Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":

Home -- Georgian -- Galatians - 006 (Paul’s direct call to apostleship by Christ)

This page in: -- Arabic -- English -- French -- GEORGIAN -- Indonesian -- Russian

Previous Lesson -- Next Lesson

გალატელთა - მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული
გალატელთა მიმართ წერილების განმარტების თარგმანი

ნაწილი 2: ისტორიული ფაქტები, რომლებიც პავლეს, როგორც მოციქულის ძალაუფლებას ადასტურებენ (გალატელთა 1:11 – 2:21)

1. პავლე ქრისტეს მიერ იყო დაძახებული და წარგზავნილი (გალატელთა 1:11-17)


გალატელთა 1:13-14
13 რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას. 14 მრავალ ჩემი ასაკის თანატომელს აღვემატებოდი იუდეველობაში, რადგან მამების გადმოცემების დიდად მოშურნე ვიყავი.

ფანატიკოსი პავლე არ იყო ღირსი უფლის გამოცხადება მიეღო, რადგან რჯულის დიდი მოშურნეობის მიუხედავად, ბრმა იყო და ვერ ხედავდა უფლის ნებას და დანიშნულებას. სიამაყით აღსავსე პავლე ფიქრობდა, რომ უფალს ემსახურებოდა იესოს მოწაფეების დევნით, რომლებიც სულ უფრო მეტად ცდილობდნენ დამცირებული უარყოფილი იესოს მსახურებაში დგომას, ვიდრე მამების გადმოცემების დაცვას.

პავლემ, რომელსაც სუსლიერი შემეცნება არ ჰქონდა, დიდი ზიანი მიაყენა ღვთის რჩეულებს. არ სჯეროდა მათი მოწმობების და დასცინო მათ ლოცვებს კრებულებსა და სასამართლოებზე. ის მათ დაკარგულ და გზააბნეულ უღმერთოებად თვლიდა და ფიქრობდა, რომ ქვებით ჩაქოლვის ღირსები იყვნენ, ამიტომაც სასიკვდილოთ იმეტებდა მათ. და თუმცა ძალიან ღვთისმოსავად გამოყურებოდა, სინამდვილეში უფლის მტერი იყო!

პავლე მაგალითი იყო რჯულის მიმდევრებისთვის - მან მამების გადმოცემები ზეპირად ისწავლა და იყენებდა მათ. ყოველგვარი ბოროტების და ანგარების გარეშე იხდიდა მეათედს, არ ჭამდა აკრძალულს და არასდროს ცოდავდა შეგნებუალად. რჯულში ღმერთისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ხედავდა და სურდა პირველი ყოფილიყო მის აღსრულებაში. იყო რა საკუთარი რწმენით დაბრმავებული, ჰუმანისტებისა და რჯულის სკოლაშ განსწავლული, ვერ ხედავდა საკუთარ თავს ჭეშმარიტ შუქზე, არამედ ცდებოდა, ამაყობდა და სხვებზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. მან ყველანაირი სიყვარული გახარჯა, და მრავალი ოჯახი დაზარალდა მისი ეკლესიების დევნის შედეგად.

გალატელთა 1:15-17
15 ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს. 17 არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოში.

ღმერთს თავიდანვე ჰქონდა გეგმა. სანამ პავლე დაიბადებოდა, უფალმა აარჩია ის და ამ სამყაროში მოავლინა: ის რჯულის დამცველთა ოჯახში გაიზარდა, იუდეველებში, რათა ესწავლებინა მათთვის როგორ ეწინააღმდეგება ხალხი ღმერთს, თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებით და როგორ უწინ ამოირჩია ღმერთმა პავლე, დამასკოს გზაზე მიმავალი. ქრისტეს გამოცხადება პავლესთვის არ ყოფილა ჯილდო რჯულის აღსრულების გამო, არამედ პირიქით, მწარე გასამართლება მისი სიამაყის გამო, ამავდროულად მადლი იმისთვის, რომ მოიდრიკა გული. უფლის მოწოდება - მადლია და არა დამსახურება.

