგრამ აკრძალული ქონდათ ღმერთის სახელის ხსენება ფუჭად. ფაქტობრივად მისი სახელის წარმოთქმა ზედმეტად მკრეხელობას ნიშნავდა. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა დაეფიცათ უფლის ტაძარი, მაგრამ ტაძრის ოქროზე დაფიცება შეიძლებოდა. მათი აზრით ღმერთის შესაწირავების დაფიცვაც მიუწვდომელი იყო. ამიტომ ეგონათ ფულით ნაყიდი ნიჭზე დაფიცება, რომელიც შემდგომ სამსხვერპლოზე მოდიოდა, შეიძლებოდა. ამგვარად მათ თავიანთი აზრების ქსელი მოახვიეს ერს თავზე და ღმერთისგან კიდევ უფრო შორს გაიტყუეს.

ქრისტემ უკვე ისაუბრა ამ თემაზე და აუკრძალა ნებისმიერი სახის ფიცილი იმ მიზნით, რომ საკუთარი სამართლიანობა დაემტკიცებინა ვინმეს ვინმესთვის. გვასწავლიდა, რომ ნებისმიერი ჩვენი სიტყვა უნდა ყოფილიყო სიმართლე. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რა ფარისეველთა ფიცზე, იესო არ ცვლის თავის მცნებას ,,ნუ დაიფიცებ“, არამედ კიდევ ერთხელ გვასხენებს, რომ ყველა ჩვენი სიტყვისთვის პასუხს ვაგებს უფლის წინაშე, სამსჯავროზე. ასევე გვითხრა, რომ ჩვენი ,,ჰო“ უნდა იყოს ,,ჰო“, ხოლო ,,არა“ - ,,არა“. როგორ ადამიანებად გამოვჩნდებით ქრისტეს ამგვარ ქსელში? მართლები თუ მტყუანები?

ლოცვა: უფალო იესო, შენ წმინდა მოსამართლე ხარ. შენ შენს სასამართლოს ჩვენგან იწყებ. ჩვენ შენი მიმდევრები ვართ, ფარისევლებს კი ეუბნები ,,ვაი თქვენ“. გაგვანთავისუფლე ყოველგვარი ფარისევლობისაგან, რათა უარი ვთქვათ სიცრუესა და სიამაყეზე. დაგვეხმარე მივიღოთ შენი ჭეშმარიტება, სიმართლე და ერთგულება. პატიებას გთხოვთ ყოველი ბოროტებისთვის, სისულელისთვის, შეურაცხყოფისა და ნახევარი მონანიებისთვის. გაგვწმინდე, რათა არ დავიღუპოთ, არამედ ყოველთვის ვიყოთ მართალნი და სიბრძნით ვსაუბრობდეთ სულიწმიდით.

კითხვა:

  1. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ფუჭ ფიცზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)