Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 187 (The Unfruitful Fig Tree)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

3. ლეღვის ხის გახმობა (მათეიესო 21:18-22)


მათეიესო 21:18-22
18 დილას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. 19 გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: "ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი. 20 ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ; ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეღვი?! 21 მიუგო მათ იესომ პასუხად: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება! 22 და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.
(მარკოზი 11:12-14; 20:24; ლუკა 13:6; მათე 17:20)

დაბრუნდა რა იერუსალიმში, ქრისტეს მოშივდა. როგორც კაცის ძე ხორცში ის განიცდიდა ადამიანური ბუნების სისსუსტეებს. ის იმდენად მიზანმიმართულად აკეთებდა თავის საქმეებს, რომ ჭამა ავიწყდებოდა. მოშურნეობამ უფლის სახლის მიმართ სინამდვილეში ,,გამოფიტა“ ის, მისთვის ხომ საკვებიც და სასმელიც იყო, მამის ნების აღსრულება. არ ცდილობდა საკუთარი თავისთვის სარგებლის მოძიებას, არამედ პირიქით კმაყოფილდებოდა მოუმწიფებელი ლეღვით საუზმეზე, მაშინ როდესაც უფრო დამანაყრებელი საკვები უნდა მიეღო.

ქრისტეს მოშივდა იმისთვის, რომ ამ სასწაულის მოხდენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მისი მხრიდან გამართლებული იყო გამოევლინა თავისი ძალაუფლება და ამ ხისთვის გახმობა ებრძანებინა.

ქრისტეს მოწაფეებისთვის თვალნათლივ უნდოდა ხალხის სულიერი მოთხოვნილებების ჩვენება. მან დაწყევლა ლეღვის ხე, რადგან მასზე მხოლოდ ფოთლები იყო. მის მიერ გამოთქმულის ეს სიტყვები ლეღვის ხის მიმართ სინამდვილეში მომავალ იუდეას ეხებოდა. ასევე ეს გაფრთხილება იყო ყველა ერისთვის, რომ მათზე უფლის სასამართლიო იქნება, თუკი არ იცხოვრებენ ისე, როგორც ქადაგებენ და იქნებიან უნაყოფონი. რა კეთილ ნაყოფებს ეძებს ჩვენში უფალი? რწმენა, სიყვარული და იმედი. ქრისტეს სიცოცხლეს ჩვენში სწორედ სამი ნაყოფი მოაქვს.

ქრისტეს არ სჭრიდება, რომ ჩავწვდეთ რაიმე ფილოსოფიურ და რთულ იდეებს, რომ ვიცავდეთ ათასობით კანონს და ვსწავლობდეთ წერილს ზეპირად. მას ჩვენგან სულ სხვა რამე სურს - რომ გადავრჩეთ, განვიწმინდოთ და მისი ღვთიური არსების ნაწილი გავხდეთ. ამ გზით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გარყვნილება და ვიცხოვროთ სიწმინდეში, სიბრძნესა და სიყვარულში. ვემსახუროთ რა ქრისტესა და ადამიანებს.

დაწყევლა რა ქრისტემ ლეღვის ხე, გამოაცხადა ფარისევლებისთვის სასამართლო. ეს შემთხვევა გვასწავლის იმას, რომ თუკი ფოთლები გაგვაჩნია ნაყოფიც აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ვინც აღიარებს ამ რწმენას, მას რწმენის ნაყოფებიც უნდა ჰქონდეს. ქრისტეს სწყურია ეს და მის სულს სურს მწიფე ნაყოფები. ხშირად ქრისტე იმედგაცრუებულია ნასწავლი ადამიანებისგან, რადგან ის მათგან ელოდება კონკრეტულ საქციელებს, ცხოვრებას და მათი ცოდნის შესაფერის აზროვნებას. ის მიდის მათთან და ეძებს ნაყოფებს, მაგრამ მხოლოდ ფურცლებს ჰპოვებს. ბევრი ადამიანი ითვლება ცოცხლად, მაგრამ სინამდვილეში მკვდარია. ცდილობენ რა გარეგანი ღვთისმოსაობის გამოვლენას, შინაგანად უარყოფენ მის ძალას და ძლიერებას.

ჭეშმარიტი რწმენა მიიღწევა არა მხოლოდ აზრებისთვის ძალდატანებით, არამედ ქრისტეს ძალის თანაზიარებით. ვინც ცხოვრობს ქრისტესთან და ლოცულობს მისი ნებისამებრ, ის აუცილებლად განიცდის მის ძალას და ცხოვრობს მისი მოსაწონი ცხოვრებით. ასეთ ადამიანს შეუძლია იფიქროს ისე, როგორც ფიქრობს უფალი, თუ რა უნდა მას და შეუძლია მისი ძალაც გადასცეს სხვას.

ადამიანთა ლოცვები, რომლებიც სავსენი არიან უფლის სიტყვებით, აღწევს წმინდა ღმერთამდე. ისწავლე პირველი სამი წინადადება ,,მამაო ჩვენოს ლოცვიდან’’ და შეასრულე ისინი დღედაღამ.

ქრისტე ითხოვს რწმენას მისი წყალობის მიმართ, დაიმედებას მის სამართლიანობაზე და ყურადღებასა და მორჩლებას მისი სიტყვების მიმართ. ის გვეძახის რათა მივიდეთ მასთან და მივიღოთ ის, როგორც ჩვენი ერთგული მხსნელი. როდესაც შენ ამას გააკეთებ, ის შეასრულებს თავის საუკუნო დაპირებას, რათა შენ შეძლო მისი ძალის საკუთარ თავზე განცდა. ასევე განიცადო დაცვა და კურთხევები. რწმენა ნიშნავს ქრისტესთან გაერთიანებას და მაშინ ქრისტე არასდროს დაგტოვებს შენ. თუკი მიუძღვნი მას შენს ცხოვრებას და დარჩები მასში, შენს უძლურებაში აღსრულდება მისი სიყვარული. ის მხსნელია და ის დღემდე აგრძელებს ქვეყნიერების დახსნას, თავისი ძალით და მოწყალებით.

ლოცვა: მოწყალე მამაო მადლობას გიხდით ახალი აღთქმისთვის, რომელიც დაგვიდე შენს ძეში და გთხოვთ, რომ შენმა სულმა წარმოქმნას მრავალი ნაყოფი ჩვენში და სხვებში. გთხოვთ, რომ ჩვენს სახლებში არ იყოს სიძულვილი და სიცრუე, არამედ ჩვენს შორის სუფევდეს შენი მშვიდობა და სიხარული. შექმენი ჩვენს ერში ჭეშმარიტი რწმენა შენი ძისა, რათა შენი სულიწმიდის ყველა სურვილი შესრულდეს ჩვენში და არ მივეცეთ განსჯებს, არამედ მოჰქონდეს ნამდვილი ნაყოფი შენი წმინდა სახელის განსადიდებლად.

კითხვა:

  1. რატომ დაწყევლა იესომ უნაყოფო ლეღვი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)