Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 183 (Jesus’ Entrance into Jerusalem)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

1. იესოს იერუსალიმში შესვლა (მათეიესო 21:1-9)


მათეიესო 21:1-5
1 იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ, მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ. 2 უთხრა: "წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ რომაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ. 3 და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანენ”. 4 ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 5 უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
(მარკოზი 11:1-10; ლუკა 19:29-38; იოანე 12:12-19)

იესოს ცხოვრება სავსე იყო წინასწარმეტყვებული სიბრძნით. ის სრულ თანხმობაში ცხოვრობდა მამასთან და იცოდა, რაც მოხდებოდა.

იერუსალიმში შესვლამდე იესომ ისეთი სიტყვები უთხრა მოწაფეებს, სადაც გამოჩნდა მისი თვინიერება: „ისინი სჭირდება უფალს“. ყოვლისშემძლე ღვთის ძე ისე დამდაბლდა, რომ ადამიანის ხატება მიიღო, რომელსაც სჭირდებოდა ვირი. ისე გაღარიბდა, რომ ვირიც არ ჰყავდა! დღეს მრავალ ჩვენგან აქვს ბოლო მოდელის მანქანა და მდიდრული სახლი, იესო კი მთელი წელი ფეხით დადიოდა.

ზაქარიას აღთქმების წიგნში, მომავალ იესოზე, ზაქარია 9:9 საუბრობს ვირზე. ეს ცხოველი გამოხატავდა სამ მნიშვნელოვან წინასწარმეტყველურ მიზეზს: პირველი, რომ ღვთის ძე ამაყი არაა, არამედ თვინიერი და თავმდაბალია, და რომ არ აქვს განზრახული პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება ან ძალადობა; მეორე, რომ ის - სულიერი მეფეა და მხსნელი, რომელსაც დიდი ხნით ადრე დაგვპირდნენ; მესამე, რომ ის იმსახურებს უდიდეს სიხარულს.

იესოს დღეებში ვირებს იყენებდნენ გადაადგილების საშუალებად. ცხენები მხოლოდ მაღალი თანამდებობის ხალხს ჰყავდა და მათაც ომებისთვის იყენებდნენ. ვირს კი ტვირთის გადასაზიდად იყენებდენ. თუმცა იესოს, ემანუელს (ჩვენთან არს ღმერთი) შეეძლო ქალაქში ქერუბიმებით შემოფრენა (ფსალმუნი 18:10), მაგრამ თვინიერად შემოვიდა ვირზე ამხედრებული.

ზოგიერთი, იესოს ამ საქციელში ისრაელის წეს-ჩვეულებას ხედავდა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები დადიოდნენ ვირებზე ამხედრებულნი (მსაჯული 5:10), ხოლო მათი შვილები - ახალგაზრდა ვირებზე (მსაჯული 12:14). აქედან გამომდინარე, ქრისტე ქალაქში შევიდა არა როგორ დამპყრობელი, არამედ როგორ მოსამართლე „ქვეყნიერების გასასამართლებლად“.

ძველი აღთქმის მწიგნობრებს, ქრისტეს მოსვლაზე ორი წარმოდგენა ჰქოდნათ: პირველი, ქრისტე ამხედრებული ვირზე; მეორე, ქრისტე ღრუბლებზე მომავალს დაინახადვნენ მას. ისინი ასე ხსნიდნენ ამ ყველაფერს: ის მოვა ვირზე ამხედრებული, თუ კი ძველი აღთქმის ხალხი არ დაიცავს მცნებებს (როგორიცაა მაგალითად შაბათი დღე), მაგრამ თუ ხალხი დაიმსახურებს, ის მოვა ღრუბლებიდან.ეს განათლებული მწიგნობრები ვერ ხვდებოდნენ, რომ ქრისტე ქალაქსი ვირზე ამხედრებული შემოვიდოდა, მაგრამ მერე ისევ მოვა ღრუბლებიდან.

ვირის და მისი შვილის სახით, რომლებიც უფლის მომსახურებისთვის იყვნენ მოწოდებულნი, ქრისტემ გვიჩვენა სამართლიანობის მაგალითი. მან დაარწმუნა ვირის მეპატრონე, რომ დროებით ეყოლებოდა ის. უფალმა უთხრა მოწაფეებს: „უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანენ“, დაუბრუნებს მეპატრონეს, როცა დაამთავრებს მათ გამოყენებას.

ლოცვა: უფალო ვხარობთ, რადგან ზაქარიას აღთქმა, გვეუბნება რომ ვიხაროთ, როდესაც მოვა ზეციერი მეფე, დაამყარებს სულიერ მმართველობას და განამტკიცებს თავის ჭეშმარიტ სამეფოს. მადლობას გიხდით, მამაო, რომ შენი თვინიერი ძე მოვიდა ქვეყნიერებაზე, როგორც თავმდაბალი, საჭიროებების მქონე ადამიანი, რათა გამოეცადა გლოვაში მცხოვრები ხალხის განცდები და ეკურთხებინა ისინი, სულიწმინდის კურთხევით.

კითხვა:

  1. როგორ გესმით ზაქარიას წინასწარმეტყველება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)