Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 136 (Jesus Rejected at Nazareth)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

f) ნაზარეთში მცხოვრებნი უარყოფენ იესოს (მათეიესო 13:54-58)


მათეიესო 13:54-58
54 მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: "საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა? 55 განა ეს ხუროს ძე არ არის? განა მარიამი არ ჰქვია დედამისს, მის ძმებს კი იაკობი და იოსები, სიმონი და იუდა? 56 განა ჩვენ შორის არ არიან მისი დანი? საიდან აქვს ყოველივე ეს?” 57 და შებრკოლდნენ ამის გამო. იესომ კი უთხრა მათ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა”. 58 არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
(მარკოზი 6:1-6, ლუკა 4:16-30, იოანე 6:42; 4:44)

დატოვა რა ქალაქი კაპერნაუმი, ქრისტე ნაზარეთისკენ გაემართა, სადაც ბავშვობა განვლო. მას უნდა მოეხმო ნაზარეველებისთვის ცათა სამეფოსკენ. ის სინაგოგის კრებულზე მივიდა, სადაც ერთ დროს ყურადღებით უსმენდა თორას. ახლა კი ამოწმებდა, რომ თავად ატარებს სულიწმინდას და რომ ის არის დაპირებული მელია, რომელსაც ამდენი ხანი ელოდებიან (ლუკა 4:18-19). იესო სულ სხვაგვარად ასწავლიდა, არა ისე როგორც წერილების ტრადიციული განმმარტებლები, რადგან მასში უფლის ძალა იყო. ხალხი აფორიაქდა გულით, რადგან უფლის სულმა ამხილა მათი სინდისი და ისნი გრძნობდნენ წმინდას თანდასწრებასა და ესმოდათ მისი მოწოდების ხმა.

თუმცა მათ გონებას არ სურდა იესოსადმი მორჩილება, მას ხომ არ უსწავლია ღვთისმეტყველურ სემინარიაში, არ ჰქონდა რაიმე სწავლებითი ხარისხები ან სიმდიდრე. ის ღარიბი და გაუნათლებელი ოჯახიდან იყო. მისი მამა იოსები, დურგალი იყო და გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იესო ბავშვი იყო. ამიტომაც ცნობილი ხალხი ნაზარეთიდან არ ემორჩილებოდნენ მას. სიამაყე და თვითდაჯერებულობა ხელს უშლიდა მათ მის რწმენაში.

ამ წერილის მონაკვეთში ჩამოთვლილია იესოს და-ძმების სახელები. ზოგი ამბობს, რომ ეს მისი ნათესავები იყვნენ. მახარობელი მათე ამის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა ამოწმებდა, რომ იესოს 4 ძმა და 3 და ჰყავდა, იმ დროისთვის ყველა დაოჯახებული.

იერუსალიმში იუდეველთა საბჭოს აგენტები იესოს ძმებს აქეზებდნენ. ერთხელაც ძმებმა მთელ ხალხს უთხრეს, რომ იესო მათი ძმა, თითქპოს გაგიჟდა. ისინი ცდილობდნენ იესოს მსახურების გაჩერებას, რათა დაეცვათ მისი ცხოვრება ფუნდამენტალისტებისა და ფანატიკოსებისგან. ქირსტემ ვერ ჰპოვა თავის ნათესავებსა და მეგობრებში რწმენა და სიყვარული, თუმცა მათ ვერაფერი მოუძებნეს მას, რაშიც ბრალს დასდებნენ. რომ შეძლებოდათ, აუცილებლად გააკეთებდნენ. ქრისტე ბავშვობიდანვე ცხოვრობდა უცოდველად და თვინიერად.

კრების შემდეგ მასთან ღარიმი და დამცირებული ხალხი მივიდა, მან განკურნა ისინი, რათა განემტკიცებინა მათში მისი ღვთებრიობის რწმენა. ქრისტეს რწმენის გარეშე არ შეუძლია განკურნება და განთავისუფლება. იქნებ შენ უშლი შენი ურწმუნოებით მას ხელს და არ აძლევ მას მისი სამეფოს გავრცელების საშუალებას შენ ქალაქში? რატომ არ ენდობი სრულიად და არ მიაგებ პატივს მას მტკიცე რწენითა და უცვლელი სიყვარულით?

ლოცვა: უფალო იესო, ჩვენო მოწყალე მხსნელო, შენ დაიპყარი ჩვენი გულები შენი სიყვარულით, ჩვენც გისმენთ მთელი გულით. გთხოვთ, წარმოქმენი ჩვენში მტკიცე რწმენა, რათა შენი სამეფო იზრდებოდეს ჩვენი მეშვეობით, უძლური ადამიანებით. დაგვეხმარე არ შევაფერხოთ ცათა სამეფოს ზრდა ჩვენ გარშემო, არამედ შენი მომსმენნი და მიმდევრები ვიყოთ ჩვენ ქალაქში.

კითხვა:

  1. მათეს სახარების ტექსტის მიხედვით, რა ერქვათ უესის დევს და ძმებს, და რამდენი და-ძმა ჰყავდა მას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on May 20, 2023, at 02:19 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)