Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 008 (The apostles’ conformity to salvation by grace)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

3. მოციქულების თანხობა მადლით გადარჩენის საკითხში (გალატელთა 2:1-10)


გალატელთა 2:1-5
1 მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბა­რ­ნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე. 2 ავედი გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი; 3 მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა. 4 ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომელიც იესო ქრისტეში გვაქვს, და დავემონებინეთ, 5 ერთი საათითაც არ დავნებებულვართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.

პავლემ, მას შემდეგ რაც თავის ცხოვრებაში ქრისტეს დასასრული იხილა, მცირე აზიის ქალაქების ერებში, თავის რწმენის მეგობართან ბარნაბასთან ერთად წავიდა იერუსალიმში, კანონიერების ცენტრში. მათი მიზანი იყო რწმენით გადარჩენის შესახებ მიეტანა მტკიცებულება და გამოსულიყო მატყუარების წინააღმდეგ, რომლებიც გამართლების მიღმა, რომელიც ქრისტეში ცოდვილს მიეცა, ქადაგებდა სიწმიდეზეც, რომელიც მიიღწევა კანონის დაცვით. თავად უფალმა მისცა პავლეს ხედვა და გაგზავნა ის იერუსალიმში იმისთვის, რომ მორწმუნეები და წარმართები არ ეიძულებინათ იუდეველების წეს-ჩვეულებების დაცვა, არამედ მიეღოთ სრული გადარჩენა ქრისტეს ჯვრით, განთავისუფლდებოდნენ რა სხვა ყველა ძველი ტრადიციისგან.

იმისთვის, რომ ქრისტეში თავისუფლების დემომნსტრაცია მოვახდინოთ, პავლე იერუსალიმში მივიდა. ქრისტემ ხომ თავისი მონა გაანთავისუფლა იუდევლური ზოგიერთი სახის საკვებისა და სასმლის აკრძალვისა და ასევე არა იუდეველ ერთან ურთიერთოისგან.

პავლემ იცოდა, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია და მართლდება მხოლოდ ქრისტეში. ის თავისუფალი იყო კანოეისგან, რადგან ქრისტემ აღასრულა უფლის კანონი ჩვენს ნაცვლად და გვიხსნა იუდევლური კანოებისგან. ქრისტიანული თავისუფლება - ცოდვისგან თავისუფლებასაც ნიშნავს, ჩვენ ხომ ქრისტესთან ერთად მოვუკვდით ცდუნებებს, რომელიც გვაძლევს ძალას მოვიქცეთ მისი ხელმძღვანელობით! ასევე განვთავისუფლდით სიკვდილისგან, ვინაიდან უფლის სული, რომელიც მოქმედებს ჩვენში, არის სუაკუნო სიცოცხლე! ჩვენ განვთავისუფლდით სამყაროში ყველა ნეგატიური ძალისგან და ჭეშმარიტად თავისუფლები გავხდით, რათა ვემსახუროთ ცოცხალ ღმერთს სიწმიდეში, მადლიერებითა და მოთმინებით!

იმისთვის, რომ ამ თავისუფლების დემონსტრირება მოეხდინა, პავლემ მოიყვანა თავისი გაუნათლებელი მოწაფე ტიტე. ამ ახალგაზრდაში მკაფიოდ გამოვლიინდა უფლის ძალა, რომელიც მოქმედებს ქრისტეს სიკვდილის მეშვეობი და რომელიც ცოდვილ ადამიანს ახალ ადამიანად აყალიბებს, რომელიც სავსეა სიყვარულით, ჭეშმარიტებითა და სიწმიდით. ტიტემ უფალში ყოფნისას არ იცოდა სხვადასხვა კანონის დადგენილებები და ამიტომაც მსახურობდა უდაო ჭეშმარიტი რწმენით, რომელიც მადლზე იყო დაფუძნებული.

გახდი თუ არა ქრისტეს ძალის დამადასტურებელი, ტიტეს მსგავსად? თუ უწინდებურად უკუაგდებ ჯვრის ძალას შენი საქციელებით? ქრისტიანმა წარმომადგენლებმა ამ მსოფლიო კრებაზე მალევე შეამჩნიეს სულიწმიდის ნაყოფები ტიტეში - მისი სიხარული, მშვიდობა და მოთმინება. და არავის დაუძალებია ამ ახალგაზრდა ბერძენისთვის კანონის დაცვა ან წინადაცვეთა, რადგან სულიწმიდამ უკვე წინადაცვითა მისი გული. მიიღეს რა საერტაშორისო ეკლესიის წარმომადგენლები, ამით მიიღეს ახალი ეკლესიები და სწავლება მადლის და უსასყიდლო გადარჩენის შესახებ, რომელიც ჯვარზე აღსრულდა. თუმცა ზოგიერთ მორწმუნეს არ ჰქონდა ნდობა პავლეს მიმართ, რადგან ვერ წარმოედგინათ როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ რჯულის დაცვის გარეშე. ისინი ილტვოდნენ, რათა გადარჩენა დაემსახურებინათ ადამიანური საქმეებით და არა მხოლოდ მადლით. პავლე ღიად გამოვიდა მათ წინააღმდეგ, მაგრამ სიყვარულით, რათა არ უკუეგდოთ რწმენის მეშვეობით მადლით გადარჩენის სწავლება. მოციქული უმტკიცებდა მათ, რომ ადამიანთაგან ვერავინ ვერ გადარჩება რჯულის საქმეებით, არამედ მხოლოდ ქრისტეში რწმენით.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით, რომ გადაგვარჩინე რჯულის მონობისგან, ჩვენი ცოდვებისგან და სიკვდილისგან გვიხსენი, შენი ძის ჯვარცმით. შენ გაგვხადე თავისუფალნი რათა გემსახუროთ შენი სულიწმიდის ძალაში. დაგვეხმარე რო ერთმანეთში არ ავურიოთ ჰუმანიზმი და შენი მადლი და არ ვეცადოთ ადამიანური ძალებით რჯულის აღსრულება, არამედ ხნის სიხარული გვქონდეს, რომელიც ჯვარზე მოგვეცი, რათა ავამაღლოთ შენი სახელი სულიწმინდასთან ერთად.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეში თავისუფლება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 12:46 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)