Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 202 (The Third Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

5. მესამე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:15)


მათეიესო 23:15
15 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!

იესოს დროში მრავალი ფარისეველი გულმოდგინედ ცდილობდა მთელს მსოფლიოში ერთღმერთიანობის გავრცელებას. ჩნდებოდნენ ადამიანები, რომელთაც მობეზრდათ ბერძნული მითოლოგიები თავიანთი მოჩხუბარე ღმერთებით. ისინი სიხარულით ღებულობდნენ იმის რწმენას, რომ ღმერთი ერთია და ხარობდნენ ათი მცნებით და კმაყოფილდებოდნენ უფლის რჯულით. მოქცეული წარმართები წინადაიცვითნენ და წყალში შთაფლობის რიტუალიც შეასრულეს. თუმცა დროთა განმავლობაში იუდეველთა მოქცევა ამ რწმენაში შემცირდა. ყურადღების ცენტრში მოექცა დადგენილებებსა და კანონებზე ჩხუბი, თუ რა იყო დაშვებული და რა აკრძალული. ღვთისმოსავი იუდეველები ემხრობოდნენ უფრო მეტი რჯულისა და დადგენილებების დაცვას, ვიდრე ფარისევლები. კანონების სულმა ისინი გულქვაობასთან მიიყვანა და არა გადარჩენასთან. ამიტომ მოუწია იესოს გეენაზე საუბარი, რომელიც ფარისევლებს და მწიგნობრებს შთანთქავდა.

სხვადასხვა რწმენის სწავლებებმა სწორედ ასეთი ერთღმერთიანობის აზრი მიიღეს, რომელიც ითხოვდა ადამიანებისგან მისი რჯულის დაცვას. მთელი ცივილიზაციები იყო დაფუძნებული ღვთისმოსაობასა დაღმერთის მოშიშობაზე. ხალხს აშინებდნენ სასტიკი სასჯელებით, რათა არ გადაებიჯებინათ კანონისთვის, მაგრამ ისინი ვერ ჩაწვდნენ თვინიერ ღმერთის კრავს; მათ უკუაგდეს ღმერთთან შერიგება და დაამახინჯეს მისი სიტყვების აზრი. ვერ ისწავლეს ახალი ცხოვრება ჯვარზე დაფუძნებით, არ ილტვოდნენ მტრების სიყვარულისკენ და ვერც სულში მოიპოვეს მშვიდობა. უფრო მეტიც ისინი შეეწინააღდეგნენ წმინდა სამების ერთიანობას. ქრისტე მოკვდა მათთვის და ცდილობდა მათ შერიგებას ღმერთთან, მათ კი უკუაგდეს, მათთვის განსაზღვრული გადარჩენა.

სამწუხაროა, რომ ხალხი ასე ბრმად მიყვება წინამძღოლებს, რომლებიც ცდილობენ სხვა გზით წავიდნენ. ზოგჯერ თავად ადამიანებს სურთ, რომ მათ წინამძღოლები ვერ ხედავდნენ, მაგრამ საშინელებაა, როდესაც ხალხის წინამძღოლები ,,შეგიყვანენ შეცდომაში“ (ესაია 9:16). სამწუხაროა მათი მდგომარეობა, ვინც ასე ბრმად მიყვება წინამძღოლებს, მაგრამ ბრმა წინამძღოლების მდგომარეობა კიდევ უფრო. ქრისტე აცხადებს ვაი ყველას ბრმა წინამძღოლს, რომელსაც მოუწევს მრავალთა სისხლის გამო პასუხისგება.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო გაქებთ შენ, რომ გვშვი ზეციდან, როგორც შენი შვილები. მადლობას გიხდით, რათა დაგვანახე სიყვარული და სიხარული, ქრისტეს სიკვდილში გამოსყიდვით, მისი დიდებული აღდგომით და მოსვლით. დაგვეხმარე წავუღოთ სახარება, მშვიდობა და სიყვარული გეენის შვილებს მთელს კონტინენტზე, რათა ირწმუნონ და მიგიღონ შენ, შეიცვალონ და გახდნენ შენი მადლით შენი შვილები.

კითხვა:

  1. რატომ წარმოშობს ფარისეველთა ქადაგება, საბოლოო ჯამში გეენის შვილებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)