Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 037 (Temptation of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

4. იესოს გამოცდა და ეშმაკზე გამარჯვება (მათეიესო 4:1-11)


მათეიესო 4:8-11
8 ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. 9 უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”. 10 იესომ კი უპასუხა: "განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”. 11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.
(2 რჯული 6:13; იოანე 1:51; ებრაელთა 1:6, 14)

ეშმაკი წინა ორ ცდუნებაში არ გამოჩენილა თავისი ნამდვილი სახით. პირველ შემთხვევაში მან თავი მოაჩვენა თითქოს უნდა ქრისტესგან მოწმობა, რომ ღვთის ძეა. მეორე შემთხვევაში, რომ უბრალოდ ღვთის ერთგულების გამყარება სურს. მესამე შემთხვევაში კი მან ღიად წარუდგინა მას თავი, როგორც მტერი, რომელიც ცდილობდა შეძლებისდაგვარად ცდუნებაში შეეყვანა მეორე ადამიც. მან როგორღაც წამში ქრისტეს აჩვენა ქვეყნის მეფობა და დიდება (ლუკა 4:5) და შესთავაზა მას გამხდარიყო ამ ყველაფრის მმართველი, იმ პირობით თუ თაყვანს სცემდა მას. მან უთხრა: ,,განმშორდი სატანავ“ და მხოლოდ ის ციტირება მოუყვანა, რომ მხოლოდ ერთადერთ ღმერთს უნდა ემსახუროს. ღმერთსა და ქვეყნიერებას შორის სრული წინააღმდეგობაა და ვისაც სურს ქვეყნიერების მეგობარი იყოს, ის ღვთის მტერი ხდება (იაკობი 4:4). ყველაზე დიდი ცდუნება, რითიც შეუძლია ეშმაკს, რომ აცდუნოს ადამიანი - ქვეყნიერებაა. ცნობილია, რომ ამ ხაფაბგში ძალიან მალე ვხვდებით. წინა ორ ცდუნებაში ეშმაკმა ქრისტე ვერ დაიყოლია. მან გამოიყენა ღვთის სიტყვა დამახინჯებულად და დაფარულად შეეცადა ქრისტეს გულის მოგებას. მიხვდა რა, რომ ასე არაფერი გამოსდიოდა, შეწყვიტა ამის კეთება და ქრისტეს მთელი ქვეყნიერება შესთავაზა. ქრისტეს არ სურდა ქვეყნიერების ეშმაკისგან მიღება. ეჭვგარეშეა, რომ მამა მას ქვეყნიერებას ისედაც დაჰპირდა (ფსალმუნი 2:7-9) და როდესაც დრო მოვა ისედაც იმეფებს (გამოცხადება 11:15). ვინაიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ძე კაცისა და ბოლო ადამი (ებრაელთა 2:5-9). ის მეფე იქნება და იმეფებს სამართლიანობაში მამისგან ჯილდოდ, სიკვდილამდე მორჩილების გამო. ერთი წამითაც არ მოსვლია თავში, რომ გაეკეთებინა გვირგვინი, ეკლის გვირგვინის შემდეგ.

ლოცვის ბოლოში ,,მამაო ჩვენო“, ჩვენ ვამბობთ: ,,შენია სუფევა, ძალი და დიდება“. ჩვენ ავამაღლებთ ღმერთს და მივცემთ საკუთარ სულებს.