პავლეს მოწოდების მიზანი იყო მისთვის თავისი დიდებული ძალის და ქრისტეს ჭეშმარიტების ჩვენება. პავლემ ქრისტე, როგორც ადამიანის არსით ისე შეიცნო. ამ წერილში მან აღიარა, რომ იესო- ღვთის ძეა, რომელიც წმიდა მამისგან მოვიდა და მასში იყო და ავლენდა სრულ თავის ხატებას მასში. როდესაც ღმერთმა მოუწოდა სავლეს ქრისტეში და გადმოვიდა სულიწმიდით იმ ქრისტიანების მდევნელზე და მაშინ იქცა პავლე ქრისტეს ერთგულ მონად. ის იმდენად შეიცვალა, რომ სარკედ იქცა, რომელშიც უფლის ხატება იყო, როგორც ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც მისი ძალა მოქმედებდა და ამოწმებდა მის თავის სახელს სიტყვებსა და საქმეებში!

პავლე მისი ბატონის სიკეთით აივსო და სურვილით აღივსო, მთელი მსოფლიო შთანთქმულიყო არ მადლით. ის ხვდებოდა, რომ მას ჰქონდა მოწოდება და რომ იქნებოდა წარგზავნილი წარმართებთან.

პავლეს არ დაუწყია ბევრი ფიქრი მის მომავალ მსახურებაზე და შესაძლო საფრთხეებზე. ის არ ითხოვდა ხელფასსა და წოდებას უფლის მსახურების აღსასრულებლად. მას არ ჩაუბარებია ღვთისმეტყველების უნივერსიტეტში, რათა გამყარებულიყო ცოდნაშ, არამედ უკვე დამასკოში დაიწყო იესოს ღვთაებრიობაზე დამოწმება, მოციქულებისგან ძალაუფლების მიღების გარეშე იერუსალიმში. ის ამტკიცებდა ძველი აღთქმიდან, რომ უუგდებული ნაზარეველი არის ის მესია, ვისაც ისინი დიდი ხანი ელოდნენ. პავლესთვის იესოს გამოცხადება ძირითადი მოვლენა იყო, რომელმაც მის მსახურებაზე იმოქმედა და დაადასტურა, რომ იესო - ცოცხალი და დიდებული ღმერთია, რომლის მადლზეც დაფუძნებულია ახალი აღთქმა!

პავლე არ დაკმაყოფილდა დამასკოში სახარების ქადაგებით, არამედ დადიოდა მის მიდამოებში და იქცა პირველ მაუწყებლად არაბებს შორის, ვინც უქადაგებდა მათ ქრისტეს და სიცოცხლეს.

გინდა გაიგო როგორ სახარებას ქადაგებდა პავლე? მაშინ წაიკითე მისი წერილები გალატელთა მიმართ და შეისწავლე მისი ქადაგება მოციქულთა წიგნში. მაშინ იქცევი ქრისტეს ძალის მონაწილედ, და ეს ძალა გამოვა შენგან, როგორც ყველა ერის მოციქულიდან.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე,მადლობას გიხდით, რომ შენ მტერს გამოეცხადე, მოუწოდე, წარგზავნე და დააჯილდოვე ძალით, რომ მთელი სამყარო აევსო თავისი მადლით! აგვეხმარე გავიგოთ შენი სიტყვა, რომელიც შენი მოციქულის ბაგეში ჩადე, რათა ჩვენც ვიცვლებოდეთ, ვმტკიცდებოდეთ და ვადიდებდეთ შენ სახელს.

კითვა:

  1. რომელმა ხუთმა მოქმედებამ შეცვალა პავლეს ცხოვრება მე-15 და მე-16 თავში და რას ნიიშნავდა ეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on August 31, 2023, at 06:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)