Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 039 (First Two Disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
C - გალილეაში ქრისტეს მსახურების დაწყებითი ეტაპი (მათეიესო 4:12-25)

2. ქრისტე პირველ ორ მოწაფეს მოუწოდებს (მათეიესო 4:18-22)


მათეიესო 4:18-22
18 გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი - პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ. 19 უთხრა მათ: "გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”. 20 მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. 21 იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ. 22 მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.
(მარკოზი 1:16-20; ლუკა 5:1-11; იოანე 1:35-51)

როდესაც იესომ დაიწყო ქადაგება, გარშემო ზოგიერთი მოწაფე შემოიკრიბა, რათა მათ მოესმინათ მისი სწავლება და შემდგომ ექადაგათ. ასევე ისინი ხედავდნენ მის სასწაულებს და ამის შესახებაც ამოწმებდნენ. ამ მუხლებში აღწეილია, თუ როგორ მოუწოდა ქრისტემ მოწაფეებს, რომლებიც თავის ოჯახში მიიღო. მათი მოწოდება განსაკუთრებული იყო. როდესაც იესო ქადაგებდა ხალხში ის მოუწოდებდა ყველას, მაგრამ აქ ის მიმართავს აქ განსაკუთრებული მოწოდებით მათ, რომლებიც მას მამამ მისცა.

ჩვენ აღტაცებულები ვფიქრობთ ქრისტეს მადლის ძალაზე და ვიგებთ, რომ მისი სიტყვა კვერთხია მისი ძალის. და ჩვენ ვთხოვთ მას ამ ძალას, რომელიც აუცილებელია სახარების წარმატებით უწყებისთვის. მან უწყებით მიმართა მთელს ქალაქს, მაგრამ მოწაფეებს განსაკუთრებულად მოუწოდა, რადგან ისინი სხვებისგან გამოირჩეოდნენ. როდესაც დიდებულმა მასწვლებელმა გახსნა თავისი სკოლა, პირველი რაც მან გააკეთა დამხმარეები დაიყენა, რომლებიც მას სწავლებაში უნდა დახმარებოდნენ. მან დაიწყო თავისი ნიჭების დარიგება ხალხისთვის და საგანძურების ჩადება თიხის ჭურჭლებში. ეს მისი ეკლესიისადმი მზრუნველობის უდიდესი ნიშანი იყო.

ჩანს თითქოს გარკვეული დროის მერე იესოსა და მოწაფეების ურთიერთობა რაღაც დონეზე გაიფანტა. ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქებში და ისევ მეთევზეობა დაიწყეს, რათა გამოეკვებათ თავიანთი ოჯახები, მაგრამ მათი ურთიერთობა იესოსთან არ წყდებოდა. დადგა დრო, როდესაც იესო მიდიოდა ამ ძმებთან და მოუწოდებდა მათ ორ-ორს. ისინი არ იყვნენ არც ფილოსოფოსები, არც ღვთისმეტყველნი, არც მდიდარნი და პოლიტიკოსები. ისინი უბრალო მეთევზეები, მძიმე შრომას ნაჩვევნი იყვნენ. მათ ეშინოდათ ღმერთის და შთაგონებულნი ელოდებოდნენ ქრისტეს მოსვლას.