ეშმაკი კი ასეთი არ არის. ის - ამაყი სულისაა, რომელიც ითხოვს, რომ მთელმა ქმნილებამ სცეს თაყვანი მას. ის ატყუებდა ქრისტეს, როდესაც სთავაზობდა ქვეყნიერებაზე მეფობას. მას ხომ არანაირი უფლება არ აქვს. ის უბრალოდ იბრალებს მათ მმართველობას. განხილვას არ ექვემდებარება ის, რომ მთელი ქვეყნიერება მთელი თავისი ძალებით ეკუთვნის ღმერთს და მის ქრისტეს. ქრისტემ ეშმაკის სიცრუე არ დაიჯერა და მამასთან დარჩა. ქვეყნიერების მთელი დიდება და მეფობა არ იყო მისთვის მაცდური წინადადება, ვინაიდან თავი დაიმდაბლა, დატოვა თავისი ღვთიური ხატება და გახდა ადამიანი, რათა გამოესყიდა მთელი კაცობრიობა. მან სიღარიბის და დამცირების გზა აირჩია, რათა ენახებინა, რომ სიმდიდრე კი არ ხდის ადამიანს შემდგარს, არც ფულის წყურვილი ეხმარება მას, არამედ მხოლოდ მამა ღმერთთან ურთიერთობა. ერთხელ ერთმა მილიონერმა თქვა: ,,ყველა ადამიანს თავისი ფასი აქვს, რომელიც მზად არის მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“. მაგრამ ქრისტემ არ გაყიდა თავისი სამართლიანობა მაცდურ ფულზე. მან უარყო საკუთარი თავი და ატარა თავისი ჯვარი, მამასთან ნეტარებასა და მის მორჩლებაში.

ასეთი ღვთიური დამოკიდებულებით, იესომ გაიმარჯვა ეშმაკზე, გამოიტანა სააშკარაოზე მისი დაფარული მიზნები და დაამსხვრია ის, როგორც მატყუარა, ქურდი და მკვლელი, რომელსაც სურდა, რომ ყველა მას დამორჩილებოდა. ის ცდის ადამიანებს, რათა მათ უყვარდეთ თავიანთი ფულები, წიგნები, მანქანები და ქონება ღმერთზე მეტად, რათა დაიმედდნენ ადამიანზე, გახადონ ისინი კერპებად და არავითარ შემთხვევაზე არ ჰქონდეთ სამების იმედი. ეშმაკს უნდა, რომ ადამიანები ღმერთს განშორდნენ და მივიდნენ მასთან, რათა ის გახდეს მთელი სამყაროს ცენტრი და რომ მისი მონები იქცნენ ღმერთის მოწინააღმდეგეებად. ეშმაკი - პირველი მოწინააღმდეგეა და მას თან მრავალი წინააღმდეგობის სულის ძეები მიჰყავს ჯოჯოხეთში.

ამ საცდურზე იესო არ შეეწინააღმდეგა ღვთის მტერს, არამედ უბრალოდ უბრძანა, რომ გათრეულიყო მისგან. ასე, რომ ქრისტეს გამოცდა დამთავრდა იმით, რომ ეშმაკმა მისი თაყვანისცემა ითხოვა. წყალობა დასრულდა, დაიწყო სიმართლე და ღვთის სასამართლო.

ასე, რომ ვთქვათ იესომ ბოლო შანსი მისცა ბოროტს: ,,მხოლოდ შენს ღმერთს ემსახურე და მას ეცი თაყვანი“. მან არ გაანადგურა, ის არამედ უბრძანა ღმერთის თაყვანისცემა, რათა განშორებოდა თავის გახრწნილ გონებას, ჩაბარებოდა ყოვლისშემძლეს და თავმდაბლობით ემსახურა მისთვის. კაცის ძე არ ითხოვდა ეშმაკისგან მის თაყვანისცემას, არამედ ღმერთის კარები გაუხსნა, რათა მისთვის მიემართა, ენანა და ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყო. მთელი ზეცა და ჯოჯოხეთი იყურებოდა სუნთქვა შეკრული. ღმერთსა და ღმერთის პირველ მტერს შორის, ბრძოლამ მიაღწია კრიტიკულ წერტილს. როგორ მოიქცევა ბოროტი.

ის უსიტყვოდ განშორდა იესოს ისე, რომ თაყვანი არ სცა ღმერთს. ეშმაკმა კიდევ უფრო შეიძულა იესო იმის გამო, რომ მან არ დაღუპა თავისი სული პურის, დიდების და ძალაუფლების გამო, არამედ აირჩია კმაყოფილება იმითი რაც ჰქონდა, დარჩა შეურაცხყოფილი და ჯვარზე წავიდა, რათა გამოესყიდა კაცობრიობა. ქრისტეს სულმა იზეიმა ეშმაკის სულზე გამარჯვება.

