Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 134 (Net Cast Into the Sea of Peoples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

e) ზღვაში გადაგდებული ბადე (მათეიესო 13:47-53)


მათეიესო 13:47-50
47 კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. 48 როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გადაყრიან. 49 ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისგან. 50 ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
(მათე 22:9-10; 25:32)

ქრისტეს მოწაფეებში ბევრი მეთევზე იყო. მან აუხსნა ამ იგავში თუ რა უნდა გააკეთონ. მათ ესმოდათ მასწავლებლის, როდესაც ის უხსნიდა იგავით თუ რა უნდა ეკეთებინათ. ისინი მისი სიტყვის ბადეს გადააგდებენ და დაიჭერენ სულებს ქრისტეს სამეფოსთვის. ეკლესია შედგება ყველა თაობიდან, ერებიდან და დროებიდან მოწოდებული ადამიანებისგან.

დადგება დრო, როდესაც სახარება სეასრულებს იმ მიზანს, რისთვისაც ის გამოგზავნილი იყო და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება უშედეგო (ესაია 55:11). ეს ბადე გაივსება. ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ ნელა, მაგრამ მაინც გაივსება და აუცილებლად იქნება ამოტანილი სანაპიროზე, როდესაც „უფლის საიდუმლო აღსრულდებაა“ (გამოცხადება 10:7).

როდესაც ბადე გაივსება და ნაპირზე იქნება ამოგდებული, მთელი ნადავლი განირჩევა უსარგებლოსგან, რაც ბადეში მოყვა. ამ დროს ფარისევლები და ჭეშმარიტი ქრისტიანები განცალკევდებიან. კეთილნი ძვირფას ჭურჭლებში შეინახებიან, ბოროტები კი - გადაგებულიქნებიან. სანამ ბადე ზღვაშია, მეთევზეები ვერ გაარჩევენ რა არის მასში. მაგრამ ფრთხილად ამოიღებენ მას კარგი თევზის გამო. ასე ზრუნავს ღმერთი ეკლესიაზეც და მსახურებმაც უნდა იზრუნონ თანამსახურებზე, იმისდმიუხედავად რომ არიან ბოროტებიც და კეთილებიც.

იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ არ ემოქმედათ მარტოებს, არამედ დახმარებოდნენ ერთმანეთს ბადეების ზიდვაში. ვერავინ შეძლებს საკუთარი ძალისხმევით სანაპიროზე ამხელა ბადის ამოთრევას. დღეს ქრისტე მოგიწოდეს მთელ ეკლესიასთან ერთად ისროლოთ ეს ბადე უფლის სიტყვისა შენს გარშემო, რათა მოიტანო იესოსთვის დიდი ნადავლი. ილოცე ამ ადამიანებზე, მოუყევი მათ მხსნელზე, დაპატიჟე კრებებზე და მიაწოდე სულიერი ლიტერატურა. მოდი ვემსახუროთ უფალს ერთად! ლოცულობ თუ არა მათზე, ვინც კითხულობს სახარებას მაგრამ ვერ იგებს? დაიცავი ისინი ლოცვით რათა სახარებაში იპოვონ ჭეშმარიტი ქრისტე და საუკუნო სიცოცხლე!

უფალი მოგიწოდეს სულების სახსნელად და არა მათ განსასჯელად. ამიტომაც უნდა მიიღოთ პატივსაცემი და განათლებული ადამიანები, თუმცა არ უნდა უკუაგდოთ ღარიბები და უბრალოები. სამსჯავრო ქრისტესია, რადგან ის არის მართალი მოსამართლე. იცოდე, რომ მსახურება სხვადასხვაგვარ ადამიანებთან მიგიყვანს - მართლებთან და შებილწულებთან, კონსერვატორებთან და ლიბერალებთან, ახალგაზრდებთან და მოხუცებთან, ჭკვიანებთან და სულელებთან, მდიდრებთან და ღარიბებთან, ზრდილობიანებთან და უწესოებთან, ადგილობრივებთან და უცხოებთან, ავადმყოფებთან და ჯანმრთელებთან. მიუტანო უფლის სიტყვა ყველას განურჩევლად. შენს გარშემომყოფებს აუწყე ხსნის სახარება. ნუ იზარმაცებ, წადი და გულმოდგინედ იშრომე, სანამ დრო ჯერ კიდევ არის, სანამ არ დადგება წყვდიადი. ნუ გადაწყვეტ ვინ კეთილია და ვინ ბოროტი, ემსახურე ყველას. ღმერთის ანგელოზები მოისვრიან ყველას, ვინც ფარისეველია, ხოლო მრავალ მონანიებულ ცოდვილს წაიყვანენ ზეცაში, რადგან ის რწმენით ეჭიდება ქრისტეს.

ერთ ყმაწვილს არ სწამდა ჯოჯოხეთის. ერთხელაც ომის დროს დაიწყო დაბო,ბვა, ის დაეცა მიწაზე და შიშისგან კბილების ღრჭენა დაიწყო. ყველაფერი მის გარშემო ალში იყო. მასინ მან წამიერად გაცნოებიერა ცეცლხის გეენა. გიყვარს კი ისინი, ვინც უღუპებიან? ცდილობ თუ არა მათ გადარჩენას იმ ცეცხლისგან? თუ არა, მაშინ არ გაქვს სიყვარული და თავადაც იმსახურებ ცეცლიან სასჯელს.

ლოცვა: იესო, შენ მოგვიწოდე, რომ ვატაროთ შენი მოწმობა, მაგრამ არ ვიცით როგორ ვემსახუროთ ადამიანებს, რადგან ხშირად გვრცხვენია და არ გვინდა ადამიანებს ხსნის სახარება ვუქადაგოთ. გვაპატიე, უფალო, ჩვენი სინელე და გვატარე მორჩილ ადამიანებთან ერთად, რათა ვემსახუროთ ადამიანებსმ რომლებიც შენ შეიყვარე და მოისურვე მათი სახის შენკემ მოქცევა. შთაგვაგონე მოვუწოდოთ მათ მონანიებისკენ, რათა გირწმუნონ და შენი სიყვარულის სამეფოში შეაბიჯიონ და მოიპოვონ საუკუნო სიცოცხლე, ვიდრე დადგებოდეს წუთისოფლის აღსასრული!

კითხვა:

  1. როგორ ადამიანებთან მოგიწოდა იესომ, რომ მოიყვანო ისინი მის სამეფოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 05:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)