იესომ მათ მშვენიერი სიტყვებით მიმართა: ,,მე გაქცევთ თქვენ ადამიანთა მებადურეებად“. მან გააერთიანა მათი მოწოდება და იმჟამინდელი პროფესია. შეიძლება არ უნდა ამაყობდნენ ახალი მოწოდების პატივითა და დიდებით, ვინაიდან ჯერ კიდევ უბრალო მეთევზეები არიან, თუმცა არც ახალი სამსახურის არ უნდა ეშინოდეთ, რომელშიც მოწოდებულ იყვნენ. ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ თევზის დაჭერას და სწორედ ამითი დაკავდებიან მომავალშიც. იესოს ასეთი წესი ჰქონდა, ის სულიერ და ზეციურ საკითხებზე საუბრობდა შედარებებით, რომლებიც თვალსაჩინო საგნების მარტივი აღქმით ხდებოდა. დავითი მოწოდებული იყო, როდესაც ცხვრებს მწყემსავდა და ღმერთის ერის მწყემსი გახდა. გამეფებისას ის ჯერ კიდევ მწყემსად რჩებოდა. ღმერთის მსახურები მონადირეებს ჰგვანან, მაგრამ ისინი კი არ კლავენ, არამედ სიცოცხლეს აძლევენ თავიანთ ნადავლს; კი არ კლავენ, არამედ ერთი მდგომარეობიდან, მეორე მდგომარეობაში გადაჰყავთ. ისინი ნადირობენ იმიტომ კი არა, რომ გაძღნენ და მაღალი პოზიციები დაიკავონ; ასევე არც იმისთვის, რომ მოაქციონ ხალხი თავიანთკენ, არამედ შეიძინონ ისინი ქრისტესთვის. ,, მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ზრუნავენ თქვენს სულებზე“ (ებრაელთა 13:17) ,, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას;“ (2 კორინთელთა 12:14).

თუ დააკვირდებით მეთევზეებს ზღვაში დაინახავთ, რომ მათ თევზის დაჭერის სხვადასხვა მეთოდი აქვთ. ზოგნი დგებიან სანაპიროზე და ანკესი გადაგდებული აქვთ და მოთმინებით ელოდებინ თევზი, როდის მოვა. მათ სათითაოდ ამოჰყავთ თევზები. ასევეა ცათა სამეფოშიც, არსებობს ინდივიდუალური მუშაობის მსახურება, რათა მოიყვანონ ის ქრისტესთან.

მაგრამ არის საერთო მსახურება, როდესაც დიდ გემებზე შუა ზღვაში არის ბევრი მეთევზე, ისინი ისვრიან დიდ ბადეს და ერთობლივი ძალებით ცდილობენ ამოიყანონ სანაპიროზე, თავიანთი დიდი ნადავლი. ეკლესიებს სჭირდება ჯგუფები, რომლებიც ერთად ილოცებენ, იმსახურებენ და იმახარობლობენ, რათა შეიძინონ ხალხი იესოსთვის. ისინი ყველა თავის წილ სამსახურს შეასრულებენ ნიჭის მიხედვით, საბოლოო ჯამში კი აღასრულებენ უფლის ნებას.

ამ ორი მეთოდის გარდა ასევე არსებობს სხვაც, ცოდვილების მისაყვანად ღმერთისთვის. ზოგი მეთევზე თევზს დიდი ხანი არ ელოდება. ისინი წყნარ წყლებში შედიან და დაინახავენ რა თევზს, ბადეს ესვრიან. ეს ბადე თევზს ყველა მხრიდან ედება და თევზიც დაჭერილია. ასევე ჩვენც, ზოგჯერ არ უნდა დაველოდოთ, როდის მოვლენ ადამიანები თავიანთი ნებით ღმერთთან. ჩვენ უნდა წავიდეთ პირდაპირ მათთან და ვკითხოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი იესოზე დამოვიყვანოთ ისინი მხსნელთან.

ზოგიერთი მეთევზე ისვრის ანკესს და ერთი ღამით ან რამდენიმე ღამითაც შინ ბრუნდება. შემდგომ ისინი მიდიან და ამოწმებენ, არის თუ არა რომელიმე თევზი დაჭერილი. ეს ჰგავს ეკლესიებს და საზოგადოებებს, რომლებიც გზაზე დგავენ რეკლამებს ბიბლიური ფრაზებით, აუწყებენ ღმერთის სიტყვას რადიოს მეშვეობით ან სახარებიდან იღებენ მონაკვეთს, რომელიც გადატანილია ბუკლეტზე და სიყვარულით ურიგებენ ხალხს. ხალხი კითხულობს, ისმენს. რწმენას იძენს და მიჰყვება მხსნელს. ხოლო დიდ ოკეანეებში, სადაც ერთი ადამიანი ვერაფერს გახდება, თევზის დასაჭერად ზღვაში უდიდესი გემი გადის: ქრისტიანული რადიოსადგურები, გამომცემლები და ლიტერატურის გამავრცელებელი საზოგადოება. ყველა იბრძვის და შრომობს ერთ გემზე, რათა აუწყონ კაცობრიობას გადარჩენის სიტყვა, მასიური საშუალებებით. ისინი იესოსთვის, მარავალ ადამიანს იძენენ.

