Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 007 (The first brotherly visit to Jerusalem)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

2. ძმების პირველი ვიზიტი იერუსალიმში (Galatians 1:18-24)


GALATIANS 1:18-24
18 მერე, სამი წლის შემდეგ, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19 სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა. 20 გარწმუნებთ ღვთის წინაშე რომ, რასაც გწერთ სიცრუე არ არის. 21 ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში. 22 მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ ვიყავი ცნობილი. 23 მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო, 24 და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.

3 წელი პავლე მომთაბარეებს შორის ქადაგებდა. ისიც მათთან ერთად აფარებდა თავს იუდეველებს, რომლებიც დევნიდნენ მას. იქ მის ნაყოფებზე არაფერი ვიცით, თუმცა ვიცით, რომ სულიწმიდა მოქმედებდა მისგან არაბებს შორისაც. ქრისტეს მაშინაც ჰყავდა მოწაფეები არაბ ერში. ამოწმებ მასზე შენ ერში? თუ მკვდარი ხარ და არ მოგაქვს ნაყოფები? ქრისტეს სურს რწმენით დამკვიდრდეს შენს გულში და მრავალი ადამიანი გადაარჩინო შენ გარშემო.

პავლე აღასრულებდა მსახურებას დამოუკიდებლად, არ უერთდებოდა რომელიმე ორგანიზებულ მიმდინარეობას. თუმცა ურთიერთობები სწყუროდა და ამიტომაც გაემგზავრა იერუსალიმში, რათა შეხვედროდა ქრისტეს მხილველებს, რომლებიც მასთან ერთად დადიოდნენ. თუმცა შეეშინდათ პავლეში და ვერ მიენდნენ, რადგან უწინ დევნიდა მათ. ამავდროულად იუდეველლები ეძებდნენ თავიანთ ყოფილ თანამორწმუნეს, რადგან მისი მოკვლა სურდათ. ის კი პეტრეს გამოეცხადა, რათა გაცნობოდა ეკლესიის ხელმძღვანელს.

პავლე მასთან იმიტომ კი არ მისულა, რომ მწყემსად ან მახარობლად დაენიშნა, არამედ თავად ქრისტრემ მოუწოდა მას, დააყენა წარმართთა მოციქულად, მოამზადა რა თავისი სულიწმიდით და განამტკიცა მსახურებაში. პავლემ გაუცნო პეტრე და იაკობი, იესოს ძმა, და ორი კვირის მანძილზე ესაუბრებოდა მას ქრისტეს სიცოცხლეზე, სიკვდილზე და აღდგომაზე. თავისი აღდგომის შემდეგ ქრისტე ეჩვენა პეტრეს და იაკობს, და რომ არ გამოცხადებოდა მათ, ვერ გაძლებდნენ რწმენაში. რადგან უწინ იესოს ძმებს ეგონათ, რომ ის სრულ ჭკუაზე არ იყო, მაგრამ აღდგომისას ირწმუნეს ის, როდესაც ეჩვენა როგორც გამარჯვებული და შეიყვანა ისინი მამის აღთქმის მომლოდინენი (საქმეები 1:14; 1კორინთელთა 15:7).

ასე შევიდა პავლე პირველ ეკლესიაშია, რჩებოდა რა ამ ეკლესიისთვის ახლოც და უცხოც ერთდროულად. სხვა მორწმუნეებთან ერთად იყო ქრისტეში, თუმცა უწევდა თავის შეფარება მდევნელთაგან, ვერ საუბრობდა ღიად მორწმუნეებთან. ერთადერთ მის მასწავლებლად რჩებოდა სულიწმიდა, და ერთადერთ თავად - ქრისტე, და უფალმა წარგზავნა ის მრავალ ერთან და მეტად ნაყოფიერი გახადა იგი, ვიდრე სხვა დანარჩენები. დღესაც კი მისი წერილებით ვცხოვრობთ.

ლოცვა: ზეციერო მამაო, შენ დღესაც ცვლი შენ მტრებს და ძლიერებს შენებად ხდი, მადლობა მათთვის, ვინც შენი მტრები იყვნენ, მაგრამ ირწმუნეს და განახლდნენ და რომლებიც წარგზავნე მოციქულებივით უღმერთოებთან! გთხოვთ, დაიცავი ყველაის ადამიანი და შენთან ურთიერთობაში შეიყვანე. ჩვენც წარგვგზავნე ჩვენ ერთად, რათა ვამოწმებდეთ შენ მადლსა და წყალობაზე! განგვამტკიცე, რათა არაფრის გვეშინოდეს და არაფერმა შეგვანელოს!

კითხვა:

  1. რა მიზნით გაემგზავრა პავლე პირველად იერუსალიმში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 06:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)