საიდუმლო არაა, რომ სუფთა თვალებსა და გულს მადლის მეშვეობით ვიღებთ, ჩვენი უფალი იესო ქრისტესგან განსხვავებით, რომელიც ბუნებით იყო წმინდა და სუფთა. მასში არცერთი თვისება არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგებოდა მისი წარმომგზავნელის ნებას. ტყუილად ეცადა სატანა ეიძულებინა იესო, რომ გამოეყენებინა თავისი სამართლიანობა და ღვთის ძეობის ძალა, რომ ქვები პურებად ექცია და თავი დაეხსნა შიმშილისგან, როგორც კაცის ძეს. ტყუილად ეცადა, რომ იესოს ღმერთის გამოეცადა, რათა დარწმუნებულიყო, მასთან არის თუ არა. იესო ღმერთზე სრული მინდობით იყო განსჭვალული და არ საჭიროებდა მის გამოცდას. ტყუილად შესთავაზა ქვეყნიერების მეფობა და დიდება, ვინაიდან კურთხეულმა ქრისტემ იცოდა, რომ თავის დროზე მთელი ეს სამეფო მისი იქნებოდა, როდესაც გამეფდებოდა, როგორც მეფე. მაგრამ აქამდე ყველაფერი უნდა აღესრულებინა, რაც დანიშნული იყო.

ჩვენ აქ ასევე ვხედავთ ღმერთის სიტყვის მნიშვნელოვნებას და საკმარისობას და ვხედავთ ღმერთის ძალას, ვინაიდან თავად უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ გამოიყენა ეშმაკთან ბრძოლაში ღვთის სიტყვა, რომელიც დაწერილი იყო ადამიანებისთვის იმისდამიუხედავად, რომ ახალი კარგი პასუხების გაცემა შეეძლო. ღმერთის სიტყვიდან ერთი ციტატა საკმარისი იყო იმისთვის, რათა მტერი გაჩუმებულიყო და უკან დაეხია. ეს ეხება ჩვენს სულიერ ბრძოლასაც, თუმცა ღმერთის სიტყვები უნდა გამოვიყენოთ შესაფერის ადგილას, შემდგომ მივენდოთ მას და მის სიტყვას წმინდა თვალებითა და გულით, არა საკუთარი მიზნებისთვის, არც სიამაყისთვის და ქებისთვის და არც ღმერთის სიტყვის დამახინჯებით.

ამ გამართლების შემდეგ, მასთან მივიდნენ ანგელოზები. ისინი მოემსახურენ მას და თაყვანისცეს. იესო ცდუნებას, რომ აყოლოდა დავკარგავდით ღმერთთან შერიგების იმედს და დადგებოდა სამსჯავრო, მაგრამ იესო დარჩა ერთგული და გამარჯვებული.

ლოცვა: წმინდაო ღვთის ძეო ჩვენ თაყვანსგცემთ შენ და შენს მამას სიხარულით, ვინაიდან შენ სძლიე ბოროტს. გაიმარჯვე ჩვენზეც, რათა ყოველთვის თაყვანი გცეთ გულებში წმინდას. ჩვენი დღეების დასარულამდე გემსახუროთ, კეთილი ნებით მოგიძღვნათ თავი და მოგყვეთ შენ მსახურებაში. დაგვეხმარე დავრჩეთ დამცირებულები, ვიდრე შემოგვრჩეს ხრწნადი ფული და ძალაუფლება. დაე ავაშენოთ ჩვენი მომავალი შენი ჯვრის საფუძველზე, შენი წმინდა მამის სახელზე.

კითხვა:

  1. რატომ უბრძანა ეშმაკს იესომ თაყვანი ეცა მარტო ღმერთისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 12:48 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)