იესო არ აკვირდებოდა ამ ოთხ ადამიანს, მაგრამ იცნობდა მათ. მან მოუწოდა და მათაც ისმინეს მისი სიტყვები, არ შეყოვნდნენ, არამედ მაშინვე მიატოვეს თავიანთი ,,პური“ და გაეშურნენ იესოსკენ. ისინი ეძებდნენ მას, არ ფიქრობდნენ რა თვიურ შემოსავალზე, არც რაიმე წერილობითი თანხმობა შეუდგენიათ სამუშაო საათების მითითებით, არცერთს, ვისაც იესომ მოუწოდა ცხოვრების ბოლომდე მსახურებისთვისს, არ აქვს უფლება ეძებოს ფული, ჯანმრთელობა ან პატივი, არამედ მხოლოდ მასწავლებელს უნდა უმზერდეს, რომელმაც საიდუმლოდ აიღო მასზე პასუხისმგებლობა. მოგისმენია თუ არა ღმერთის მსახურებაში მოწოდება?

ისინი არ ფიქრობდნენ თავიანთ სამსახურზე, ნათესავებზე, მსახურების სიმძიმეზე, რომელშიც მოწოდებულნი იყვნენ ან იმაზე იყვნენ თუ არა მზად. გაისმა რა მოწოდების ხმა, ისინი დაემორჩილნენ. ისინი აბრაამს ჰგავდნენ ,,გამოვიდნენ და არ იცოდნენ სად მიდიან“. ისინი უბრალოდ დარწმუნებულები იყვნენ იმაში, თუ ვის მისდევდნენ.

ვისაც სურს მიყვეს ქრისტეს, მან უნდა ,,მიატოვოს ყველაფერი“ და გაყვეს მას. ყველა ქრისტიანმა უნდა დატოვოს ყველაფერი და დაივიწყოს ყველაფერი. ,,ვინც არ მოიძულებს თავის დედას და მამას“ (ლუკა 14:26). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეზე ნაკლებად უნდა გიყვარდეს ისინი და მზად იყო შესწირო შენი ინტერესები, თუკი ისინი ქრისტეს ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე თავისი ცხოვრება შესწირა მსახურებას, ისინი განსაკუთრებულად უნდა გამოეყონ ყველა საყოფაცხოვრებო საქმიანობას, რათა დაკავდნენ მსახურებით, რომელიც ადამიანებისგან ითხოვს ,,ყველაფერს“. ქრისტეს მოწაფეებისთვის მოწოდებისას, ჩვენ ვხედავთ ერთ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნის: მას შეუძლია აარჩიოს ადამიანები, როგორც ხელმძღვანელები და მის გარდა არავის შეუძლია უბრძანოს მიატოვოს სამსახური, სახლი და გაყვეს მას. ქრისტემ შეკრიბა მოწაფეები არა ძალდატანებით, არამედ თავისი მოქმედი სიტყვით. ის დღესაც ასე მოუწოდებს მსახურებსა და მოწაფეებს.

ლოცვა: ჩვენ მადლობას გიხდით უფალო იესო, რადგან მოუწოდე შენს მოწაფეებს მსახურებისთვის და არა ლაღი ცხოვრებისთვის. აგვიხილე თვალები ჩვენც, ბოროტებსა და არაფრის მცოდნეთ და გაგვამხნევე. გვასწავლე მივიზიდოთ ადამიანები შენთვის და შევიძინოთ მრავალი ცალკეული ადამიანი და თუნდაც მთელი ჯგუფები შენი სულიწმიდის ხელმძღვანელობით. ამინ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს იესოს სიტყვები ,,მე ადამიანის მებადურებად გაქცევთ“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:55 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)