Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 265 (The Tomb Sealed and Guarded)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

31. სამარხის დაბეჭდვა და მცველების აყვანა (მათეიესო 27:62-66)


მათეიესო 27:62-66
62 პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან. 63 თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64 ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”. 65 უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”. 66 წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.
(მათე 20:19; მარკოზი 15:42)

მოწაფეებს არ ახსოვდათ იესოს სიტყვები იმის სსახებ, რომ ის აღდგებოდა, თუმცა მას რამდენჯერმე ჰქონდა ეს ნათქვამი მათთვის. ფარისევლებსა და მღვდელმთავრებს კი არ სწამდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ მოწაფეებს შეეძლოთ მისი სხეულის მოპარვა დაშემდგომ იმის თქმა, რომ მასწავლებელი აღდგა. იუდევლური ხალხის წინამძღოლები არ ცხოვრობდნენ ჭეშმარიტების სულში, ამირომაც ეგონათ, რომ იესოს მიმდევრები - მატყიარათა ჯგუფია, რადგან თავად იყვნენ მატრუარები და სხვებსაც თავიანთი თავის მიხედვით ნსჯიდნენ.

იესოს მოსამართლებიი სკემპტიკოსები იყვნენ. გაახსენდათ რა მათ იესოს სიტყვები, რომ მესმე დღეს აღდგება, ბრძანება გასცეს, რომ სამარხი დაბეჭდილიყო და იქვე დაცვაც მდგარიყო. როგორი უჩვეულო სანახაობაა: მცველები იცავენ სამარხს, რათა მკვდარი არ გაიქცეს!

ზოგიერთმა მორწმუნეებმა გამოიგონეს თხზულება, თითქოს ჯვარზე ქრისტეს ნაცვლად სხვა გააკრე, რომელიც შემდგომ სამარხში დაასვენეს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი გაიცინებს ამაზე. ნუთუ ქრისტეს დედამ, რომელიც იდგა ჯვართან ვერ იცნო საკუთარი შვილი, ან ვინ ეკიდა ჯვარზე? ან ნუთუ ისინი ვინც ხსნიდნენ სხეულს მათ ვერ იცნეს იესო იყო ის თუ სხვა ვინმე?

ამ მტკიცებულებებს არ აქვთ საფუძველი და იშლება, როგორც ქსელი. მსგავსი ამბების გამვრცელებლები სცოდავენ უფლის წინაშე, რადგან ცრუდ სახავენ ქრისტეს. ქრისტეს მიმდევრების რწმენა დგას სიცრუეებზე მაღლა, რადგან მათ სწამდათ იმისი, რაც იხილეს - იესო ქრისტეს სიკვდილის. ფაქტი მისი სიკდვილის შესახებ მიიღეს და აღიარეს, როგორც რომაელებმა ასევე ებრაელებმაც. ყოველივე ეს დასტურდება ისტორიული წყაროებით და გადადის ადამიანთა ბაგეების მეშვეობით ასწლეულებია. ბევრჯერ დაუდასტურებიათ, რომ ჯვარცმულიქნა სწორედაც რომ ქრისტე და არავინ სხვა, მის ნაცვლად. ქრისტე მოკვდა და იქნა დამარხული, ეს სრული ჭეშმარიტებაა.

ლოცვა: ჩემო უფალო და მხსნელო, შენ იგემე მწარე სიკვდილი და ჩაგდეს ცივ სამარხში. შენ ჩვენზე უწინ შეხვედი სამარხში, რათ ჩვენ არ შეგვშინებოდა და არ გვეგრძნონ თავი მარტოდ სიკვდილის ჟამს, არამედ ყოველთვის გვქონოდა მოლოდინი შენთან შეხვედრისა. მადლობა, რომ მაპატიე ჩემი ყოველი ურჯულოება და ჩადე ჩემში შენი სიცოცხლის თესლი, რათა სიკვდილს არ ჰქონოდა ძლაუფლება ჩემზე.შენ შენს მიმდევრებს სიცოცხლე მიეცი, სიკვდილის შემხედვარე და ყველაფრის მიუხედავად. შენ გამარჯვებული ხარ, ჩვენი დაცველი და მხსნელი! შენი სიკვდილის წყალობით, ჩვენ ვიცოცხლებთ საუკუნოდ!

კითხვა:

  1. რომელი მნიშნელოვანი მოვლენები მოხდა, იესოს სიკვდილის შემდეგ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:58 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)